„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2518
სარეგისტრაციო კოდი
010170000.22.029.016267
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/11/2014

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №2518

2014 წლის 31 ოქტომბერიო

ქ. თბილისი

 

 

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში (ვებგვერდი, 15/08/2013, 010170000.22.029.016059) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა (შემდგომში-დევნილთა) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდეს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ - დანართი №1.“

2. ბრძანების პირველი მუხლის, პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში“ (შემდგომში - წესი) (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა - დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“

ბ) წესის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სამიზნე (დასახური) ობიექტი - მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობი (ყოფილი დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი), რომელიც: ავარიულია და საფრთხეს უქმნის იქ მაცხოვრებელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, წარმოადგენს კერძო საკუთრებას და მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას, სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტების ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს, რომელიც დღეის მდგომარეობით არ არის და არც შეიძლება იყოს ადაპტირებული საცხოვრებელ ფართებად;“

გ) წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სამინისტრო, მისი ტერიტორიულ ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ ვადა, კონკრეტულ ობიექტზე განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების კონკრეტული პროექტის ფარგლებში, მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს  წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.“

დ) წესის მე-3 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს:

ა) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღების განყოფილება ახდენს გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა  განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღების განყოფილების თანამშრომლის მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული განყოფილების თანამშრომლი, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ ან დანართი №21 - „საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ და დანართი №3 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთვოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ბ) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილება ახდენს, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე, თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების მეშვეობით. თუ აღნიშნული განყოფილების მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დევნილთა დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინასწარი შეფასების დასრულების შემდგომ, დეპარტამენტი, წინასწარი შედეგების სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.mra.gov.ge) გამოქვეყნების მიზნით, წინასწარი შეფასების შედეგებს გადასცემს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს უფლება აქვთ სამინისტროში დამატებით წარმოადგინონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებული ქულებზე.

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილება, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ახდენს მინიჭებული ქულების კორექტირებას.

ე) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილებამ.

ვ) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილება ახდენს, ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად კომისიის მიერ გადმოცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და შესაბამისი მონიტორინგის ფორმის შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული განყოფილების შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილების თანამშრომელს უფლება აქვს, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების მიერ დევნილი ოჯახისათვის მინიჭებული ქულა (ქულები) გაზარდოს, მხოლოდ დევნილი ოჯახის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული განყოფილების მიერ გადამოწმების საფუძველზე  აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

8. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოები ეხმარებიან დეპარტამენტს განაცხადების მიღებაში, დამუშავებასა  და მონაცემების მოძიება-გადამოწმებაში. ტერიტორიული ორგანოების მიერ განაცხადების მიღებისა და მასზე თანდართული კითხვარის შევსების, ასევე მონაცემების მოძიება-გადამოწმების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ განაცხადსა და მონიტორინგის ფორმას სამინისტროს მხრიდან ხელს აწერს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოხელე/მოხელეები, რომლებიც განისაზღვრებიან მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.“

ე) წესის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. დევნილ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებები დაკმაყოფილდა ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული საცხოვრებელი ფართები სადარბაზოებისა და სართულების მიხედვით გაუნაწილდებათ,  დეპარტამენტის ან შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ ჩატარებული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, დეპარტამენტის ან შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ, შესაძლებელია საცხოვრებელი ფართი დევნილ ოჯახს გადაეცეს კენჭისყრაში მონაწილეობის გარეშე.“

ვ) წესის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტ(ებ)ის შესაბამისად, დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შეთავაზებისას, კომისიამ, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა გაითვალისწინოს დევნილთა ადგილობრივი განსახლების აუცილებლობა, რათა მოხდეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა დევნილი ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელთან იმ მანძილზე, რომელიც უზრუნველყოფს უკვე არსებული სოციალური კავშირებისა და შემოსავლის წყაროების შენარჩუნებას. გარდა  კრიტერიუმების შესაბამისი ქულებით დევნილი ოჯახის შეფასებისა, ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულ დევნილ ოჯახს ასევე ენიჭება დამატებით 2 ქულა, თუ იგი შეავსებს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულ(ებ)ში არსებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის ფარგლებში, გარდა ქ. თბილისისა.“

3. ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის ფორმა - დანართი №3 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის ფორმა - დანართი №3-ის შესაბამისად.

4. ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ - დანართი №4 და „სოციალური კრიტერიუმი“ - დანართი N5 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ - დანართი №4-სა და „სოციალური კრიტერიუმი“ - დანართი №5-ის შესაბამისად.

5. ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ - დანართი N6 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული „გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ - დანართი №6-ის შესაბამისად.

6. ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების“ (დანართი №7) მე-5 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

1. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

2. კომისიის მიერ განხილული საკითხის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა რაოდენობის თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, განხილულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

3. კომისიის სხდომის მიმდინარეობა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.

4. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია წარედგინება მინისტრს.

5. მინისტრი უფლებამოსილია გააუქმოს კომისიის მიერ მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებები.

6. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას, მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოფენ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი კომპეტენციისა და უფლებამოსილებების ფარგლებში.

7. კომისიის გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე დევნილთა განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე, კომისიის მიერ წარედგინება მინისტრს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, რაც წარმოადგენს განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების, კანონმდებლობის შესაბამისად, კონკრეტულ გასანაწილებელ საცხოვრებელ ფართებში განსახლების საფუძველს.“

7. ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „მონიტორინგის ფორმა“ - დანართი N8 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული „მონიტორინგის ფორმა“ - დანართი №8-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი
📎 დანართები (4)
danarti 1.doc DOC

დანართი №3

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი N

კითხვარის შევსების მიზანია შესწავლილი იქნეს თქვენი ოჯახის მდგომარეობა, რათა თქვენი სურვილისამებრ, თქვენს მიერ შერჩეულ რაიონში/ქალაქში მოხდეს თქვენი ოჯახისთვის გრძელვადიანი განსახლების შეთავაზება.

დასმულ კითხვებზე თქვენი გულწრფელი პასუხები დაგვხმარება მიუკერძოებლად და სამართლიანად მოვახდინოთ თქვენი მდგომარეობის შეფასება ამ ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.

თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და იგი გამოყენებულ იქნება მხოლოდ გადაწყვეტილებების მისაღებად.

კითხვარი ეხება ოჯახს. ოჯახად მოიაზრება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახის წევრად ითვლება ასევე 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც დროებით ცხოვრობს ოჯახს გარეთ (ბავშვთა სახლში, მეორე მშობელთან, ნათესავთან და ა.შ.)

წინასწარ გიხდით მადლობას!

განსახლების რაიონად/ქალაქად ვირჩევ ____________________________________

ინფორმაცია რესპონდენტის შესახებ

რესპონდენტი შეიძლება იყოს როგორც ოჯახის უფროსი, ისე ოჯახის ნებისმიერი სრულწლოვანი წევრი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ოჯახის შესახებ და ოჯახის კოლექტიურ განცხადებაში წევრების მიერ არჩეულია, როგორც ოჯახის წარმომადგენელი

|რესპონდენტის სახელი, გვარი: |ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი (ქალაქი, სოფელი, ქუჩა, კორპუსი, ბინა) |ტელ: |

| | | |

განმცხადებლის ხელმოწერა: __________________________

მოდული A - ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ

|A1 ოჯახის შემადგენლობა |

| | |

|# |სახელი, გვარი |

| |

|# |

|# |სახელი, გვარი |მარჩენალდაკარგული არასრულწლოვანი|თუ ჰყავს მეურვე, მიუთითეთ, ვინ |თუ სარგებლობთ ბავშვის |თუ ცხოვრობს ოჯახს გარეთ, მიუთითეთ, სად? |რატომ ცხოვრობს ოჯახს გარეთ? |

| | | | |მომვლელის (ძიძის) | | |

| | | | |მომსახურებით? | | |

| 2 | |  | |  |  | |

| 3 | |  | |  |  | |

| 4 | |  | |  |  | |

| 5 | |  | |  |  | |

| 6 | |  | |  |  | |

| 7 | |  | |  |  | |

განმცხადებლის ხელმოწერა: __________________________

|A3. ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში |

|# |სახელი, გვარი |ომის მონაწილე (მოწმობის#) |ომის დროს დაინვალიდებული (მოწმობის#)|ომში დაღუპულთა ოჯახის წევრი (ბრძოლაში |ომში დაღუპულთა ოჯახის წევრი |ჯილდოები |

