,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №7-13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13-23 |
|
2014 წლის 31 ოქტომბერი ქ. თბილისი |
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ქ. თბილისის ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტის - ,,ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა“ ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, გარდა ქ. თბილისის ბიუჯეტის 6.2.9. პუნქტით გათვალისწინებული სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებებისა, უზრუნველყოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა (შემდგომში - სამსახური) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობებმა მოქმედი კანონმდებლობისა და მათი დებულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის ასევე იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების ხელშეწყობის კომისიის“ დებულების (დანართი 1):
ბ.ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“, „დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი.“;
,,დ) კომისიის წევრი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე;
ე) კომისიის წევრი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის განყოფილების უფროსი.“;
ბ.ბ) მე-4 მუხლის მე- 5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. კომისიას ჰყავს მდივანი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სოციალური განყოფილების მთავარი სპეციალისტი, რომელიც არ არის კომისიის წევრი.“;
ბ.გ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4) კომისიაზე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა შეიძლება დამატებით შეიტანოს საკითხი, რომელიც არ არის გათვალისწინებული კომისიის წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში.“;
ბ.დ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ქ. თბილისის ბიუჯეტის 6.2.9. პუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებების“ განხორციელების წესის“ (დანართი 2):
გ.ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ბენეფიციარი პირი რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში (შემდგომში - სამსახური) განაცხადის რეგისტრაციის მომენტში სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის, სახელმწიფო დაზღვევის და სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის ასევე იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების ხელშეწყობის კომისიის“ ფარგლებში შესაბამისი სერვისის დაფინანსებას მიიღებენ თუ:
ა) ამოწურულია სამედიცინო დახმარების ფინანსური ლიმიტი;
ბ) მოთხოვნილი სამედიცინო სერვისი არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამ(ებ)ით;
გ) დაფინანსება არასრულია და ბენეფიციარი ითხოვს სერვისის თანადაფინანსებაში მისი გადასახდელი თანხის ანაზღაურებას.“;
გ.ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სამედიცინო მომსახურების და სხვა სოციალური სერვისის დაფინანსების შესახებ 2000 ლარის ფარგლებში გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური.“.
|