გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.10.2014
ძალის დაკარგვა 27.11.2017
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016193
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (14)
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | კანდიდატის სახელი და გვარი |
| სუსტი 0–50 ქულა | საშუალო 50–75 ქულა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2014 წლის 27 ოქტომბერი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებისა და ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება დანართების მიხედვით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. N6), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი
დანართი №1
გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – გამგეობის მოხელეთა
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
გამოყენების სფერო
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების შესაბამისად და განსაზღვრავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – გამგეობის მოხელეთა (კანდიდატთა) კონკურსის და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესს.
2. წინამდებარე დებულება აწესრიგებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა კონკურსის ან/და ატესტაციის პროცესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – გამგეობის მოხელეთა კონკურსი (შემდგომში – კონკურსი) – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან;
ბ) აღმასრულებელი ორგანოს – გამგეობის მოხელეთა ატესტაცია (შემდგომში – ატესტაცია) – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან.
გ) კონკურსის ან/და ატესტაციის პრინციპები:
გ.ა) კანონიერება – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცესი მიმდინარეობს ამ დებულების, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად;
გ.ბ) სამართლიანობა – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცესში გადაწყვეტილების მიღება ხდება დამკვიდრებული სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად;
გ.გ) საჯაროობა – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომების ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
გ.დ) გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმირებული, გასაგები და აღქმადი ყველა პრეტენდენტისათვის;
გ.ე) არადისკრიმინაციულობა – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს პირთა თანასწორობას განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნისა დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონის ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ მოთხოვნები;
გ.ვ) ობიექტურობა – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური ან პიროვნული ნიშნით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
გ.ზ) მიუკერძოებლობა – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცესში ყველა გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს სამართლიანი და ობიექტური შეფასებით. დაუშვებელია უპირატესობის მინიჭება არაკეთილსინდისიერად, კონკურსის ან/და ატესტაციის პრინციპების უგულვებელყოფის გზით;
გ.თ) კოლეგიურობა – კონკურსის ან/და ატესტაციის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ;
გ.ი) კორექტულობა – კონკურსის ან/და ატესტაციის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, მიზნად არ უნდა ისახავდეს პირის შეურაცხყოფას, არ უნდა ახასიათებდეს სიძულვილის ენა. საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
დ) კომისია – საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულების საფუძველზე;
ე) დაწესებულება – გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა, რომელშიც ტარდება კონკურსი და/ან ატესტაცია;
ვ) დაწესებულების ხელმძღვანელი – გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
ზ) აღმასრულებელი ორგანოს – გამგეობის მოხელე –,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად განსაზღვრული პირი, გარდა იმ პირებისა რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 52-ე მუხლით.
თავი II
კომისია
მუხლი 3🔗.
კომისიის მიზანი, ამოცანები და ფუნქციები
1. კომისიის საქმიანობის მიზანია დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან კონკურსანტის ან დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან მოხელის შესაბამისობის შეფასება.
2. კომისიის ფუნქციებია:
ა) კონკურსის ან ატესტაციის ჩატარება საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულებით დადგენილი წესით;
ბ) პირის პროფესიული ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურის წარმართვა;
გ) კონკურსის შედეგების მიხედვით, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენა ან წარდგენაზე უარის თქმა;
დ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის/ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა.
მუხლი 4🔗.
კომისიის შემადგენლობა
1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს განკარგულებით ნიშნავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3.საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით.
4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ მოხელეთა პროფესიული კავშირის წევრები და დამოუკიდებელი სპეციალისტები.
5. დამოუკიდებელი სპეციალისტი არ შეიძლება სამსახურებრივად დაკავშირებული იყოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – გამგეობის ორგანოებთან.
6. კომისიის შემადგენლობაში შესაძლებელია, მონაწილეობდნენ ადამიანური რესურსების მართვისთვის პასუხისმგებელი პირები.
7. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისგან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის კომისიის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.
8. პირი არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევა კონკურსის შემთხვევაში და შეფასება ატესტაციის შემთხვევაში.
9. კომისიის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.
10. კომისიის შემადგენლობის კანონთან შესაბამისობის და კონკურსის პრინციპების უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო სამსახურის ბიურო უფლებამოსილია, მოითხოვოს ინფორმაცია კომისიაში მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრისა და დამოუკიდებელი სპეციალისტის მონაწილეობის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა ეცნობოს ბიუროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დარღვევის აღმოჩენისას, ბიურო კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს რეკომენდაციით კომისიის შემადგენლობის კორექტირების თაობაზე.
11. კომისიის წევრი ვალდებულია, კონკურსის ან/და ატესტაციის დაწყებამდე წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის ობიექტურად შეფასებასა და მის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. ასეთ შემთხვევაში კომისიის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს დასახელებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული, კომისიისათვის ცნობილი გახდება კონკურსის ან/და ატესტაციის მიმდინარეობისას, კომისიის შესაბამისი წევრის მიერ გაკეთებული შეფასებები არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
მუხლი 5🔗.
კომისიის მუშაობის წესი
1. კომისიის მუშაობის წესს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულებიდან გამომდინარე.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა უბრალო უმრავლესობით. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
მუხლი 6🔗.