| | | | |დაღუპული) |(უგზოუკვლოდ/კონფლოკტის შედეგად დაღუპული) | |

| 2 | |  |  |  | | |

| 3 | |  |  |  | | |

|A4. ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ, რომლებიც ჯანმრთელობის გამო აქვთ სპეციალური საჭიროებები |

|# |სახელი, გვარი |ქრონიკულად ავადმყოფი |მუდმივად მწოლიარე |ონკოლოგიური ავადმყოფი |უჭირს დამოუკიდებლად |გადაადგილდება ეტლით |ფსიქიკური აშლილობა |დაავადება, რომელიც საჭიროებს მკურნალობას |

| | |(მიუთითეთ დაავადება) | | |გადაადგილება | | |სპეციფიკურად რომელიმე ადგილას (მითითეთ |

| | | | | | | | |დაავადება და ადგილი) |

| 2 | |  | |  |  | | | |

| 3 | |  | |  |  | | | |

განმცხადებლის ხელმოწერა: __________________________

მოდული B - ინფორმაცია ოჯახის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ

|B1. 18 წელზე უფროსი ასაკის ოჯახის წევრების ეკონომიკური სტატუსი |

|# |

|B2.1. რა სახის უძრავი ქონებაა ოჯახის საკუთრებაში? |ბინა, სახლი საბაზრო ფასი __________ |

| |აგარაკი საბაზრო ფასი __________ |

| |მიწა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით საბაზრო ფასი __________ |

| |მიწა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით საბაზრო ფასი __________ |

| |კომერციული ფართი საბაზრო ფასი __________ |

| |სხვა (მიუთითეთ) ________ საბაზრო ფასი __________ |

| |არ გააჩნია |

|B2.2. ოჯახს თუ გააჩნია მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობაში და |1. სარგებლობის უფლებით (ნათხოვარი) რა პერიოდით? _____ |

|რა ფორმით? |2. იჯარა რა პერიოდით? _____ |

| |3. არ გააჩნია |

განმცხადებლის ხელმოწერა: __________________________

|B2.3. რა სახის სარგებელი აქვს ოჯახს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიდან? |1.პროდუქციას იყენებენ მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის |

| |2.პროდუქციის ნაწილს იყენებენ მოხმარებისთვის და ნაწილს გასაყიდად |

| |3. პროდუქციას მთლიანად ყიდიან |

| |4. ვერ ვამუშავებ მიწას |

|B2.5. რა სახის მოძრავი ქონებაა ოჯახის წევრების საკუთრებაში? |1. ავტომობილი საბაზრო ფასი __________ |

| |2. სხვა ____________________ საბაზრო ფასი __________ |

| |3. არ გააჩნია |

|B 3. ოჯახის საშუალო თვიური ხარჯები |

|ხარჯები |ლარი |

|1 სურსათზე, სასმელზე |  |

|2 თამბაქოს ნაწარმზე |  |

|3 ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე |  |

|4 საოჯახო მოხმარების საქონელზე |  |

|5 სათბობსა და ელექტროენერგიაზე |  |

|6 ტრანსპორტზე |  |

|7 ჯანმრთელობის დაცვაზე |  |

|8 განათლებაზე |  |

|9 სასოფლო-სამეურნეო ხარჯები |  |

განმცხადებლის ხელმოწერა: __________________________

|10 დაზოგვაზე ან გასესხებაზე |  |

|11 ქონების შეძენაზე | |

|12 ქირა |  |

|13 სხვა ხარჯები |  |

|14 ხარჯი, სულ |  |

| | |

* თანხის დაზოგვა ხდება ოჯახის წევრისათვის საჭირო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამო (ავსებს ინტერვიუერი)

