ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.11.2014
ძალის დაკარგვა 22.11.2017
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016190
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 677 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.11.2014 მიღება
22.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №45 2014 წლის 3 ნოემბერი ქ. ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“  ქვეპუნქტის „ბ“ პრიმა,  61-ე მუხლის მეორე  პუნქტის,  საქართველოს  კანონის  „ნორმატიული  აქტების შესახებ“  25-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტის  და  საქართველოს  სხვა  საკანონმდებლო  აქტების  შესაბამისად,  ბოლნისის  მუნიციპალიტეტი საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება  (დანართი  №1). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 ნოემბრის №199 დადგენილება (რეგისტრაციის თარიღი 09/12/2009 წელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  №01025002035158006016)  მუხლი 3🔗 ეს  დადგენილება  ამოქმედდეს  2014  წლის 3  ნოემბრიდან.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი დანართი №1 ბოლნისის  მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ბოლნისის  მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  სამსახური 1. გამგეობის  კულტურის, სპორტისა და  ახალგაზრდობის საქმეთა   სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის  საქმეთა და განათლების (სკოლამდელი აღზრდის განხრით) მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოხელეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი (ტექსტში შემდგომ - გამგებელი). სამსახურის უფროსი უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის, გამგეობის დებულების მე-10 მუხლის, ამ დებულებისა და გამგებლის მიერ დამტკიცებული კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად. 3. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს, წარმართავს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე; ბ) ამ დებულების შესაბამისად, გასცემს სათანადო მითითებებსა და დავალებებს; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს, მოსამსახურეთა  წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს მათზე სამსახურებრივ ზედამხედველობას; დ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები  გამგებელთან მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, წარუდგენს მას სამსახურის მიერ მომზადებულ წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს; ვ) შეიმუშავებს და გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივი მოვალეობების   განაწილების შესახებ წინადადებებს; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის  თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ზ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. 4. სამსახურის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.  მოხელეების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება  გამგებლის მიერ დამტკიცებული  შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. 5. სამსახურის მოხელეებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თანამდებობაზე  ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის კოორდინაციას; გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, კულტურის სახლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვის კოორდინაციას; დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვის კოორდინაციას; ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა (სკოლამდელი) და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ვ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახური კულტურისა და განათლების (სკოლამდელი) განხრით დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის კოორდინაციას; ბ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; გ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; დ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვის კოორდინაციას; მუხლი 5🔗. სამსახური  სპორტის განხრით დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვის კოორდინაციას; დ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას. მუხლი 6🔗. სამსახურის ახალგაზრდობის  საქმეთა განხრით დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებს; ბ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; გ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას. მუხლი 7🔗. სამსახურის  რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად.