დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.10.2014
ძალის დაკარგვა 20.04.2018
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016190
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,700 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.10.2014 მიღება
20.04.2018 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
ქონება
დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის, მის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და 100 %-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის ბალანსზე რიცხული ქონება.
მუხლი 2
ჩამოსაწერი ქონება
ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება.
მუხლი 2
დაწესებულება
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან მის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და მუნიციპალიტეტის 100 %-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი.
მუხლი 2
საინვენტარიზაციო კომისია
ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (6)
1 2
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ძირითადი აქტივების დასახელება
% ლარი
დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენტის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №54 2014 წლის 27 ოქტომბერი ქ. დედოფლისწყარო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის   „ე.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი თანდართული დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30.05.2014 წლის №12 დადგენილება ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიად ჯავახიშვილი დანართი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და მუნიციპალიტეტის 100 %-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ქონება – დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის, მის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და 100 %-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის ბალანსზე რიცხული ქონება.  2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება.  3. დაწესებულება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან მის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და მუნიციპალიტეტის 100 %-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი. 4. დაწესებულების ხელმძღვანელი - მუნიციპალიტეტის გამგებელი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და მუნიციპალიტეტის 100 %-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელი.  5. საინვენტარიზაციო კომისია – ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია. მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის ჩატარება 1. დაწესებულებაში (რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებიდან) ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად.         2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ძირითადი საშუალებების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. მუხლი 4🔗. საინვეტარიზაციო კომისია 1.  საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება შესაბამისი  დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. კომისია ხელმძღვანელობს „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით. 3.  კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ ხუთი წევრისაგან. მათ შორის: თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის, ბუღალტრის (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და სხვა წევრებისაგან. 4.  საჭიროების შემთხვევაში კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეული იქნენ დარგის სპეციალისტები (აუდიტორი ან შესაბამისი ექსპერტი). 5.  კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 6.    კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით ინვენტარიზაციის ჩატარება დაუშვებელია. 7. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობისას ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის ამ წესის თანდართულ ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (ფორმა №1 ან №2) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტს (ფორმა №3) თითოეულ ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. მუხლი 5🔗. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერის წესი 1. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლუატაციისათვის გამოუყენებელი (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ - ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ამ წესზე თანდართული ტიპური აქტების ფორმის შესაბამისად (დანართი №2, დანართი №3) და საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (დანართი №4) და წარუდგენს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს. 2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს. 3. გამგებელი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო - მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, რის შემდეგაც იგი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ირებს გადაწყვეტილებას და ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ აქტებს. 4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტო მასალა. 5. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა. 6. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით კომისიის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად. მუხლი 6🔗. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვა 1.  ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, გამგებლის ბრძანების საფუძველზე  ექვემდებარება  განადგურებას. 2.  ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან საინვენტარიზაციო კომისიის წევრები. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება. 4.   ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში. 5.  ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები. 6.     ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ. 7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი. მუხლი 7🔗. ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების რეალიზება ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8🔗. ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგების გამოსათვლელად ივსება ფორმა №4 რომელსაც ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი. მუხლი 9🔗. მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის განსაკუთრებული წესი ამ წესის  მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული, ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტების (ფორმა № 1  და/ან ფორმა № 2) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტების (ფორმა № 3) შევსების წესი არ ვრცელდება მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის შემთხვევაზე. მუხლი 10🔗. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის წესი 1. თვითმმართველი ერთეულის – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ძირითადი ქონების ჩამოწერის საკითხს იურიდიული პირის ხელმძღვანელის წარდგინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის გამგებელი თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების მომართვის საფუძველზე. მომართვას თან უნდა ერთვოდეს  კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები. 3. დოკუმენტაციაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა. 4. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი. 5. თვითმმართველი ერთეულის – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს (გარდა ძირითადი ქონებისა), ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი. 6. ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი.  7. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ფორმა №1 ჩამოსაწერი ძირითადი აქტივის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი 20 წლის-----------------------------------------------------------მდგომარეობით მესაკუთრის, ბალანსმფლობელის დასახელება -------------------------------------------------------------------------------------- № ძირითა დი საშუალე ბის დასახე ლება ექსპლუა ტაციაში შესვლის წელი ექსპლუა ტაციაში ყოფნის ვადა ღირებუ ლება გადაფა სებამდე (ლარი) ბუღალ ტრული ცვეთა გადაფა სებამდე ფიზიკუ რი ცვეთა გადაფა სებამდე ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამ დე (ლარი) გრ.5-გრ.9) გადაფასების კოეფი ციენტი საქართ ველოს პრეზიდენ ტის 09.06.1997 წ. №295 ბრძანებუ ლების საფუძველზე ღირებუ ლება გადაფა სების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფა სების შემდეგ (ლარი) საამორტი ზაციო ანარიც ხის ნორმა ძირითა დი ფონდის სრულ აღდგენა ზე         ფაქტობრივი ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება % ლარი % ლარი ბუღალ ტრული ცვეთის % საბოლოო ფაქტობ რივი მდგომა რეობით % საბოლოო ბუღალ ტრული მდგომა რეობით % ლარი ლარი აშშ დოლა რი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20       კომისიის წევრები:             1                                                       2                                                       3                                                       4                                                       5 შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1998 წლის 1 იანვრის შემდეგ, გრ. 5-დან გრ.11-ის ჩათვლით არ ივსება. ფორმა №2 ჩამოსაწერი ძირითადი აქტივის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი 20 წლის-----------------------------------------------------------მდგომარეობით მესაკუთრის, ბალანსმფლობელის დასახელება-------------------------------------------------------------------------- № ძირი თადი საშუა ლების დასახელება ექსპლუა ტაციაში შესვლის წელი ექსპლუა ტაციაში ყოფნის ვადა ღირებუ ლება გადაფა სებამდე (ლარი) ბუღალ ტრული ცვეთა გადაფასე ბამდე ფიზიკუ რი ცვეთა გადაფასე ბამდე ნარჩენი საბალა ნსო ღირებუ ლება გადაფასე ბამდე (ლარი) გრ.5-გრ.9) გადაფასე   ბის კოეფიცი  ენტი საქართვე  ლოს პრეზიდე ნტის 09.06.1997 წ. №295 ბრძანებუ ლების საფუძვე ლზე ღირებუ ლება გადაფა სების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფა სების შემდეგ (ლარი) საამორტი ზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე          ფაქტობრივი ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება % ლარი % ლარი ბუღალ ტრული ცვეთის % საბოლოო ფაქტობრი ვი მდგომა რეობით % საბოლოო ბუღალტ რული მდგომა რეობით % ლარი ლარი აშშ დოლა რი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 კომისიის წევრები                        1                                                       2                                                       3                                                       4                                                        5       შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1998 წლის 1 იანვრის შემდეგ, გრ.5-დან გრ.11-ის ჩათვლით არ ივსება. ფორმა №3                                  ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი 20 წლის ---------------------------------- მესაკუთრის, ბალანსმფლობელის დასახელება--------------------------------------------------------- № ძირითადი აქტივების დასახელება ექსპლუა  ტაციაში შესვლის წელი საწყისი საბალანსო ღირებულება. გადაფასებამ  დე ცვეთა გადაფასება  მდე გადაფასების კოეფიციენტი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ /ლარი/ ცვეთა გადაფასების მერე /ლარი/ ნარჩენი საბალანსო ღირებულება /ლარი/ შენიშვნა % ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 2 3 4 5 6 კომისიის შემადგენლობა:--------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შექმნილი 20 წლის ---- ------------------ № ------- ბრძანების საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა ------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე: 1. ექსპლუატაციაში შესვლის / გამოშვების/ წელი ------------------------------------- 2. საწყისი საბალანსო ღირებულება ------------------------------------------------------- 3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი ა) ---------------------------- ბ) ---------------------------- გ) --------------------------------------                                                 კომისიის დასკვნა   ------------------------------------------------------------                                                 კომისიის წევრები: 1 ----------------------------------------------------------                                                                                           2 ----------------------------------------------------------                                                                                           3 ---------------------------------------------------------                                                                                           4 ----------------------------------------------------------                                                                                           5 ----------------------------------------------------------                                           ვამტკიცებ: დაწესებულების ხელმძღვანელი: ბ.ა. ფორმა №4                    ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული დოკუმენტის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი თანხა ლარი დოკუმენტაციის დასახელება ფასეულობათა სახეები რაოდენობა თანხა (ლარი) 1 2 3 4 5 6 7 ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა --------------: (..........................................................) ლიკვიდაციის შედეგი ........................................................................................................... 20 წ. ----- ------------------------------ კომისიის თავმჯდომარე: თავმჯდომარის მოადგილე: ბუღალტერი:  კომისიის წევრები: ვამტკიცებ: დაწესებულების ხელმძღვანელი:        ბ.ა.