ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.10.2014
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.140.016135
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 439 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ასპინძის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 27.10.2014 ასპინძის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების, ან/და საჯაროდ გამოცხადების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ან/და საჯაროდ გამოსაცხადებელი ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 81% 20.01.2016 „ასპინძის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის სანიტარული ნორმების დაცვის შემოწმების აქტის ფორმის და შემოწმების აქტის ფორმის შევსების მეთოდური რეკომენდაციის დამტკიცების თაობაზე“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 თებერვლის №9 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 80% 17.04.2019 ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 03 ივლისის №24 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 80% 06.11.2015 ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №11 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 80% 06.11.2015

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №48 2014 წლის 27 ოქტომბერი დაბა ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის  შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ასპინის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესი, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე დანართი ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო ინფორმაციის  გამოქვეყნების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს  ასპინძის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსზე ინფორმაციის განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. წინამდებარე წესი არეგულირებს ასპინძის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის ზუსტ დროს და დროულად მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიურად განთავსების მიზნით. მუხლი 2🔗. ვებგვერდის ადმინისტრირება 1. ვებგვერდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით ასპინძის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი ახორციელებს: ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას; ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის განთავსებას 2. ასპინძის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მისამართია: www.aspindza.ge მუხლი 3🔗. ინფორმაციის კატეგორიები 1. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა. 2. ასპინძის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 3. ვებგვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით. 4. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კატეგორიების მითითება ასპინძის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე სავალდებულოა. მუხლი 4🔗. ვებგვერდებზე ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნება 1. ინფორმაციის მიწოდების დროულობისა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ასპინძის  მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში ამისათვის პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი. 2. პროაქტიურ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ასპინძის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი გვერდი „პროაქტიური გამოქვეყნება”, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. 3. პროაქტიური ინფორმაციის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  უფროსი. 4. პროაქტიური ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება PDF ფორმატში. მუხლი 5🔗. ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს აწვდიან შემდეგი სახის ინფორმაციას: 1. ასპინძის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების, კომისიების დროებითი სამუშაო ჯგუფების ფუნქციების აღწერა. 2. საკრებულოს აპარატის  საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება, წესდება, შინაგანაწესი). 3. საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში. 4. საკრებულოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები. 5. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების, გამგებლის წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია: სახელი გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები. 6. გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების (გამგებლის წარმომადგენლების ორგანოების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი). 7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადების შესახებ ზოგადი წლიური სტატისტიკა. 8. საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი. 9. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა. 10. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია. 11. ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება საკრებულოს დადგენილების მიერ.