„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 21.10.2014
ძალაში შესვლა 21.10.2014
გამომცემი ორგანო საქართველოში: საქართველოს შემოსავლების სამსახური გორგასლის ქ. 16 0114 თბილისი, საქართველო
ნომერი №15-38
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016291
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2014
matsne.gov.ge 1,914 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.10.2014 მიღება
21.10.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
საქართველოში: საქართველოს შემოსავლების სამსახური გორგასლის ქ. 16 0114 თბილისი, საქართველო ლიტვაში: ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადასახდო ინსპექცია Vasario 16-osios street 14, LT-01514, Vilnius, Lithuania
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით             ირაკლი გვარამაძე ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადსახადო ინსპექციის სახელით           დაინორას ბრადაუსკასი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურს შორის საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით     გიორგი თაბუაშვილი გენერალური დირექტორი 95% 29.09.2015 საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით   ირაკლი გვარამაძე შემოსავლების სამსახურის უფროსი 94% 16.03.2014 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ წინასწარი მონაცემების გაცვლის ორგანიზების შესახებ“ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 20.09.2022 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 23.06.2015 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს შორის სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების წინასწარი ელექტრონული მონაცემების გაცვლის თაობაზე“ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93%

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მხარეები“), თანხმდებიან გააფორმონ შეთანხმება საგადასახადო საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ „საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ 2003 წლის 11 სექტემბრის შეთანხმების (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „შეთანხმება“) 27-ე მუხლის „ინფორმაციის გაცვლა“ შესაბამისად; შეთანხმდნენ შემდეგნაირად: მუხლი 1🔗. შეთანხმების საგანი წინამდებარე შეთანხმების საგანს წარმოადგენს საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლაზე კომპეტენტურ ორგანოებს (განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების მე-12 მუხლში) შორის ადმინისტრაციული თანამშრომლობა, შეთანხმების 27-ე მუხლის „ინფორმაციის გაცვლა“ შესაბამისად. წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, მხარეებს შორის თანამშრომლობა განხორციელდება მათი სახელმწიფო კანონმდებლობისა და შეთანხმების შესაბამისად. მუხლი 2🔗. თანამშრომლობის ფორმები წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, კომპეტენტური ორგანოები გაცვლიან ინფორმაციას შემდეგი ფორმებით: -   ინფორმაციის ავტომატურად მიწოდება (წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლი); -  ინფორმაციის სპონტანურად მიწოდება (წინამდებარე შეთანხმების მე-5 მუხლი); -   ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე მიწოდება (წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლი); -  ერთდროული საგადსახადო შემოწმების ჩატარება და საგადასახადო შემოწმებებზე დასწრება (წინამდებარე შეთანხმების მე-7 დ ამე-8 მუხლები); -  ინფორმაციის გაცვლა ეროვნული საგადასახადო სისტემის შესახებ, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ; და -  შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის სხვა ფორმები, რაც წერილობით იქნება შეთანხმებული ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შორის. მუხლი 3🔗. ინფორმაციის ავტომატურად გაცვლა ყოველი კალენდარული წლის ბოლოს, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო კალენდარული წლის მეორე კვარტალის დასასრულისა, თითოეული სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ვალდებულია მეორე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, თავისი სახელმწიფო საგადსახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველგვარი სპეციალური მოთხოვნის გარეშე, ავტომატურად მიაწოდოს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: a)  ხელფასები, გასამრჯელო, პენსიები და სხვა სახის ანაზღაურებები, რომელიც განსაზღვრულია შეთანხმების მე-15, მე-18 და მე-19 მუხლებით; b)   დივიდენდები, რომელიც განსაზღვრულია შეთანხმების მე-10 მუხლით; c)  პროცენტი, რომელიც განსაზღვრულია შეთანხმების მე-11 მუხლით; d)   როიალტი, რომელიც განსაზღვრულია შეთანხმების მე-12 მუხლით; e)   ქონების გასხვისებიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც განსაზღვრულია შეთანხმების მე-13 მუხლით; f)  შემოსავალი, რომელიც მოხსენებულია შეთანხმების მე-14, მე-16, მე-17 და 22-ე მუხლებში; g)  უძრავი ქონების მფლობელობა და ინფორმაციას უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც განსაზღვრულია შეთანხმების მე-6 მუხლით. