ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 03.11.2014
ძალის დაკარგვა 17.01.2018
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.158.016192
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი | ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №47
2014 წლის 3 ნოემბერი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
დანართი №1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ
მუხლი 1🔗.
წესის რეგულირების სფერო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების პრემიების გაცემის წესს, პირობებს და მის ოდენობას.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
პრემია - საჯარო დაწსებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.
მუხლი 3🔗.
პრემიის გაცემის საფუძველი
1. პრემია გაიცემა საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ შესრულებული სამუშაოს (საკრებულოს, საკრებულოს კომისების, ფრაქციებისა და ბიუროს სხდომებში მონაწილობა) საფუძველზე.
2. პრემიის გამოყენებისას საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
3. პრემიის გაცემა ხორცილდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით.
მუხლი 4🔗.
პრემიის გაცემის წესი, მიზანი და პერიოდულობა
1. ერთდროულად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს 100%-ს .
2. პრემიის გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტალში ერთხელ.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კვარტალური პრემიის გარდა საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი პრიციპების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს ასევე წელიწადში სამჯერ.
მუხლი 5🔗.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი პირის - საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მიმართ პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
2. პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე თანხის ჩარიცხვას ახორციელებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.