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

|B 4. ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი |

|შემოსავალი წყაროების მიხედვით |ლარი |

|1 დაქირავებული შრომიდან (ხელფასი) |  |

|2 ბიზნესიდან (მოგება) |  |

|3 სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან (საკუთარი მეურნეობიდან) |  |

|3 სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან ნატურით (საკუთარი მოხმარებისათვის) |  |

|4 პენსია |  |

|5 სტიპენდია |  |

|6 დევნილთა შემწეობა |  |

|7 სახელმწიფო კომპენსაცია | |

|8 სოციალური პაკეტი | |

|9 სხვა სოციალური ანაზღაურება (მაგ.: რეინტეგრაციის შემწეობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურება და სხვა) | |

|10 სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა) |  |

განმცხადებლის ხელმოწერა: __________________________

|11 უცხოეთიდან მიღებული გზავნილები (ფულადი და არაფულადი) |  |

|12 საჩუქრად მიღებული ფული ან არაფულადი შემოსავლები |  |

|13 ქონების გაქირავებიდან, პროცენტი ანაბრიდან |  |

|14 ქონების გაყიდვიდან |  |

|15 ფულის სესხება |  |

|16 საბანკო კრედიტი |  |

|17 დანაზოგის გამოყენება |  |

|18 ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დანიშნული ფულადი დახმარება | |

|19 სხვა შემოსავალი |  |

|შემოსავალი, სულ |  |

|B5. იმყოფება თუ არა თქვენი ოჯახი სიღარიბის დაძლევის პროგრამაში? |1 დიახ |

| |2 არა |

| |(უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გადადით C მოდულზე) |

|B5.1 რამდენია ოჯახის სარეიტინგო ქულა? |1 57001-ზე ნაკლები |

| |2 57001-70000 |

| |3 70001-დან 100 000 |

| |4 100 000-ზე მეტი |

განმცხადებლის ხელმოწერა: __________________________

|C1 რა არის ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებლის სტატუსი? |1. მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი |

|(შემოხაზეთ) |1.1 ნაქირავები ქირის ოდენობა ________ |

| |1.2 ნაგირავები გირავნობის თანხა ________ |

| |1.3 ნათხოვარი დროის ხანგრძლივობა ______ |

| |1.4 ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე |

| |1.5 ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად |

| |2. მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი |

| |(ყოფილი დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი) |

| |3. არის ოჯახის საკუთრებაში საბაზრო ფასი __________ |

| |4. სხვა (მიუთითეთ)------------------ |

|C2. თუ აქვს საკუთრებაში ოჯახს ან მის რომელიმე წევრს სხვა |1. კი |

|საცხოვრებელი, გთხოვთ მიუთითოთ |ვისზეა რეგისტრირებული: გვარი, სახელი ________________ |

| |პირადი ნომერი ______________ |

| |ადგილმდებარეობა ______________ |

| |საბაზრო ფასი ____________________ |

| |2. არა |

| | |

განმცხადებლის ხელმოწერა: __________________________

მოდული C – საცხოვრებელი

|D – საცხოვრებლის მდგომარეობა და ცხოვრების პირობები |

|D1- დაკმაყოფილდა თუ არა განმცხადებლი, ასევე მის ოჯახის წევრები გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საცხოვრებელი ფართით |

|ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით, უნდა მიეთითოს ოჯახის ის წევრები, რომლებიც დაკმაყოფილდნენ |

|• დავიკანონე საცხოვრებელი მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი (ყოფილი დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) |

|ოჯახის წევრები (მიუთითეთ ნომრები) ________________________________________________________________________ |

|• სამინისტრომ ჩამასახლა დევნილთათვის აშენებულ ან გარემონტებულ ბინებში, სახლებში ოჯხის წევრები (მიუთითეთ ნომრები) |

|________________________________________________________________________ |

|• სამინისტრომ გამიწია ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უძრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში (7000, 10 000 აშშ დოლარის |

|ეკვივალენტი) ოჯახის წევრები (მიუთითეთ ნომრები) ________________________________________________________________________ |

|• კერძო პირმა (ფიზიკურმა ან იურიდიულმა) ჩემს მიერ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართის (ყოფილი დევნილთა კომპაქტურად განსახლების |

|ობიექტში დაკავებული ფართის) დაცლის სანაცვლოდ გადამიხადა თანხა ოჯახის წევრები (მიუთითეთ ნომრები) |

|________________________________________________________________________ |

განმცხადებლის ხელმოწერა: __________________________

|D2 - იმ შემთხვევაში თუ საცხოვრებლის მეპატრონე ითხოვს დევნილის გამოსახლებას, რომელ ორგრანოში მიმდინარეობს საქმის წარმოება (შემოხაზეთ) |

|სასამართლო |

|შინაგან საქმეთა სამინისტრო |

|საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იგპ-თა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო |

