ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის „ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის”დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.10.2014
ძალის დაკარგვა 05.03.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016246
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 27.12.2010
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის „ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის”დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2014 წლის 31 ოქტომბერი
ქ. რუსთავი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27დეკემბრის №44 და “თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 11 მარტის №69 დადგენილებები.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2014 წლის 28 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე
დანართი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები
1.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახური შექმნილია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე.
2.მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებებით და ამ დებულებით.
3. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახური წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით.
4.მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
5.მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი, რომელზეც აღნიშნულია სამსახურის სახელწოდება, აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა რეკვიზიტები. ბეჭდით სარგებლობის ფარგლები განსაზღვრულია საკრებულოს განკარგულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
6. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, 3700, ქალაქი რუსთავი, მერაბ კოსტავას გამზირი №20.
თავი II
მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის განყოფილებები, ფუნქციები, მიზნები და ძირითადი მიმართულებები
მუხლი 2🔗.
მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის განყოფილებები და მათი ფუნქციები
1. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურში იქმნება შემდეგი განყოფილებები:
ა) ინფრასტრუქტურისა და ექსპლუატაციის განყოფილება;
ბ) ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება.
2. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურისა და ექსპლუატაციის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მისი ხარისხის ამაღლებას;
ბ) დარგის საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შესრულებას;
გ) საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების ორგანიზებას, პროექტების განხილვას, მომზადებას და მერისთვის წარდგენას;
დ) ქალაქის კომპლექსური გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობას;
ე) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარების საჭირო წინადადებათა შემუშვებას და მათი განხორციელების უზრუნველყოფისთვის, აგრეთვე დაქვემდებარებულ სფეროებში განხორციელებული პროექტების შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;
ვ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გათბობის სისტემების, სახურავების შეკეთების, შემინვის, კაპიტალური და მიმდინარე რემონტების, დასუფთავების სამუშაოების ორგანიზებას;
3. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) შენობა-ნაგებობების, საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების, გზაგამტარების, გვირაბების, მიწისქვეშა გადასასვლელების, სანიაღვე რეკოლექტორებისა და ქსელების მოვლა - პატრონობის პროცესების ორგანიზებას, საყრდენი კედლების, მდინარეთა ჯებირების და სხვა ობიექტების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციას, მონიტორინგსა დაზედამხედველობას;
ბ) გარე-განათებისა და მხატვრული მინათების ქსელების მოვლა–პატრონობისა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზებას, მონიტორინგს და ზედამხედველობას;
გ) შადრევან-აუზების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზებას, მონიტორინგს და ზედამხედველობას;
დ) მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზებას, მონიტორინგს და ზედამხედველობას;
ე) გვირაბების, ხიდებისა და გზაგამტარების მოვლა-პატრონობის პროცესების ორგანიზებას, მონიტორინგიდაზედამხედველობა;
ვ) მოაჯირების და პარაპეტების მოვლა-პატრონობის, რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესების ორგანიზება, მონიტორინგი და ზედამხედველობა;
ზ) საგზაო ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ელემენტის მოვლა-პატრონობის პროცესების ორგანიზებას, მონიტორინგს და ზედამხედველობას;
თ) სხვადასხვა ერთჯერადი გადაუდებელი სამუშაოების და/ან მომსახურების უზრუნველყოფას;
ი) ქალაქის ავარიული შენობა-ნაგებობების მონიტორინგს, აღდგენა-რეკონსტრუქციასა და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელებას;
კ) გარეგანათების და მხატვრული მინათების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას;
ლ) შადრევან-აუზების რეაბილიტაციასა დამოვლა-პატრონობას;
მ) საპროექტო დოკუმენტაციისშ ემუშავებას;
ნ) საქალაქო მეურნეობის განვითარებისა და საზოგადოებრივ მომსახურებათა განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის პროექტთა მომზადებას, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღებას;
ო) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
პ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამედროვე სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;
ჟ) მონაწილეობის მიღება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებულ (გამოცემულ) იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, ან წარმოებულ სამუშაოებში, რომელიც შეეხება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
რ) ურთიერთთანამშრომლობა როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის შესაბამის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სამსახურებთან, ორგანიზაციებთან;
ს) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
4. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) შეუფერხებლად მიიღოს სამსახურის მმართველობის სფეროებსა და ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია მერიის შესაბამისი სამსახურებისაგან, ქალაქის საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან;
ბ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და დგენილი წესით განსაზღვროს შესასრულებელი ან აზღაურებადი სამუშაოების ნუსხა;
გ) გამართოს თათბირები, სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმებიმის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს ტატისტიკური მონაცემები ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული შესაბამისის ორგანიზაციებისაგან და დაწესებულებებისაგან;
ე) თავისი მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, განახორციელოს სხვა ქმედებები და მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზოგად მოთხოვნებს.
მუხლი 3🔗.
მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის საქმიანობის მართვა-ორგანიზება
1. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი;
2. სამსახურის შესაბამის განყოფილებებს ხელმძღვანელობს - განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.
3. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქის მერი.
4. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურს, ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას.
ბ) პასუხს აგებს მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურსათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) შეიმუშავებს და ქალაქის მერს წარუდგენს ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმის პროექტებს;
დ) განსაზღვრავს მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციულ წესს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
ე) უქმნის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურისმოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად;
ვ) ორგანიზებას უწევს ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე;
თ)მერს წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს;
ი) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ღებულობს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/და სხვა საფუძველზე;
კ) პასუხისმგებელია მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;
ლ) მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახროციელებს მოქმედი კანომდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
5. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურისუფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს მერიის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის და კეთილმოწყობის სამსახურისუფროსის მოადგილე ან განყოფილების ერთ–ერთი უფროსი.
თავი III
მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობისსამსახურის უფლებები და მოვალეობები
მუხლი 4🔗.
მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფლებამოსილებები
დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, მერიისა და საკრებულოს აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში, მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია;
ბ) მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი.
გ) მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ.
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით ან დავალებით, ადმინისტრაციის დებულებითა და ქალაქის მერის ბრძანებით ან/და დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 5🔗.
მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის მოვალეობები
მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახური ვალდებულია:
ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ქალაქის მერს ან/და საკრებულოს.
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, პასუხი აგოს თავისი ფუნქციების არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, დადგენილ ვადებში განიხილოს და პასუხი გასცეს მათ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
დ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
თავი IV
მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები
მუხლი 6🔗.
მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები
1. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების ძირითადი წყაროა ქალაქ რუსთავის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.
თავი V
დასკვნითი დებულებები
მუხლი 7🔗
1. ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თუ ამ დებულების რომელიმე ნორმა რაიმე გარემოების ძალით ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა) რომელიც ძალაშია და რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა მიზანი.
3. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.
4. სამსახურის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საფუძველია საკრებულოს დადგენილება.