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული ინფორმაცია აღმოჩნდება არასწორი ან არასრული, ინფორმაციის მიმღებმა კომპეტენტურმა ორგანომ, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უნდა აცნობოს ამის თაობაზე მეორე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. იგივე წესი ვრცელდება მიწოდებული ინფორმაციის წაკითხვასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების ან სიძნელეების წარმოშობისას. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის გამგზავნი კომპეტენტური ორგანო დაადგენს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არის არასწორი ან არასრული, ის ვალდებულია შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში გააგზავნოს სწორი ან სრული მონაცემები და აცნობოს მეორე კომპეტენტურ ორგანოს ახალი მონაცემებით ხდება მანამდე მიწოდებული მონაცემების ჩანაცვლება თუ ცვლილება. თუ შეუძლებელია ინფორმაციის ავტომატურად მიწოდება, მისი გაცვლა მოხდა სპონტანურად. მუხლი 4🔗. ინფორმაციის სპონტანურად გაცვლა თითოეული სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ვალდებულია, ყოველგვარი კონკრეტული მოთხოვნის გარეშე, მიაწოდოს მეორე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაცია, რომელიც ეხება მეორე სახელმწიფოს გადასახადის გადამხდელს და რომელიც მნიშვნელოვანია შეთანხმების სათანადოდ აღსრულებისთვის და რომელიც მიიჩნევა სასარგებლოდ მეორე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსათვის. თუ წარმოდგენილი ინფორმაცია იწვევს მიმღებ სახელმწიფოში რაიმე ცვლილებებს დაბეგვრის კუთხით, მეორე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს უნდა ეცნობოს ამის თაობაზე. მუხლი 5🔗. ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე გაცვლა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს დახმარებას გაუწევენ საკუთარი სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად. მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდებაზე უნდა შეიცავდეს შემდეგს: -  მოთხოვნის გამგზავნი კომპეტენტური ორგანოს დასახელებას; -   მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანოს დასახელებას; -   შესამოწმებელი გადასახადის გადამხდელის ვინაობას, მათ შორის, დასახელებას, მისამართს, დაბადების თარიღს ან კომპანიის რეგისტრაციის ნომერს და, არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომერს ორივე სახელმწიფოში, და -  მოთხოვნის შინაარსის მოკლე აღწერას, შემოწმების პერიოდს, გადასახადების სახეობებისა და ნებისმიერი სხვა ისეთ ინფორმაციის მითითებით, რაც საჭირო იქნება იმ ფაქტის დასადგენად, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია, სავარაუდოდ საჭიროა მოთხოვნის გამგზავნი კომპეტენტური ორგანოსათვის. მეორე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსათვის ინფორმაციის მოთხოვნის გაგზავნამდე, უნდა იყოს ამოწურული შიდა საგადასახადო პროცედურებით გათვალისწინებული სპეციფიკური ინფორმაციის მოპოვების რეგულარული საშუალებები. მოთხოვნის მიმღებ კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ინფორმაციის გაცვლის შესახებ მოთხოვნის შესასრულებლად. მოთხოვნის მიმღებმა კომპეტენტურმა ორგანომ უნდა აცნობოს მოთხოვნის გამგზავნ კომპეტენტურ ორგანოს თუ ინფორმაციის მიწოდების შესახებ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია. ინფორმაციის გაცვლის შესახებ მოთხოვნები იგზავნება წერილობითი ფორმით, ფოსტის მეშვეობით, მოთხოვნის შესწავლისა და დამუშავებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის თანხლებით და ერთ-ერთი კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე,  ასევე კომპეტენტური ორგანოს საერთო ელფოსტაზე. მოთხოვნა ინფორმაციის გაცემაზე შესრულებული უნდა იყოს მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანოს მიერ, რაც