⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.03.2021)
გაუქმებულია:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.10.2014
ძალის დაკარგვა 30.03.2021
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016136
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,566 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2014 მიღება
30.03.2021 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (23)
აღდგენა
ღონისძიება/რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა.
მუხლი 2
დათვალიერების აქტი
მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი მასალების მომზადება.
მუხლი 2
გადაბელვა
სპეციალური ჭრისას მწვანე ნარგავების ხის ტოტების შეწვრთნა, გადაკაფვა და მწვანე ნარგავების გაახალგაზდავება.
მუხლი 2
გაშენება
იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები.
მუხლი 2
დაინტერესებული პირი
ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი.
მუხლი 2
ვარჯის ფორმირება
ხეებზე ქვედა ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე.
მუხლი 2
ზეხმელი ხე
ზრდაშეწყვეტილი ზეზემდგომი გამხმარი ხე
მუხლი 2
კორომი
მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი.
მუხლი 2
მწვანე ნარგავები
მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები, მათი პროდუქტები.
მუხლი 2
მცენარის სახეობა
მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული.
მუხლი 2
მოსაჭრელი ხეების ადგილი
განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი ან ძირნაყარი ხის დამზადება.
მუხლი 2
მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნა
მოსაჭრელი ხეების ადგილის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების ადგილის აღრიცხვის (დათვალიერების აქტი) შედგენა, რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს.
მუხლი 2
მოპოვება
ზეზემდგომი ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის გამოზიდვა.
მუხლი 2
მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნისას
ერთეულად მდგარი დაზიანებული  ხე-ბუჩქების მონიშვნა და დათვალიერების აქტის  შედგენა.
მუხლი 2
ნარჩენი
ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები.
მუხლი 2
ნერგი
სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი მოზრდილი ტანის მცენარე.
მუხლი 2
სანერგე
ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მოშენება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი.
მუხლი 2
სპეციალური გამოკვლევა
კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა.
მუხლი 2
ფაუტი ხე
ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე.
მუხლი 2
ძირნაყარი ხე
წაქცეული ხმელი ხე, მიწაზე დაყრილი მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, წინა წლების ჭრაგავლილი მოსაჭრელი ხეების ადგილიდან გამოუზიდავად დარჩენილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი.
მუხლი 2
ჭრა
მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა.
მუხლი 2
ხმობადი ხე
ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია.
მუხლი 2
რჩეული ხე
ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (2)
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან კახიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ხის რაოდენობა მერქნის სახეობა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41 2014 წლის 31 ოქტომბერი ქ. ბათუმი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’-ს მე–16 მუხლის  მე–2 პუნქტის „ვ“ქვეპუნქტისა და 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესი“ თანდართული №1 დანართის შესაბამისად; 2. დამტკიცდეს „მწვანე ნარგავების დათვალიერების აქტი“  თანდართული №2 დანართის შესაბამისად; 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან კახიძე დანართი №1 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. წესის მიზანი 1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის (შემდგომში – „წესი“) მიზანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ეკოლოგიური წონასწორობის, ხეების ხნოვანებითი სტრუქტურის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნების, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების, კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებათა ჩატარებისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება. 2. წესი განსაზღვრავს: ა) მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესს; ბ) მოსაჭრელი ხეების ადგილის გამოყოფის და ხეების მონიშვნის წესს; გ) მწვანე ნარგავების დათვალიერების აქტის წარმოების წესს. 3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია მწვანე ნარგავების მოჭრა, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.         მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:  ა) აღდგენა – ღონისძიება/რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა. ბ)  დათვალიერების აქტი – მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი მასალების მომზადება. გ)  გადაბელვა – სპეციალური ჭრისას მწვანე ნარგავების ხის ტოტების შეწვრთნა, გადაკაფვა და მწვანე ნარგავების გაახალგაზდავება. დ)  გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები. ე)  დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი. ვ)  ვარჯის ფორმირება – ხეებზე ქვედა ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე. ზ)  ზეხმელი ხე – ზრდაშეწყვეტილი ზეზემდგომი გამხმარი ხე; თ) კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი. ი)მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები, მათი პროდუქტები. კ) მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული. ლ) მოსაჭრელი ხეების ადგილი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი ან ძირნაყარი ხის დამზადება. მ)  მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნა – მოსაჭრელი ხეების ადგილის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების ადგილის აღრიცხვის (დათვალიერების აქტი) შედგენა, რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს. ნ) მოპოვება – ზეზემდგომი ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის გამოზიდვა. ო)   მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნისას – ერთეულად მდგარი დაზიანებული  ხე-ბუჩქების მონიშვნა და დათვალიერების აქტის  შედგენა. პ)  ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები. ჟ)  ნერგი – სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი მოზრდილი ტანის მცენარე. რ) სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მოშენება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი. ს) სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა. ტ) ფაუტი ხე –  ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე. უ) ძირნაყარი ხე – წაქცეული ხმელი ხე, მიწაზე დაყრილი მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, წინა წლების ჭრაგავლილი მოსაჭრელი ხეების ადგილიდან გამოუზიდავად დარჩენილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი.            ფ)  ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა. ქ) ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია. ღ) რჩეული ხე – ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით. თავი II ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ  მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები მუხლი 3🔗. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები 1. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) სპეციალური გამოკვლევის მასალები; ბ) მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალები; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.  2. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა. 3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობისა და შესყიდვების სამსახურის, სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის განყოფილება ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე. 4. მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია: ა) მოვლითი ჭრების განხორციელება; ბ) სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მწვანე ნარგავების დაცვა ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით;  გ) ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები; დ) მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა. მუხლი 4🔗. მოვლითი ჭრები 1. კორომთა ხნოვანებისა და ფუნქციური დანიშნულების მიხედვით მოვლითი ჭრის სახეებია: ა) განათებითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 10 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს მწვანე ნარგავების განსაზღვრულ ტერიტორიაზე არასასურველი მერქნიანი სახეობებისა და ეგზემპლარების, ასევე ბალახის საფარის მოცილებას მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობის რეგულირებისა და ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით; ბ) გაწმენდითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 20 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის შერეულ კორომებში, ამ ადგილისათვის დამახასიათებელი სახეობის ხეებისათვის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით და გულისხმობს განსაზღვრული ადგილისათვის არასასურველი სახეობის მწვანე ნარგავების მოჭრას. უნდა მოიჭრას 8 სმ-მდე დიამეტრის ზრდაში ჩამორჩენილი ხეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ დიამეტრის ხეების ადგილზე დატოვება ხელს არ შეუშლის ჯანსაღი ხეების არსებობას;  გ) გამოხშირვითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 60 წლამდე (სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით) ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრულ ტერიტორიაზე ზრდაში ჩამორჩენილი, მრუდეღეროიანი და დაზიანებული ხეების მოჭრას დარჩენილი ხეების ღეროებისა და ვარჯების სასურველი ფორმის მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით; დ) გავლითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 61 წლის და მეტი ხნოვანების (გამოხშირვითი ჭრის პერიოდის დამთავრების შემდეგ) 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრულ ტერიტორიაზე გადაბერებული, დაზიანებული, მრუდეღეროიანი და ჭრისათვის მიზანშეწონილი სხვა ხეების მოჭრას დარჩენილი ხეებისათვის მერქნის შემატების პირობების გაუმჯობესების მიზნით; ე) სანიტარიული ჭრა –  სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარ დათვალიერების აქტის საფუძველზე  სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრას; ვ) სარეკონსტრუქციო ჭრა – უნდა განხორციელდეს დეგრადირებული მწვანე ნარგავების (ხეები და ბუჩქები) კორომებსა და დაცვით ნარგაობაში მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის, აგრეთვე პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით მწვანე ნარგავების აღდგენის სამუშაოების განსახორციელებლად, აღდგენის პროექტის შესაბამისად. 2. კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სანიტარიული ჭრით გარემოდან ამოღებული, ხმელი, ხმობადი და ძირნაყარი ხეები უნდა იქნეს გამოტანილი მწვანე ნარგავების ტერიტორიიდან. 3. მოვლითი ჭრა ხელოვნურ ნარგაობაში გულისხმობს დაზიანებული, გამხმარი ეგზემპლარებისა და მავნე მცენარეების პერიოდულად გამოღებას. 4. მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. 5. მოვლითი ჭრის ინტენსივობა უნდა დადგინდეს კორომის დახასიათების საფუძველზე. 6. ჭრის ინტენსივობა სიხშირეების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) 0,7 სიხშირის კორომებში – არა უმეტეს 10%-ისა; ბ) 0,8 სიხშირის კორომებში – არა უმეტეს 15%-ისა; გ) 0,9 და მეტი სიხშირის კორომებში – არა უმეტეს 20%-ისა. მუხლი 5🔗. მოვლითი ჭრის მეთოდები და მოსაჭრელი ხეების შერჩევა 1. მოვლითი ჭრის ჩატარებისას უნდა მოინიშნოს მოსაჭრელი ხეების ადგილი. 2. მოვლით ჭრას უნდა დაექვემდებაროს მავნე ხეები და მარაგის შემატების დაჩქარების მიზნით განსაზღვრულ შემთხვევებში – ჯგუფურად მდგარი რჩეული ხეები. 3. სანიტარული ჭრის ჩატარებისას ხეების შერჩევა უნდა მოხდეს ადგილმდებარეობის ფარგლებში. მოჭრას ექვემდებარება ზეხმელი, ხმობადი (ღეროს ერთი მესამედი ხმელი), გადატეხილი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და მავნებლებით დაზიანებული ხეები. 4. სანიტარიული ჭრის განხორციელებისას მოსაჭრელი ხეების ადგილი ინიშნება. მუხლი 6🔗. მოვლითი ჭრების განხორციელების  განსაკუთრებული მოთხოვნები 1. მოვლითი ჭრა უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც უზრუნველყოფს რჩეული ხეების მინიმალურ დაზიანებას. გავლითი, გამოხშირვითი და გაწმენდითი ჭრების განხორციელების პროცესში ჭრაში დაუნიშნავი ხეების სასიცოცხლო ფუნქციების შეწყვეტით დაზიანება არ უნდა აღემატებოდეს დარჩენილი ხეების 3%-ს. 2. მოვლითი ჭრის დროს (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) კორომის სიხშირე არ უნდა იქნეს დაყვანილი 0,6-ზე ქვევით. 3. მოვლითი ჭრების განხორციელებისას დაუშვებელია მორთრევა ტოტებშეუჭრელად. მუხლი 7🔗. მოვლითი ჭრებისას მოსაჭრელი ხეების მონიშვნა და ადგილის გამოყოფა 1. ხეების ერთეულად მონიშვნა  ხორციელდება მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობისა და შესყიდვების სამსახურის, სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის განყოფილების  და ადმინისტრაციული სამსახურის  მიერ. 2. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, წარმოებს ხეების აღრიცხვა (დათვალიერების აქტი) და მოსაჭრელი ხეების ადგილის გამოყოფა. 3. მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნამდე განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნა და მოსაპოვებელი ხეების მოცულობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის (დათვალიერების აქტი) მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით. 4. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას ხეების მონიშვნა ხორციელდება  მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით. 5. მოსაჭრელი ხეების მონიშვნისას ძირობრივ აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები (თითოეული ხის მოცულობის მიხედვით). ხეები იდამღება ფესვის ყელთან მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნომერი, ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით. 6. მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება დათვალიერების აქტის შედგენის შემდეგ. შეთანხმებით დგინდება ხეების შესაბამისობა დათვალიერების აქტში ასახული მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში, გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე.  7. დათვალიერების აქტის ინახება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობისა და შესყიდვების სამსახურის, სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის განყოფილებაში. 8. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც დათვალიერების აქტში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას. 9. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობისა და შესყიდვების სამსახურის, სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის განყოფილება ვალდებულია დათვალიერების აქტში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში  ნაკლოვანებები აღმოფხვრას გონივრულ ვადაში, ასეთ შემთხვევაში ჭრა ხორციელდება ახალი დათვალიერების აქტის საფუძველზე. მუხლი 8🔗. მწვანე ნარგავების მოვლა ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით 1. ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით მწვანე ნარგავების მოვლა ხორციელდება სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე დასახულ ღონისძიებათა მიხედვით, გამოკვლევას ატარებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობისა და შესყიდვების სამსახურის, სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის განყოფილება, ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე. 2. სპეციალური გამოკვლევა მიზნად ისახავს: ა) ხეების სანიტარიული მდგომარეობის დადგენას; ბ) მავნებელ-დაავადებათა გამოვლენას, აღრიცხვას, მათი გავრცელების მასშტაბებისა და განვითარების ტენდენციების დადგენასა და მათთან ბრძოლის რეკომენდაციებს. 3. მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებების ნუსხა და მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას. მუხლი 9🔗. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა 1. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები, არსებული საშუალებების გათვალისწინებით იგეგმება მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალებისა და სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე. 2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე. 3. დაგეგმილ ტერიტორიაზე უნდა შედგეს მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელსაც ადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა. 4. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი უნდა მოიცავდეს განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალსა და ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას. 5. აღდგენას ექვემდებარება: ა) ნახანძრალები და ასევე სხვა მიზეზით განადგურებული როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურად გაშენებული მწვანე ნარგავების ფართობები; ბ) ფართობები, რომელთა ბუნებრივ-კლიმატური პირობები იძლევა მწვანე ნარგავების აღდგენის საშუალებას; გ) დეგრადირებული კორომები, რომლებიც საჭიროებს რეკონსტრუქციას. მუხლი 10🔗. აღდგენისა და გაშენების ფორმები 1. აღდგენის ფორმებია: ა) ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობა; ბ) აღდგენა თესვით; გ) აღდგენა დარგვით. 2. გაშენების ფორმებია: ა) გაშენება ნერგების დარგვით; ბ) გაშენება თესვით. 3. მწვანე ნარგავების აღდგენის ფორმები შეირჩევა ეკოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე. 4. მწვანე ნარგავების იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს შესაძლებელია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობის გზით მწვანე ნარგავების აღდგენას. მუხლი 11🔗. განსაკუთრებული მოთხოვნები მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების განხორციელებისას 1. მცენარეთა სახეობების შერჩევასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბიომრავალფეროვნების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობები შეირჩევა უპირატესად იმ ადგილობრივი სახეობებისაგან, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული გარემო პირობებისათვის. 3. სანერგეში სარგავი მასალის აღსაზრდელი ასორტიმენტი შეირჩევა გასამწვანებელი ფართობების და სანერგის ბუნებრივ-კლიმატური პირობების შესაბამისად. 4.  არაენდემური მცენარეების გაშენებისათვის (ინტროდუქცია) მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა მოხდეს მათი ბუნებრივ-კლიმატური და სხვა თვისებების შესწავლით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ სახეობებსა და სხვა ფაქტორებზე. 5. აღდგენილი და/ან გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა, ასევე სხვა მახასიათებლები განისაზღვრება აღდგენის პროექტით. 6. აკრძალულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალების, მცენარეების და/ან მათი ნაწილების გამოყენება მწვანე ნარგავების აღდგენის მიზნით. მუხლი 12🔗. სპეციალური ჭრა 1. სპეციალური ჭრა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის: ა) შენობა-ნაგებობების (ფასადები, სახურავები), სასოფლო-სამოეურნეო ნარგავების, საგზაო ნიშნების ხილვადობის ან მათი ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის; ბ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონ­სტრუქ­­ციისა ან რეაბილიტაციისათვის; გ) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის თავიდან აცილებისათვის; დ) შენობა-ნაგებობების, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბ­მულობისა და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების მშე­ნებლობისათვის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან დე­მონ­ტა­ჟისათვის; ე) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისას. 2. სპეციალური ჭრა ხორციელდება  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, საკუთარი ინიციატივით, ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე. 3. სპეციალური ჭრით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 17-ე მუხლით დადგენილი წესით. 4. სპეციალური ჭრა შეიძლება განხორციელდეს დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანხმობით, ხოლო მერქნული რესურსის განლაგება მოხდეს 17-ე მუხლით დადგენილი წესით და ტრანსპორტირება მოხდეს „ტყით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N242 დადგენილების შესაბამისად. მუხლი 13🔗. სპეციალური ჭრის განხორციელება 1. სპეციალური ჭრა შეიძლება განხორციელდეს: ა) მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნით; ბ) მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნით. 2. მოსაჭრელი ხეების მოჭრა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სახეებით: ა) პირწმინდა ჭრით – გამოყოფილ ადგილზე მონიშნული ხეების პირწმინდა ჭრა, მოსაჭრელი ხეების ოდენობის მიხედვით; ბ) ძირობრივი ჭრით – ზეზემდგომი ხეების მოჭრით აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით. 3. მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება თითოეულ მწვანე ნარგავების აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შეთანხმებით დგინდება ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისობა დათვალიერების აქტში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე. 4. დათვალიერების აქტი ინახება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობისა და შესყიდვების სამსახურის, სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის განყოფილებაში.  5. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც დათვალიერების აქტში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას. ასეთ შემთხვევაში ჭრა ხორციელდება ახალი დათვალიერების აქტის საფუძველზე. მუხლი 14🔗. მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნა 1. მოსაჭრელი ხეების ადგილი ინიშნება ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. მოსაჭრელი ხეების ადგილზე შეიძლება განხორციელდეს ამ წესის 13-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჭრა ან ხეების გადაბელვა. მუხლი 15🔗. მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნა 1. ხეები ერთეულად ინიშნება   ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. მოსაჭრელი ხეების ადგილზე შეიძლება განხორციელდეს ამ წესის 12-ე მუხლის პირველი პუნქტით „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჭრა ან ხეების გადაბელვა. მუხლი 16🔗. მწვანე ნარგავების ამოღება-გადარგვა 1.  სპეციალური ჭრის განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ამოღება-გადარგვას დაქვემდებარებული ხეების გადარგვა.    2. ხეების გადარგვა ხორციელდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე. მუხლი 17🔗. ჭრით მოპოვებული მწვანე ნარგავების განკარგვა 1. ჭრით მიღებული მერქნული რესურსი შეიძლება დასაწყობდეს  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. 2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას ან/და გამგეობის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიას უფლება აქვს ჭრით მიღებული მერქნული რესურსი როგორც სამასალე ასვე საშეშე მერქნად, მიღება–ჩაბარების  აქტის საფუძველზე, უსასყიდლოდ გადასცეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებს ან ფიზიკურ პირებს, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მიღება–ჩაბარების აქტზე ხელს აწერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობისა და შესყიდვების სამსახურის, სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის განყოფილების უფლებამოსილი პირი ან/და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია. 4. ჭრით მიღებული ხე-მცენარეების ტრანსპორტირება მოხდეს  საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წეისს შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვარის №46 დადგენილებით. 5. ჭრას ახორციელებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე. მუხლი 18🔗. პასუხისგებლობა დადგენილების დარღვევისათვის ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოიწვევს დამრღვევი პირის პასუხისგებლობას საქართველოში მოქმედი კანონდებლობით დადგენილი წესით. თავი III მწვანე ნარგავების დათვალიერების აქტის წარმოების წესი მუხლი 19🔗. მწვანე ნარგავების დათვალიერების აქტის წარმოების წესი 1.  მწვანე ნარგავების დათვალიერების აქტი (დანართი №2) დგება მოსაჭრელი ხეების ადგილის გამიჯვნისათვის, ხეების აღრიცხვისა, მონიშვნის, რაოდენობისა და მოცულობის განსაზღვრისათვის. 2. დათვალიერების აქტს ადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობისა და შესყიდვების სამსახურის, სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის განყოფილება  და ადმინისტრაციული სამსახური. 3.  დათვალიერების აქტს ხელს აწერს, აგრეთვე გამგებლის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრანიულ ერთეულში. 4. დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ჭრა ხორციელდება მხოლოდ დათვალიერების აქტის შედგენის შემდგომ შესაბამისი თანხმობის გაცემიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში, აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში დათვალიერების აქტი და შესაბამისი თანხმობა ჩაითვლება ძალადაკარგულად. მწვანე ნარგავების დათვალიერების     აქტი  N----- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი    _________________                              ____      ____________    20    წ ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერნმა_______________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________ ადგილზე გასვლით შესწავლილი იქნა მწვანე ნარგავების ადგილმდებარეობა (დაინტერესებული პირის არსებობის შემთხვევაში-განცხადება) და დადგინდა შემდეგი: ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ სიმაღლის თანრიგი  ___________     ჭრის სახე ________________________________________________ ხის რაოდენობა მერქნის სახეობა დიამეტრი სმ სულ ხის მოცულობა, კბმ შენიშვნა სულ: აქტი შედგენილია ჩვენს მიერ რაზედაც ვაწერთ ხელს: 1.        _______________________________________________________________________________________ 2.        ______________________________________________________________________________________ 3.        ______________________________________________________________________________________ 4.         ______________________________________________________________________________________