,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.109.016130
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2014 წლის 28 ოქტომბერი

ქ. მარტვილი

 

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართვლოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" მარტვილის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებაში  (საქართველოს  საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge)  10.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016109) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება და დამატება.

1. კერძოდ, დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს სიტყვები

,,საშტატო ნუსხა“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის დებულებასა და საშტატო ნუსხას, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;”

2.დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ.ვ" ქვეპუნქტს დაემატოს სიტყვები ,,ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.ვ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვის გეგმას, ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით;”

3.დებულების მე-7 მუხლის  მე-3 პუნქტის ,,ე“ პუნქტს დაემატოს ,,ე.ლ“ და ,,ე.მ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,ე.ლ) გასცემს მშენებლობის ნებართვებს;

ე.მ) გასცემს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვებს.”

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.10.2014.
როდის იქნა მიღებული „,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 28.10.2014. მიმღები ორგანო — მარტვილის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №38. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.109.016130.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.10.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №38, 28.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016130 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2557507/