საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1898
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017904
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1898

2014 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე- 3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისშესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სარეკლამო-საინფორმაციო მასალების დამზადების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სარეკლამო-საინფორმაციო მასალების განთავსების, სხვადასხვა სახის პროდუქციის ბეჭდვის, პრეზენტაციების და ღონისძიებებისორგანიზებ ის მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,  ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26  აგვისტოს №1475 განკარგულება. 

3. განკარგულება ძალაშია 2014 წლის 15 ოქტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                         ი . ღარიბაშვილი