საპრეტენზიო კომისია
1. კონკურსისა ან/და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, კონკურსის ჩატარებისთვის პასუხისმგებელი დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, შესაძლებელია შეიქმნეს საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეული პირები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის ან/და ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში.
4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9. კონკურსის შემთხვევაში პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 (სამი) დღეში. მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
10. ატესტაციის შემთხვევაში მოხელეს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება 3 (სამი) დღეში, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
11. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
მუხლი 7🔗.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო
1. კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია შექმნას კომისიის სამდივნო (შემდგომში–სამდივნო).
2. სამდივნო კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და ეფექტური წარმართვის მიზნით:
ა) უზრუნველყოფს კონკურსსა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
ბ) ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას, ადგენს კომისიის სხდომების ოქმებსა და კომისიის თავმჯდომარის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტების პროექტებს;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრების ცალკეულ დავალებებს;
დ) უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვას და სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზის შექმნას.
3. კონკურსის ან ატესტაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას.
თავი III
კონკურსი
მუხლი 8🔗.
კონკურსის მიზნები და ამოცანები
1. კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
2. კონკურსის ამოცანები:
ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევისა და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციისა და უნარ-ჩვევების შეფასება;
დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
მუხლი 9🔗.
კონკურსის გამოცხადება
1. საჯარო კონკურსს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით, აცხადებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2. დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისია უზრუნველყოფს ვაკანტური თანამდებობისთვის შეტყობინების მომზადებას, რომელიც ვრცელდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. ასევე შესაძლებელია განთავსდეს დაწესებულების ვებგვერდზე, სოციალური ქსელებსა და ბეჭდვით ორგანოებში.
3. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს გარდაბნის მუნიციპალიტეტი.
4. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) დაწესებულებისა და კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობის დასახელებას;
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;
გ) შესასრულებელ სამუშაოს;
დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას;
ვ) კომისიის მისამართს;
ზ) კონკურსის ეტაპებს;
თ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას;
ი) კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმას;
კ) დაწესებულების გადაწყვეტილებით შესაძლებელია აისახოს სხვა ინფორმაციაც.
მუხლი 10🔗.
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა
1. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
2. შეტყობინების გამოქვეყნებიდან კანდიდატს ეძლევა არანაკლებ ათდღიანი ვადა განცხადების წარსადგენად.
3. კანდიდატი უფლებამოსილია განცხადებაში შეიტანოს ცვლილება დამსაქმებლის მიერ განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.
4. კანდიდატს უფლება აქვს ერთსა და იმავე პერიოდში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს ხუთ ვაკანსიაზე.
მუხლი 11🔗.
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირი
1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც:
ა) ქმედუნარიანია – არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება მისი შეზღუდულ ქმედუნარიან პირად ან ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ;
ბ) ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;
გ) მიაღწია 18 წლის ასაკს;
დ) აქვს საშუალო განათლება მაინც (თუ საკვალიფიკაციო მოთხოვნით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული).
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – გამგეობის მოხელის თანამდებობაზე დანიშნულ პირს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
მუხლი 12🔗.
კონკურსის ჩატარების პროცედურა
1. კონკურსს ატარებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2. კონკურსი მოცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) განცხადების გადარჩევა;
ბ) ტესტირება;
გ) გასაუბრება.
3. კონკურსის და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 13🔗.
განცხადების გადარჩევა
1. განცხადების გადარჩევა წარმოადგენს პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით და სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმებას.
2. კომისიის დავალებით და მასთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განცხადების გადარჩევა უზრუნველყოს კომისიის სამდივნომ, რაც დასტურდება კომისიის სხდომის ოქმით და კომისიის წევრების ხელმოწერით.
მუხლი 14🔗.
ტესტირება
1. ტესტირება მოიცავს სსიპ ,,საჯარო სამსახურის ბიუროს" უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანებით დამტკიცებულ თემატიკას.
2. ტესტირების გადასალახად აუცილებელ ქულათა მინიმალურ ზღვრულ ოდენობას ადგენს დაწესებულების ხელმძღვანელი (50%-75%) და აცნობებს კომისიას.
3. დადებითი შეფასების მისაღებად და შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატმა უნდა დააგროვოს კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი).
მუხლი 15🔗.
გასაუბრება
1. კომისიას კანდიდატებთან გასაუბრებისას უფლება აქვს გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
2. კანდიდატთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
3. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან გასაუბრების შედეგების შესაფასებლად გამოიყენონ წინამდებარე დადგენილების №2 დანართში მოცემული შეფასების სქემა.
მუხლი 16🔗.
კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა და კონკურსის შედეგები
1. კომისია კანდიდატების მიერ ყველა ეტაპის გავლის შემდეგ სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად.
2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დასანიშნი პირის აზრს.
