⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.09.2015)
გაუქმებულია:

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.10.2014
ძალის დაკარგვა 08.09.2015
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016188
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 831 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.10.2014 მიღება
08.09.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №52 2014 წლის 27 ოქტომბერი ქ. დედოფლისწყარო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი  2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 1. ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. 2. კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 4🔗 კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და დედოფისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 5🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 იანვრის №3 დადგენილება ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიად ჯავახიშვილი დანართი 1 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეს: 1. საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტია; გ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. 2. საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება: ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა; გ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა. მუხლი 2🔗. აპარატის უფროსი 1. საკრებულოს აპარატის უფროსს, ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: ა)   საშუალო განათლება, /საშუალო სპეციალური ან საშუალო ტექნიკური/ სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) ხელმძღვანელ ან წამყვან თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სექტორში) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის  ცოდნა. დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის) კარგ დონეზე ცოდნა; მუხლი 3🔗. განყოფილების უფროსი 1. განყოფილების უფროსს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება, /საშუალო სპეციალური ან საშუალო ტექნიკური/ სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ)  მუშაობის არანაკლებ 2  წლის გამოცდილება; გ)  კომპიუტერული პროგრამის ,,კოდექსი“ ცოდნა (იურიდიული განყოფილების უფროსის შემთხვევაში); დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა. მუხლი 4🔗. მთავარი სპეციალისტი 1. მთავარ სპეციალისტს - ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება, /საშუალო სპეციალური ან საშუალო ტექნიკური/ სასურველია უმაღლესი განათლება /ბაკალავრი/მაგისტრი/. ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) კომპიუტერული პროგრამის ,,კოდექსი“ ცოდნა(იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის შემთხვევაში); დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა. მუხლი 5🔗. სპეციალისტი 1. სპეციალისტს ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება, /საშუალო სპეციალური ან საშუალო ტექნიკური/ სასურველია უმაღლესი განათლება /ბაკალავრი/მაგისტრი/. ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer- ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.                                                                                                                                            დანართი 2 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვებათ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეებს: 1.გამგეობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება, შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ),,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტია; გ),,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. ვ) უნარ-ჩვევები. 2. გამგეობის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება: ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა; გ) იმ სამსახურის დებულების და ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების ცოდნა, რომლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზეც აკეთებს განაცხადს. მუხლი 2🔗. გამგებლის წარმომადგენელი 1. გამგებლის წარმომადგენელს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: ა)    საშუალო განათლება, /საშუალო სპეციალური ან საშუალო ტექნიკური/ სასურველია უმაღლესი განათლება /ბაკალავრი/მაგისტრი/. ბ) სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer- ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 3🔗. სამსახურის განყოფილების უფროსი სამსახურის განყოფილების უფროსს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: ა)  საშუალო განათლება, /საშუალო სპეციალური ან საშუალო ტექნიკური/ სასურველია უმაღლესი განათლება /ბაკალავრი/მაგისტრი/. ბ)    მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. დ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  ცოდნა. ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer- ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 4🔗. სამსახურის მთავარი სპეციალისტი 1. სამსახურის მთავარ სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: ა)   საშუალო განათლება, /საშუალო სპეციალური ან საშუალო ტექნიკური/ სასურველია უმაღლესი განათლება /ბაკალავრი/მაგისტრი/.  ბ) სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.  გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer- ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 5🔗. სამსახურის სპეციალისტი სამსახურის სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: ა) საშუალო განათლება, /საშუალო სპეციალური ან საშუალო ტექნიკური/ სასურველია უმაღლესი განათლება /ბაკალავრი/მაგისტრი/. ბ) სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer- ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.