|სხვა _____________________________________________________________ |

|D3 - არის თუ არა საცხოვრებელი ნგრევადი ან გარემოს აქვს მავნე ქიმიური შემადგენლობა და თუ კი, მაშინ თუ არსებობს ამაზე რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტი |

|საცხოვრებელი არ არის ნგრევადი და გარემოს არ აქვს მავნე ქიმიური შემადგენლობა |

|საცხოვრებელი ნგრევადია, მაგრამ არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი |

|გარემოს აქვს მავნე ქიმიური შემადგენლობა, მაგრამ არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი |

|საცხოვრებელი ნგრევადია და არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, დოკუმენტზე ხელმომწერი ორგანიზაცია ___________________________________________ |

|გარემოს აქვს მავნე ქიმიური შემადგენლობა, და არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, დოკუმენტზე ხელმომწერი ორგანიზაცია |

|___________________________________________________________________ |

ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია ზუსტია. (შენიშვნა: სამინისტრო იტოვებს უფლებას, ანკეტაში მცდარი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, ბათილად ცნოს მიღებული გადაწყვეტილება)

განმცხადებლის ხელმოწერა: __________________________

danarti 2.doc DOC

დანართი №4

|N |საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი |ქულა |

|ა |იმ  ობიექტებში მაცხოვრებელი  დევნილები, რომელი  შენობებიც  წარმოადგენს  კერძო საკუთრებას და მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან |3 |

| |ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას | |

|ბ |საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი |3 |

| |ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში და სხვა) | |

|გ |დევნილები, რომლებიც ცხოვრობენ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელი ფართებში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების |3 |

| |ობიექტი), რომლებიც სახელმწიფო ან/და მუნიპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენენ მნიშვნელოვან ობიექტებს; | |

| |აღნიშნული ინტერესი ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული მუნიციპალიტეტის (თუ ისინი არიან მესაკუთრეები) ან სხვა | |

| |საჯარო უწყების მიერ, რომელიც ფლობს აღნიშნულ შენობას. | |

|დ |დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის სახლში ქირის გარეშე |1 |

danati.3.doc DOC

დანართი №5

| | |ქულა |

|№ |სოციალური კრიტერიუმი | |

|ა |ა.ა) დაბალი შემოსავალი |1-6.5 |

| |თუ ოჯახის შემოსავლების ჯამი, ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, დადგენილი საარსებო მინიმუმის ნახევარზე | |

| |ნაკლებია, ოჯახს ენიჭება 2 ქულა; თუ ოჯახის შემოსავლების ჯამი, ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, დადგენილ | |

| |საარსებო მინიმუმის ნახევარზე მეტია ან უტოლდება მას - 1.5 ქულა; თუ ოჯახის შემოსავლების ჯამი, ოჯახის წევრთა რაოდენობის | |

| |გათვალისწინებით, დადგენილ საარსებო მინიმუმს აღემატება შესაბამისი საარსებო მინიმუმის ნახევარი ოდენობით - 1 ქულა. | |

| |თუ დევნილი ოჯახი იხდის საცხოვრებელი ფართისათვის საჭირო ქირას, ზემოაღნიშნულ ქულას ემატება დამატებით 1.5 ქულა. | |

| | | |

| |ა.ბ) სოციალურ პროგრამაში მონაწილეობა | |

| |თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ენიჭება | |

| |57001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - ქულა 3 | |

| |57001- 70000 შორის სარეიტინგო ქულით - ქულა 2 | |

| |70000 – 100 000 შორის სარეიტინგო ქულით - ქულა 1 | |

| | | |

| |ქულების დაანგარიშებისას ჯამდება ა.ა) და ა.ბ) პუნქტებში მითითებული ქულები | |

|ბ |ოჯახში არის 3 და მეტი 18 წელზე დაბალი ასაკის ოჯახის წევრი. 3 არასრულწლოვანზე ერთი ქულა, ყოველ დამატებითზე 0,5 ქულა |შესაბამისი ქულათა |

| | |ჯამი |

|გ |მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრ(ებ)ი: მუდმივად მწოლიარე (3 ქულა); უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება (1 ქულა); ფსიქიკური|შესაბამისი ქულათა |

| |აშლილობა (2 ქულა) (უნდა არსებობდეს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა); ონკოლოგიური ავადმყოფი (1 ქულა) (რაც უნდა |ჯამი |

