საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 23.10.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1897
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017903
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/11/2014
matsne.gov.ge 212 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 11.10.2017 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ სსიპ − იუსტიციის სახლის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 27.12.2017 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 27.12.2017 შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 84% 30.06.2017 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 83% 11.10.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №1897 2014 წლის 23 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, 2014 წლის 29-30 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის ინიციატივით გასამართი „საქართველო რეგიონული ცენტრი და აზიის დამაკავშირებელი ევროპასთან“ საინვესტიციო ფორუმის ჩატარებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებითა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. პრემიერ-მინისტრი                                                                                                   ი. ღარიბაშვილი