ქობულეთის Mმუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.10.2014
ძალის დაკარგვა 03.09.2015
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.131.016131
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე | ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საკრებულოს წევრის სახელი, გვარი |
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის Mმუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დადგენილება №19
2014 წლის 28 ოქტომბერი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების სხდომების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი დავალებების შესასრულებლად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს მიეცეთ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ყოველთვიური ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო საკრებულოს ბიუროს წევრებისათვის 230 (ორასოცდაათი) ლარი. ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი” თანახმად №1 და №2 დანართებისა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე
დანართი №1
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
წევრის საქმიანობის განხორციელებასთან ხარჯების
ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად და საკრებულოს წევრის სხვა უფლებამოსილების განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საქმიანობის განხორციელებასთან ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა ყოველთვიურად შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს, ხოლო საკრებულოს ბიუროს წევრებისათვის 230 (ორასოცდაათი) ლარს.
მუხლი 3🔗
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას ყოველი თვის 20 რიცხვში წარუდეგნს საკრებულოს თავმჯდომარეს თანახმად №2 დანართისა.
მუხლი 4🔗
საკრებულოს თავმჯდომარე წარდგენილი უფლებამოსილების გაწეული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას (№2 დანართისა) ცვლილებებით ან უცვლელად ამტკიცებს და გადასცემს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურს, რომელიც შემდგომ ახდენს ნუსხის მიხედვით ანაზღაურებას.
მუხლი 5🔗
ამ წესში ცვლილებები ან და დამატებები შესაძლებელია განხორციელდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
დანართი №2
საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან
დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
ვამტკიცებ:
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
(სახელი, გვარი, ხელმოწერა)
-----------------------------------------------------
განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას
(20—წელი -------------------------თვე)
№
საკრებულოს წევრის სახელი, გვარი
მისაღები თანხის რაოდენობა
.