კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.10.2014
ძალის დაკარგვა 05.11.2018
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №75
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016244
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე | მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 31.10.2018
დოკუმენტის ტექსტი
კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №75
2014 წლის 31 ოქტომბერი
ქ. წყალტუბო
„კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე
დანართი №1
„კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. ეს დებულება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების შესაბამისად განსაზღვრავს კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, მუშაობის წესს და აწესრიგებს კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისია“ (შემდგომში „კომისია“) წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დროებით კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
თავი II
სტრუქტურა, მუშაობის წესი და უფლებამოსილება
მუხლი 2🔗.
კომისიის სტრუქტურა
1. კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლითაც განისაზღვრება კომისიის შემადგენლობა (კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, სხდომის მდივანი და კომისიის წევრები).
2. კომისიას თავმჯდომარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ხოლო წევრთა შემადგენლობაში შედიან: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ან/და სპეციალისტები, მოწვეული სპეციალისტი ან/და სპეციალისტები, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ან/და მთავარი სპეციალისტი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ან/და მთავარი სპეციალისტი.
3. კომისიის სხდომის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.
4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომიისის თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 3🔗.
კომისიის მუშაობის წესი
1. კომისიის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს დაინტერესებული პირის მიერ გამგეობაში შეტანილი განცხადება კანონიერ სარგებლობაში არსებული ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.
2. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია მისცეს დავალება კომისიის წევრებს განხცადების ირგვლივ მოიძიონ მასალები კომისიის სხდომაზე განსახილველად.
3. კომისიას მასალები განსახილველად წარედგინება სხდომის დაწყებამდე.
4. კომისიის წევრები ვალდებული არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ იტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ („საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კომისიის წევრი მონაწილეობას არ ღებულობს საკითხის განხილვაში.
მუხლი 4🔗.
კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და მისი შესაბამისობა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებასთან და კანონთან.
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ან/და მისი განუხილველად დატოვების შესახებ(დოკუმენტების ხარვეზის შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე).
გ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ.
2. კომისიის მიერ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება (თანხმობა/უარი) უნდა იყოს დასაბუთებული, რაც აისახება ოქმში და მის საფუძველზე მომზადებულ კომისიის დასკვნაში.
მუხლი 5🔗.
კომისიის სხდომა
1. კომისიის სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
2. კომისია საკითხს განიხილავს განცხადების რეგისტრაციიდან 15 დღის ვადაში საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების შესაბამისად.
3. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
4. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
5. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სხდომის თავმჯდომარეს.
6. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
7. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი.
თავი III
საკუთრების მოწმობა
მუხლი 6🔗.
კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრების მოწმობის გაცემის წესი
კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის მიერ შედგენილი ოქმისა და მომზადებული დასკვნის საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერი მოსარგებლისათვის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით და გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების №2 დანართის შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
საკუთრების მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი
1. საკუთრების მოწმობა ივსება ორ ეგზემპლარად, რომლის ერთი პირი გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან და საკადასტრო აზომვითი ნახაზის ერთ ეგზემპლართან ერთად გადაეცემა მესაკუთრეს, ხოლო მეორე ინახება გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურში.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა ხდება აღნიშნული მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში მესაკუთრის მიერ ხელმოწერის შემდეგ.
თავი IV
დასკვნითი დებულებები
მუხლი 8🔗.
დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების აღსრულებისათვის რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.