საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.01.2015
ძალის დაკარგვა 16.09.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/07
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016132
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება
№05/07
2015 წლის 16 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ"
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის N05/67 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე
საქართელოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე - არანაკლებ 2 წლის). აუდიტორის სპეციალობით ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორის სპეციალობით ან საჯარო სექტორში ინსპექტირების განხრით მუშაობის გამოცდილება;
გ) საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ", საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს კანონის "სახელმწიფო ქონების შესახებ", საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს მთავრობის 2010 წლის №1013 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ( Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint ; Microsoft Office Outlook ) ცოდნა;
ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).
მუხლი 2🔗.
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის
დეპარტამენტის
დირექტორის მოადგილე
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის
დეპარტამენტის
დირექტორის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება
(მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე
-არანაკლებ 1 წლის).
აუდიტორის სპეციალობით ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორის სპეციალობით ან საჯარო სექტორში ინსპექტირების განხრით მუშაობის გამოცდილება;
გ) საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ", საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს კანონის "სახელმწიფო ქონების შესახებ", საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს მთავრობის 2010 წლის №1013 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ( Microsoft Office Word; Microsoft Office Excel) ცოდნა;
ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).
მუხლი 3🔗.
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის მთავარი სპეციალისტი (1)
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის მთავარი სპეციალისტი (1) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. აუდიტორის სპეციალობით ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორის სპეციალობით ან საჯარო სექტორში ინსპექტირების განხრით მუშაობის გამოცდილება;
გ)საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ", “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, “საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“, საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" და საქართველოს კანონის" სახელმწიფო ქონების შესახებ" ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint ; Microsoft Office Outlook) ცოდნა;
ე) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
მუხლი 4🔗.
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპრატამენტის სპეციალისტი
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპრატამენტის სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის გამოცდილება ეკონომიკურ სფეროში;
გ)საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ", “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, “საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“, საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" და საქართველოს კანონის"სახელმწიფო ქონების შესახებ" ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint ; Microsoft Office Outlook) ცოდნა;
ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).