⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.05.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.10.2014
ძალის დაკარგვა 01.05.2017
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016192
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,708 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.10.2014 მიღება
01.05.2017 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული  სამსახური ( შემდგომში
სამსახური)  არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს  მოქმედი კანონმდებლობითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის  გამგეობის დებულებით მინიჭებული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 1
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №38 2014 წლის 27 ოქტომბერი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №38 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 4🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. N6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი დანართი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. სამსახურის ცნება 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული  სამსახური ( შემდგომში – სამსახური)  არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს  მოქმედი კანონმდებლობითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის  გამგეობის დებულებით მინიჭებული ფუნქციების განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  შესაბამისად. 4. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. 5. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. 6. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. №73. მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილის, განყოფილების უფროსებისა და მოხელეებისაგან. სამსახურს ხელმძღვანელობს  სამსახურის უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.  სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი განყოფილების უფროსი გამგებლის გადაწყვეტილებით. 2. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: -  საქმისწარმოების განყოფილება; -  იურიდიული განყოფილება; -  საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; - კადრების განყოფილება; -  წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება; -  მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; 3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და მოხელეებისაგან, განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე გამგებლის გადაწყვეტილებით. 4. სამსახურის საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად გამგებელი. 5. სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 6. სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციები 1. საქმისწარმოების განყოფილება ა)  გამგეობის სამუშაო თათბირების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება; ბ) გამგებლის დავალებების შესაბამისად გამგეობის სამუშაო გეგმების პროექტების მომზადება; გ) გამგეობის სამუშაო თათბირების ოქმების წარმოება; დ) ერთიანი საქმისწარმოება. სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი წერილების და მიმართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატისადმი; ე) კონტროლი დასმული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხილვაზე, დოკუმენტაციის შენახვა და საარქივო მასალების დამუშავება; ვ) გამგეობაში მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე; ზ) გამგეობის საარქივო დოკუმენტების დაცვა; თ) შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) მიღება-განხილვა; ი) სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მოხსენებითი ბარათების/ ან გამგეობის თანამდებობის პირების დავალების საფუძველზე წერილების მომზადება და მათი ადრესატებისთვის ჩაბარების უზრუნველყოფა; კ) გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების აღრიცხვა-შენახვა; ლ) გამგებლის  ცალკეულ დავალებების შესრულება; მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება . 2.  იურიდიული განყოფილება ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; ბ) ცალკეულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების შედგენა; გ) მუნიციპალიტეტის თანამშრომელთათვის კონსულტაციის მიცემა საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით (მუნიციპალიტეტის თანამშრომელთათვის კონსულტაციის გაწევა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად); დ) გამგებლისათვის ხელშეწყობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობაში; ე) მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, შეთანხმება და სამართლებრივი ექსპერტიზა; ვ) მუნიციპალიტეტის, ასევე გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში და დაწესებულებებში; ზ) საკრებულოში განსახილველი, გამგებლის მიერ ინიციირებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; თ) შესაბამისი დავალების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებთან , კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს (მათ შორის, ამ ორგანოთა სხდომებზე , თათბირებზე და ა. შ.); ი) სათანადო ღონისძიებების გატარება გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ცალკეული პროექტისა და საკითხის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად; კ) ადმინისტრაციულ წარმოება მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ასევე მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ საკითხებზე; ლ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეული საკითხების განხილვა, მათი საქართველოს კანონმდებლობასთან და გამგეობის, როგორც სამართალურთიერთობის სუბიექტის, სამართლებრივ ინტერესებთან შესაბამისობის საკითხის დადგენა; მ) მოქალაქეთა წერილებისა და საჩივრების განხილვა; ნ) საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის , ცალკეული დავალებების შესრულება; ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება . 3.  საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ა) უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებასა და გამოქყვეყნებას; ბ) გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნველყოფა; გამგეობის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება, თვითმმართველი ერთეულის მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზება; გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საინფორმაციო-საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა; დ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემა; ე) მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება; ვ) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობას პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, გამგეობის საზოგადოებრივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ზ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა პროცესების, მათ შორის რეფორმის მიმდინარეობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის შესახებ საზოგადოების ინფორმირება; თ) ინფორმაციისა და წინადადებების მიღება საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისაგან გამგეობაში მიმდინარე და განსახორციელებელი რეფორმების, აგრეთვე გამგეობის ფუნქციონირების ეფექტიანობის შესახებ; ი) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განსათავსებელი მასალების მომზადება; კ) ცხელი ხაზის ფუნქციონირება; ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 4. კადრების განყოფილება ა)  მუნიციპლიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება და   მისი განხორციელება;         ბ)  მუნიციპალურ მოსამსახურეთა (მუნიციპაპლიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა) მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს   კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;  გ) მუნიციპალურ მოსამსახურთა (მუნიციპაპლიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა) პირადი საქმეების წარმოება; შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება; სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო  საბუთების გაფორმება წელთა ნამსახურობის მიხედვით; დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების კონტროლი საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; ე)  გამგეობის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების  და სამუშაოთა აღწერილობების მომზადება,   მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობების და სამუშაოს შესრულების შეფასების   კრიტერიუმების დადგენა; ვ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება; ზ)  მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზი, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება, სტაჟირებასთან და პრაქტიკის  გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით  განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 5. წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება ა) გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაცია; ბ) გამგებლისთვის ინფორმაციის წარდგენა მუნციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიებზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; გ) წინადადებების მომზადება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; დ) ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირის უზრუნველყოფა გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან; ე) განყოფილების უფროსისთვის შუამდგომლობის წარდგენა საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გასაცემად; ვ) სტატისტიკური და სხვა მონაცემთა შეგროვების უზრუნველყოფა; ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისთვის გაცნობა; ზ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში მონაწილეობა, წინადადებების მომზადება ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზების გაწევა ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისთვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობასა და საჯარო განხილვაში; ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაცია და გამგებლისთვის მათი მიწოდების განხორციელება; თ) წინადადებების მომზადება ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებებზე და მიზნობრივი პროგრამების განხორციელების კოორდინაციის უზრუნველყოფა; ი) ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში მყოფი ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე წინადადებების შემუშავება; კ) ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების, ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ წინადადებების შემუშავება; ლ) ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმწოყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებაში მონაწილეობა; მ) ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობის შემოწმება და შესაბამისი ორგანოებისთვის ინფორმაციის წარდგენა;  ნ) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება გამგებლის დავალებით. 6. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება ა) გამგეობის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ბ) ადმინისტრაციული შენობის შენახვის, მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზება, სანიტარიული ნორმების დაცვა; გ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; დ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურება; ე) გამგეობის საოფისე ინვენტარით მომარაგება; ვ) გამგეობის ინვენტარის, ტექნიკისა და აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვა; ზ) გამგეობის სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურება; თ)  გამგებლის სხვა დავალებების შესრულება. მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი 1. უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”  და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად. 2. წარმართავს  სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე. 3. წარუდგენს გამგებელს წინადადებებს  სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ. 4. წარუდგენს გამგებელს წინადადებებს  სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ. 5. სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის. 6. წარუდგენს გამგებელს  სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს. 7. უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს. 8. ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ    კანონმდებლობასთან შესაბამისობას, საქმიანობიდან გამომდინარე,  მუნიციპალიტეტისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს. 9. წარმოადგენს სამსახურს მუნიციპალიტეტისა და გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას. 10. ესწრება  თათბირებს, ასევე საკრებულოს სხდომებს საჭიროების შემთხვევაში. 11. გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს  სამსახურის მიერ   შესრულებულ სამუშაოთა შესახებ. 12. ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს. 13. მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში. 14. ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას. 15. ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. 16. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია  გამგებლის წინაშე. მუხლი 5🔗. სამსახურის უფროსის მოადგილე 1. ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის უფროსის დავალებების შესრულებას; 2. ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში 3. ასრულებს გამგებლის და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 6🔗. განყოფილების უფროსი 1. წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას; 2.  პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; 3.  მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; 4. ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურის  უფროსის დავალებათა შესრულებაზე; 5. ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; 6. ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა  უფლება-მოვალეობებს; 7.  განყოფილების უფროსი  პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის,  გამგებლისა და    გამგებლის მოადგილეების წინაშე. მუხლი 7🔗. სამსახურის მოსამსახურე 1.  სამსახურის მოსამსახურეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისგან და სტრუქტურული ერთეულებისგან; გ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; ე) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; ვ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით; ზ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 2. სამსახურის მოხელე მოვალეა: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) ხელი მოაწეროს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას; გ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურეობრივი ფუნქციები; დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესები; ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ; ზ) გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება. იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე; თ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. მუხლი 8🔗. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.