განჩინება სს „ელიტ ელექტრონიქსის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/7172-09
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/7172-09

 

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2014 წლი 29 ოქტომბერი

. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა სს „ელიტ ელექტრონიქსის“კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი

:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე  სს „ელიტ ელექტრონიქსის“მიმართ.  

სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნ ე ს სს „ელიტ ელექტრონიქსის“კრედიტორთა კრება დაგვიანებით წარმოდგენილ მოთხოვნათა განხილვის მიზნით.       

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

:

 

1. მოწვეულ იქნ ე ს სს „ელიტ ელექტრონიქსის“კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

 1.1. დაგვიანებით წარმოდგენილ მოთხოვნათა განხილვა.

2.  კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნ ე ს 2014 წლის 12 ნოემბერს 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

3. დაევალოს სს „ელიტ ელექტრონიქსის“რეაბილიტაციის მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                  ლ. ქოჩიაშვილი