| |დასტურდებოდეს შესაბამისი სამედიცინო დასკვნით - ფორმა N50/2). | |

|დ |ოჯახის წევრ(ებ)ი არიან მკვეთრად (3 ქულა), მნიშვნელოვნად (2 ქულა) ან ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის (1 ქულა) |შესაბამისი ქულათა |

| |შეზღუდვის მქონე პირები (ჯანმრთელობის მოშლით გამოწვეული ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა, რაც ხასიათდება |ჯამი |

| |თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის | |

| |შეზღუდვით), რაც დასტურდება შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტით (სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის | |

| |შემოწმების აქტის ამონაწერი) (თითოეული ამ სტატუსის მქონე ოჯახის წევრზე ენიჭება შესაბამისი ქულა) | |

|ე |მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე. |2 |

|ვ |ხანდაზმულ(ებ)ი, რომელიც ახორციელებს მეურვეობას ან მზრუნველობას არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის ან შვილიშვილ(ებ)ის მიმართ |1 |

| |კანონმდებლობის შესაბამისად. | |

|ზ |პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან. ოჯახი შედგება მხოლოდ ან |1 |

| |ძირითადად (ნახევარზე მეტი) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისაგან; | |

|თ |ოჯახი, რომლის წევრ(ებ)ი გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში (თითოეულ გარდაცვლილ ოჯახის |შესაბამისი ქულათა |

| |წევრზე 3 ქულა). |ჯამი |

| |ოჯახს, რომლის გარდაცვლილ წევრს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო, დამატებით ენიჭება: | |

| |ა) ეროვნულის გმირის ორდენზე - 2 ქულა; | |

| |ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, დავით აღმაშენებლის ორდენზე, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე - | |

| |1.5 ქულა; | |

| |გ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე, მედალზე „მხედრული მამაცობისათვის“, | |

| |მედალზე „საბრძოლო დამსახურებისათვის“ - 1 ქულა; | |

|ი |ოჯახი, რომლის წევრ(ებ)ი გარდაიცვალა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა საქართველოში არსებული კონფლიქტების შედეგად (თითოეულ |შესაბამისი ქულათა |

| |გარდაცვლილ ოჯახის წევრზე 1.5 ქულა) |ჯამი |

|კ |ოჯახი, რომლის წევრ(ებ)ი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ომის ვეტერანი/ვეტერანები (თითოეული |შესაბამისი ქულათა |

| |ომის მონაწილეზე 1.5 ქულა). |ჯამი |

| |ომის ვეტერანს, ვისაც ომის ვეტერანობიდან გამომდინარე მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო, დამატებით ენიჭება: | |

| |ა) ეროვნულის გმირის ორდენზე - 2 ქულა; | |

| |ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, დავით აღმაშენებლის ორდენზე, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე - | |

| |1.5 ქულა; | |

| |გ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე, მედალზე „მხედრული მამაცობისათვის“, | |

| |მედალზე „საბრძოლო დამსახურებისათვის“ - 1 ქულა; | |

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთობლივად აკმაყოფილებს ამ დანართის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რამდენიმე კრიტერიუმს, მაშინ მას ქულა ენიჭება იმ კრიტერიუმით, რომელიც ითვალისწინებს უფრო მაღალ ქულას

danarti 4.doc DOC

დანართი №6

გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით

| | | |

|პარამეტრი |ერთეული | |

| | | |

| | |შ ე ნ ი შ ვ ნ ა |

| | |მინიმალური სტანდარტი ახლადაშენებული და |საცხოვრებელ ფართში ოთახების| |

| | |ცარიელი შენობებისთვის |რაოდენობა |დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობა |

| | |25 - 40 მ2 |ერთოთახიანი |1-2 მოსახლე |

| | | |ბინა | |

|საცხოვრებელი ფართი |მ2 | | | |

| |თითოეულ ბინაში | | | |

| | |45 - 60მ2 |ოროთახიანი |3-4 მოსახლე |

| | | |ბინა | |

| | |65 - 80მ2 |სამოთახიანი |5-6 მოსახლე |

| | | |ბინა | |

| | |85-100 მ2 |ოთხოთახიანი |7-8 მოსახლე |

| | | |ბინა | |