წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.10.2014
ძალის დაკარგვა 06.10.2015
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.155.016150
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 852 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.10.2014 მიღება
06.10.2015 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 2014 წლის 27 ოქტომბერი ქ. წალკა წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, წალკის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი №1-ისა შესაბამისად. მუხლი 2🔗 1. დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო   მოთხოვნები დანართი №2-ის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა  წალკის  მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. მუხლი 3🔗 კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი დანართი №1 წალკის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვება  წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეს: 1. საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ),,ადგილობრივი თვითმმართველობის  შესახებ” ევროპული ქარტია; გ),,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. 2. საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება: ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) წალკის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა; გ) წალკის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა. მუხლი 2🔗. აპარატის უფროსი 1. საკრებულოს აპარატის უფროსს, ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) ხელმძღვანელ ან წამყვან თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სექტორში) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) წალკის  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა. დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის) კარგ დონეზე ცოდნა; მუხლი 3🔗. განყოფილების უფროსი 1. განყოფილების უფროსს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: ა)  უმაღლესი განათლება; ბ)  მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა. მუხლი 4🔗. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე 1.  თანაშემწეს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ)  მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა. მუხლი 5🔗. აპარატის  მთავარი სპეციალისტი  1. საკრებულოს აპარატის მთავარ  სპეციალისტს - ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება, სასურველი უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ)  მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა. მუხლი 6🔗. აპარატის  წამყვანი სპეციალისტი 1. საკრებულოს აპარატის წამყვან სპეციალისტს ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება, სასურველი უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა. მუხლი 7🔗. აპარატის უფროსი სპეციალისტი საკრებულოს აპარატის უფროს  სპეციალისტს გარდა ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა, აგრეთვე მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება, სასურველი უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. დანართი №2 წალკის   მუნიციპალიტეტის  გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვებათ წალკის  მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეებს: 1. გამგეობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება, შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ),,ადგილობრივი თვითმმართველობის  შესახებ” ევროპული ქარტია; გ),,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. 2. გამგეობის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება: ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) წალკის  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა; გ) იმ სამსახურის დებულების  და  ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების ცოდნა, რომლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ  ვაკანტურ თანამდებობაზეც აკეთებს განაცხადს. მუხლი 2🔗. გამგებლის წარმომადგენელი 1. გამგებლის წარმომადგენელს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება, სასურველი უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა. მუხლი 3🔗. განყოფილების უფროსი 1. განყოფილების უფროსს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: ა)  უმაღლესი განათლება; ბ)  მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა. მუხლი 4🔗. გამგებლის თანაშემწე 1. თანაშემწეს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა. მუხლი 5🔗. სამსახურის მთავარი  სპეციალისტი 1. სამსახურის მთავარ სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება, სასურველი უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა. მუხლი 6🔗. სამსახურის   წამყვანი სპეციალისტი 1. სამსახურის წამყვან  სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება, სასურველი უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა. მუხლი 7🔗. სამსახურის უფროსი სპეციალისტი 1. სამსახურის უფროს  სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება, სასურველი უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.