3. კონკურსის შედეგების მიხედვით ქულათა სისტემით ან კომისიის წევრთა ინდივიდუალური შეფასებებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობასთან დაკავშირებით იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:
ა) დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს;
ბ) უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
4. კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
5. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
6. კომისია, კონკურსის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში, ბიუროში წარადგენს ინფორმაციას ჩატარებული კონკურსის შესახებ: ვაკანტური თანამდებობების დასახელების, შესული განცხადებების რაოდენობის, კონკურსის ეტაპების, პროცედურებისა და კონკურსის შედეგების მითითებით.
მუხლი 17🔗.
კონკურსის შედეგების გასაჩივრება
1. პირს უფლება აქვს, კონკურსის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში, ხოლო შემდეგ – სასამართლოში.
2. კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული დავა, შესაძლებელია გადაწყდეს ადმინისტრაციული წესით, უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით.
თავი IV
მოხელის ატესტაცია
მუხლი 18🔗.
ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1. ატესტაციას ექვემდებარება:
ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავოს.
2. ატესტაციას არ ექვემდებარება მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.
3. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა 6 (ექვსი) თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება მომავალ წელს ატესტაციას.
4. მოხელე, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ატესტაციას ექვემდებარება შემდგომ წელს.
მუხლი 19🔗.
ატესტაციის მიზნები
ატესტაციის მიზანია:
ა) მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან;
ბ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება;
გ) საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
დ) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;
ე) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;
ვ) მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება.
მუხლი 20🔗.
ატესტაციის ჩატარების დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ, ასევე, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და ფორმა ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს და საჯარო სამსახურის ბიუროს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 21🔗.
ატესტაციის ჩატარების პროცედურა
1. ატესტაციას ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი წარადგენს დახასიათებას - დანართი №3. წინასწარ განსაზღვრულ ფორმას ავსებს და წარადგენს ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ სტრუქტურული ქვედანაყოფში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელეც.
3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
4. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
5. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით: სხვადასხვა სახის ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება.
6. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, შესაბამისი შეფასების ფორმულარებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას (გარდა ტესტირების ეტაპისა) მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისია, დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
7. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
8. ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს.
9. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, ატესტაციას დაქვემდებარებული პირი მიიღებს ამ დებულების 23-ე მუხლის მესამე პუნქტის „დ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.
მუხლი 22🔗.
მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. მოხელის შეფასება ხდება ქულათა სისტემით.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, ატესტაციას დაქვემდებარებული პირის დაუსწრებლად, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა. საჭიროების შემთხვევაში კომისია ისმენს მოხელისა და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს.
3. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:
ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ)მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას.
4. საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და წარუდგენს დაწესებულების ხელმძღვანელს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ.
მუხლი 23🔗.
ატესტაციის შედეგები
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს წინამდებარე დადგენილების №4 დანართით განსაზღვრულ საატესტაციო ფურცელში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. საატესტაციო ფურცელი ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის პირად საქმეს.
3. მოხელე საატესტაციო ფურცლის შევსებიდან ორ დღეში ეცნობა და ხელს აწერს მას.
4. კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, დაწესებულების ხელმძღვანელი ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში მოხელის პირად საქმეში ასახვით, შესაბამისად, იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:
ა) მოხელისთვის სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭება/ჩამორთმევა;
ბ) მოხელის დაწინაურება ან დაქვეითება;
გ) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლება;
დ) მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება;
ე) მოხელის მიმართ ატესტაციის შედეგის პირად საქმეში ასახვის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას).
5. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობის დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, დამნიშვნელ პირს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.
6. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს მოახსენებს და საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგენს ინფორმაციას ატესტაციის პროცესის დასრულებიდან (კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში.
მუხლი 24🔗.
ატესტაციის შედეგების გასაჩივრება
1. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს, ატესტაციის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში, ხოლო შემდეგ – სასამართლოში.
2. ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული დავა, შესაძლებელია გადაწყდეს ადმინისტრაციული წესით, უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით.
დანართი №2
კანდიდატთა პროფესიული უნარების შეფასების
(ფორმა )
1.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შესარჩევი კონკურსი
(თანამდებობის დასახელება)
;
2.
№
კანდიდატის
სახელი და გვარი
პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება
შემფასებლის კომენტარი
სუსტი
0–50 ქულა
საშუალო
50–75 ქულა
ძლიერი
75–100 ქულა
1
2
3
4
5
შენიშვნა: შეფასების ქულათა გამოყენების შემთხვევაში იწერება შესაბამისი ქულები
შემფასებლის სახელი, გვარი: ––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დანართი №3
მოხელის დახასიათება
(ფორმა)
1.
სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაკავებული თანამდებობა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება
2.
პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები
დადებითი და უარყოფითი მხარეები
წახალისება
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების,
სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ
ხელმოწერა –––––––––––––––––––––
თარიღი –––––––––––––––––––––––
დანართი №4
საატესტაციო ფურცელი
(ფორმა)
1.
მოხელის სახელი, გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის თარიღი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის თარიღი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2.
განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა, ხარისხი)
შრომის საერთო სტაჟი (მათ შორის საჯარო სამსახურში)
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია
შენიშვნა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თარიღი ––––––––––––––––––––––––
კომისიის თავმჯდომარე ––––––––––––––––––––––
კომისიის წევრები: