„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
მიღების თარიღი 21.10.2014
ძალაში შესვლა 21.10.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №15-37
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016292
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით ირაკლი გვარამაძე | ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის სახელით დაინორას ბრადაუსკასი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ წინასწარი მონაცემების გაცვლის ორგანიზების შესახებ“ ოქმი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს შორის საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიებზე მოძრავი სატვირთო მანქანებისათვის ელექტრონული ლუქების შემოღებისა და ელექტრონულლუქიანი სატვირთო მანქანების ტრანსპორტირების პირობების შესახებ“ ოქმი ოქმი საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ 2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების შესახებ“ საიმპლემენტაციო ოქმი
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია (შემდგომში წოდებული როგორც „მხარეები“),
აცნობიერებენ რა, ტექნიკური თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ეფექტურობას, საგადასახადო კანონმდებლობის ურთიერთგაგების, მენეჯმენტისა და პრაქტიკის გაუმჯობესების საკითხებში,
სურთ რა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და ლიტვის საგადასახადო ორგანოებს შორის საგადასახადო ინფორმაციის გაცვლას,
თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები ითანამშრომლებენ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთარ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობისა და იმ საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, რომელთა მონაწილეებიც არიან მათი სახელმწიფოები.
მუხლი 2🔗
მხარეები ითანამშრომლებენ საგადასახადო სფეროში ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, კერძოდ, შემდეგ საკითხებში:
1) გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაცია და აღრიცხვის წარმოება;
2) გადასახადების ადმინისტრირება;
3) გადასახადების გადახდისგან თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლა;
4) ელექტრონული საგადასახადო დეკლარაციების გამოყენება;
5) გადასახადის გადამხდელთა მომსახურება;
6) პერსონალის მომზადება და განვითარება;
7) ინფორმაციის გაცვლა;
8) ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.
მუხლი 3🔗
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში გაცვალონ:
1) დოკუმენტაცია (ინსტრუქციები, მეთოდოლოგიური მასალა, საინფორმაციო ბიულეტენები), საგადასახადო კანონმდებლობა;
2) დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ინფორმაცია.
მხარეები შეთანხმდნენ:
1) მოაწყონ წამყვან ექსპერტთა შეხვედრები, მათ შორის, კონსულტაციის მიზნით;
2) ერთობლივად მოიწვიონ ექსპერტები სემინარებში, კონფერენციებში, ლექციებსა და ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად;
3) გამართონ დაბეგვრის პროცედურების გაუმჯობესების თაობაზე სასწავლო კურსები.
მუხლი 4🔗
წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული თანამშრომლობის დაფინანსება უნდა მოხდეს შემდეგი პრინციპით: გამგზავნი მხარე ფარავს მასპინძელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე თავისი წარმომადგენლების ყოფნასთან დაკავშირებულ ხარჯებს. ერთობლივი საქმიანობის დასაფინანსებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ევროკავშირის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსები.
მუხლი 5🔗
ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, მათ შორის, დოკუმენტაციის გაცვლა და ინფორმაციით სარგებლობა, რეგულირდება თითოეული მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობით და მისი გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა საერთო თანხმობის საფუძველზე.
მუხლი 6🔗
მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, შეთანხმებაში შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები ცალკეული დოკუმენტის გაფორმების გზით, რომელიც წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილია და ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-8 მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 7🔗
წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა ან განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეუთანხმებლობა უნდა მოგვარდეს მხარეთა შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებისა გზით.
მუხლი 8🔗
წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, მეორე მხარისათვის დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმება წყვეტს მოქმედებას შეტყობინების მიღებიდან ექვსი (6) თვის გასვლის შემდეგ.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2014 წლის 21 ოქტომბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ლიტვურ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. შეთანხმების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა, ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით
ირაკლი გვარამაძე
ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის სახელით
დაინორას ბრადაუსკასი