შეიძლება სწრაფად და თუ ეს შესაძლებელია, მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის ვადაში. მუხლი 6🔗. საგადასახადო შემოწმებებზე დასწრება ერთი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნით, მეორე სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ, თავისი სახელმწიფო საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება ნება დართოს მოთხოვნის გამგზავნი კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენლებს, დაესწრონ მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოებული საგადასახადო შემოწმების შესაბამის ნაწილს. საგადასახადო შემოწმების ჩატარებასთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანოს მიერ. მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ მეორე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს უნდა აცნობოს ყოველი ჩატარებული შემოწმების მონაცემები. კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან აწარმოებენ კონსულტაციებს საქმეების შერჩევისა და საგადასახადო შემოწმებაზე დასწრების პროცედურების განსაზღვრისთვის, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში. კომპეტენტური ორგანოები თანახმა არიან, რომ საგადასახადო შემოწმებაზე დასწრების შედეგად მიღებული ინფორმაცია გაიცვლება ან მოთხოვნის საფუძველზე ან სპონტანურად, კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით, შეთანხმების 27-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 7🔗. ერთდროული საგადასახადო შემოწმება ერთდროული საგადასახადო შემოწმება წარმოადგენს შეთანხმებას კომპეტენტურ ორგანოებს შორის, რათა ერთდროულად და დამოუკიდებლად, თითოეულმა კომპეტენტურმა ორგანომ საკუთარ ტერიტორიაზე განახორციელოს შერჩეული გადასახადის გადამხდელის (გადამხდელების) საგადასახადო საქმეების შემოწმება, რომელთა მიმართაც კომპეტენტურ ორგანოებს გააჩნიათ საერთო ან დაკავშირებული ინტერესი, მათ მიერ ამ გზით მოპოვებული ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით. კომპეტენტურ ორგანოებს მიერ ერთობლივად შესამოწმებელი საქმეების შერჩევისა და შემოწმების წესები და პროცედურები მოცემულია დანართში „A“ და რომელიც არის ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილი. კომპეტენტური ორგანოები თანახმა არიან, რომ ამგვარი შემოწმებების შედეგად  მიღებული ინფორმაცია გაიცვლება ან მოთხოვნის საფუძველზე ან სპონტანურად, კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით, შეთანხმების 27-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 8🔗. ხარჯების ანაზღაურება თითოეული კომპეტენტური ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს საკუთარი თანამშრომლების მიერ გაწეული ხარჯები. კომპეტენტური ორგანოები ვალდებული არიან, აანაზღაურონ ყველა ის ხარჯი, რაც დაკავშირებული იქნება მათ სახელმწიფო ტერიტორიაზე წინამდებარე შეთანხმების პირობების შესრულებასთან. მუხლი 9🔗. ინფორმაციის კონფიდენციალობა კომპეტენტური ორგანოები თანხმდებიან, რომ გაცვლილი ინფორმაციის გამჟღავნება და გამოყენება მოხდება შეთანხმების 27-ე მუხლით დადგენილი პირობების დაცვით და იქნება გამოყენებული მხოლოდ საგადასახადო მიზნებისათვის, როგორც ეს განსაზღვრულია აღნიშნულ მუხლში. მუხლი 10🔗. შეთანხმების განმარტება და გამოყენება ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების გზით. კომპეტენტურ ორგანოებს ექნებათ კავშირი უშუალოდ ერთმანეთთან ამ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მუხლი 11🔗. ენა ნებისმიერი დოკუმენტურად ან ელექტრონულად გაცვლილი ინფორმაცია შედგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. მუხლი 12🔗. კომპეტენტური ორგანოები წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნისათვის კომპეტენტური ორგანოები არიან: საქართველოში: საქართველოს შემოსავლების სამსახური გორგასლის ქ. 16 0114 თბილისი, საქართველო ლიტვაში: ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადასახდო ინსპექცია Vasario 16-osios street 14, LT-01514, Vilnius, Lithuania მუხლი 13🔗. ცვლილებები წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით რა წესითაც აღნიშნული შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 14🔗. ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა წინამდებარე შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, მეორე მხარისათვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. შესრულებულია ქ. თბილისში, 2014 წლის 21 ოქტომბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ლიტვურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით ირაკლი გვარამაძე ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადსახადო ინსპექციის სახელით დაინორას ბრადაუსკასი დანართი A ერთდროული საგადასახადო შემოწმება 1. მიზნები შეთანხმებულია, რომ სხვა მიზნებთან ერთად, ერთდროული შემოწმების მთავარი მიზანია: 1. გადასახადების გადამხდელის სწორი ვალდებულების განსაზღვრა ისეთ შემთხვევებში, როდესაც: a)      ხარჯები განაწილებული ან გადახდილია და მოგების მიკუთვნებულია სხვადასხვა საგადასახადო იურისდიქციის გადასახადის გადამხდელებს შორის ან უფრო ზოგადად, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებს; b) გადასახადების დამალვის აშკარა მეთოდები ან შინაარსისა და ფორმის კოლიზიის მოდელების გამოყენება, კონტროლირებული ფინანსური სქემების, ფასებით მანიპულაციის, ხარჯების გადანაწილების ან გადასახადების შემცირებას შემთხვევები არის გამოვლენილი; c)  არადეკლარირებული შემოსავლის, უკანონო გადახდებისა, და სხვა შემთხევები არის გამოვლენილი, d)  ოპერაციები ხდება საგადასახადო სამოთხეებში და გადასახადებისგან თავის არიდების ან გადასახადების შემცირების სქემები საგადასახადო სამოთხის გამოყენებით არის გამოვლენილი. 2.      ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: a)მრავალეროვნული კომპანიების საქმიანობა, კომპლექსური ოპერაციები, შემოწმების საკითხები და კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის ტენდენციები, რომლებიც შეიძლება იყოს დამახასიათებელი კონკრეტული ინდუსტრიის ან ინდუსტრიული ჯგუფების შემთხვევაში; b)  ხარჯების გადანაწილების ფაქტები; c)  მოგების განაწილების მეთოდები ისეთ სპეციფიკურ სფეროებში, როგორიცაა გლობალური ვაჭრობა (მათ შორის ელექტრონული ვაჭრობა) და ახალი ფინანსური ინსტრუმენტები. 2. საქმეების შერჩევისა და შემოწმების პროცედურა გადასახადის გადამხდელების იდენტიფიცირება ერთდროული შემოწმებებისათვის უნდა მოხდეს ინდივიდუალურად თითოეული სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ. თითოეული კომპეტენტური ორგანო ვალდებულია მეორე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს წერილობით აცნობოს, ქვემოთ აღწერილი შერჩევის კრიტერიუმების გამოყენებით მის მიერ შერჩეული პოტენციური საქმეების შესახებ. კომპეტენტური ორგანო ვალდებულია, შეძლებისდაგვარად, განმარტოს აღნიშნული საქმეების შერჩევის მიზეზები და წარმოადგინოს ინფორმაცია საკუთარი წინადადებების შესახებ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა სათანადო ინფორმაცია და ერთდროული შემოწმებისთვის შერჩეული საქმეების მიმართ არსებული ხანდაზმულების ვადები. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს გადასახადის გადამხდელის (გადამხდელების) დასახელებას, რეგისტრაციის ნომერს (ნომრებს), იურიდიულ მისამართს (მისამართებს) და შესამოწმებელ პერიოდს. თითოეული კომპეტენტური ორგანო საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს კონკრეტულ ერთდროულ შემოწმებაში მონაწილეობის სურვილს. არც ერთ კომპეტენტურ ორგანოს არ გააჩნია მეორე კომპეტენტური ორგანოს მიერ შემოთავაზებულ შემოწმებაში თანამშრომლობის ვალდებულება. მოწვეულმა კომპეტენტურმა ორგანომ რაც შეიძლება მოკლე დროში, თუმცა არაუგვიანეს სამი (3) თვისა,  მეორე მხარეს უნდა დაუდასტუროს შემოწმებაში მონაწილეობაზე თანხმობა ან უარი. იმ შემთხვევაში, თუ კომპეტენტური ორგანო განაცხადებს თანხმობას ერთდროულ შემოწმებაში მონაწილეობაზე, მან წერილობით უნდა დაუდასტუროს საქმის შერჩევა მეორე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს და მიუთითოს ინფორმაცია შესაბამისი გადასახადის გადამხდელის (გადამხდელების), გადასახადებისა და საგადასახდო წლების შესახებ. მან უნდა დანიშნოს საკუთარი წარმომადგენელი, რომელიც თანამდებობრივად პასუხისმგებელი იქნება შემოწმების ხელმძღვანელობასა და კოორდინაციაზე. ამგვარი თანხმობის მიღების შემდეგ, ერთობლივი შემოწმების შემთავაზებელმა კომპეტენტურმა ორგანომ, თავის მხრივ, წერილობითი ფორმით უნდა დანიშნოს საკუთარი წარმომადგენელი. ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს შეთანხმება ერთდროულ შემოწმებაზე, თითოეული სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ მეორე მხარეს ფორმალურად უნდა მოსთხოვოს კონკრეტული ინფორმაციის გაცვლა ან ერთმანეთს სპონტანურად მიაწოდონ ინფორმაცია. კომპეტენტური ორგანოების დანიშნულმა წარმომადგენლებმა უნდა განსაზღვრონ კონკრეტული შერჩეული საქმის შესამოწმებელი ასპექტები და პერიოდები, შემოწმების ვადები და მიდგომები. ისინი კონკრეტული ინფორმაციის გაცვლას დაიწყებენ ოფიციალური წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ან სპონტანურად. ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მოთხოვნილი იყოს აღნიშნულ საქმეებზე, უნდა მოიპოვებოდეს შეთანხმებისა და ორი სახელმწიფოს შესაბამისი საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე. შემოწმებების ფარგლებში ინფორმაციის გაცვლა მოთხოვნის საფუძველზე ან სპონტანურად უნდა განხორციელდეს კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით. 3. შერჩევის კრიტერიუმები ერთობლივი შემოწმებისთვის შეირჩევა ისეთი გადასახადის გადამხდელი (გადამხდელები), რომელიც საქმიანობას ეწევა ორივე სახელმწიფოში, პირდაპირ ან დაკავშირებული საწარმოების ან მუდმივი დაწესებულების ან წარმომადგენლობების მეშვეობით. საქმის შერჩევისას, სხვა ფაქტორებთან ერთად, პირველ რიგში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ფაქტების არსებობა: a)      გადასახადების განზრახ შემცირების ან დამალვის ნიშნები; b)      ერთ-ერთ სახელმწიფოში საგადასახადო კანონით დადგენილი მოთხოვნების არსებითი შეუსრულებლობა; c)      ერთ-ერთი სახელმწიფოსათვის პოტენციური ზიანის მომტანი საერთაშორისო რეგულირებული ოპერაციის ფასებით მანიპულაციის ნიშნები; d)      საერთაშორისო გადასახადების შემცირების სხვა ნიშნები, რაც დამტკიცების შემთხვევაში, დამატებით საგადასახადო შემოსავალს მოუტანს ერთ-ერთ სახელმწიფოს; e)      მონაცემები იმის თაობაზე, რომ გადასახადის გადამხდელის ან მასთან დაკავშირებული გადამხდელების ეკონომიკური მაჩვენებლები დროის გარკვეულ პერიოდში მოსალოდნელზე მნიშვნელოვნად გაუარესებულია, მაგალითად: -         ეკონომიკური შედეგები არ ასახავს შესაბამის მოგებებს გაყიდვებთან, საერთო აქტივებთან შედარებით და სხვა; -         შემთხვევები, როდესაც გადასახადის გადამხდელი მუდმივად აჩვენებს ზარალს, განსაკუთრებით გრძელვადიან ზარალს, და -         შემთხვევები, როდესაც გადასახადის გადამხდელმა, მომგებიანობის მიუხედავად, გადაიხადა მცირე მოცულობის გადასახადი ან საერთოდ არ გადაუხდია გადასახადი კონკრეტულ პერიოდზე; f)       საგადასახადო სამოთხეში განხორციელებული ფინანსური ოპერაციების ფაქტები; ან g)      გარემოებები, როდესაც კომპეტენტური ორგანოები მიიჩნევენ, რომ კონკრეტული საქმე შედის დაინტერესებული საგადსახადო ადმინისტრაციის ინტერესში საერთაშორისო გადასახადების შესრულებისთვის. 4. პერსონალი შემოწმებები უნდა ჩატარდეს ცალ-ცალკე ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ფარგლებში მხოლოდ თითოეული სახელმწიფოს საგადსახადო ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ იმგვარად, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ინფორმაციის გაცვლით მიღებული სარგებელი. დანიშნულ წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია ხორციელდება კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით. 5. შემოწმების დაგეგმვა შემოწმების დაწყებამდე საქმეზე დანიშნული პასუხისმგებელი წარმომადგენელი მეორე სახელმწიფოს შესაბამის წარმომადგენელთან ერთად განიხილავს თითოეული სახელმწიფოს შემოწმების გეგმებს, შესაძლო შესამუშავებელ საკითხებსა და ვადებს. 6. შემოწმების ჩატარება ერთდროული საგადასახადო შემოწმების ჩატარება მოითხოვს თანამშრომლობას თითოეული სახელმწიფოს საგადასახადო ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის, რომლებიც ერთდროულად, თუმცა დამოუკიდებლად, თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში განახორციელებენ გადასახადის გადამხდელის (გადამხდელების) შემოწმებას. ინფორმაციის გაცვლა, - იქნება ის სპონტანური თუ მოთხოვნის საფუძველზე - უნდა განხორციელდეს შეთანხმების 27-ე მუხლის შესაბამისად. 7. შემოწმების შეწყვეტა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომპეტენტური ორგანო გადაწყვეტს, რომ ერთდროული შემოწმება აღარ არის ხელსაყრელი, მას უფლება აქვს შეწყვიტოს შემოწმება მეორე კომპეტენტურ ორგანოსთვის შეტყობინების საფუძველზე. 8. შემოწმების დასრულება შემოწმება დასრულდება თითოეული სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს შორის კოორდინაციისა და კონსულტაციების შემდეგ, თითოეულ სახელმწიფოში მოქმედი პროცედურების შესაბამისად. შემოწმების პერიოდში წამოჭრილი საკითხები ორმაგი დაბეგვრის შესახებ განსაზღვრულია შეთანხმების 26-ე მუხლით „ურთიერთშეთანხმების პროცედურები“.