⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.01.2015)
გაუქმებულია:

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.10.2014
ძალის დაკარგვა 09.01.2015
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №67
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016185
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 417 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2014 მიღება
09.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №67 2014 წლის 31 ოქტომბერი ქ. დმანისი დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ)“ ქვეპუნქტის საფუძველზე: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება. მუხლი 2🔗 2. დადგენილება ძალაშია  2014 წლის 1 ნოემბრიდან.დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი დანართი №1 დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. დმანისის თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი და ეს დებულება. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა. 3. სამსახური ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების მიხედვით აღასრულებს საკრებულოსა და გამგებლის გადაწყვეტილებებს. 4. სამსახურის მისამართია: ქ. დმანისი, წმინდა ნინოს ქ. № 61.    მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები და უფლებები 1. სამსახურის ფუნქციებია: ა) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება, მათი ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება; ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ორგანიზაცია-დაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს; გ) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა შესახებ წინადადებათა მომზადება და ამ ღონისძიებათა გატარების კოორდინაცია; დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით მშენებლობისა და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება; ე) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 2. სამსახურს უფლება აქვს: ა) გააკონტროლოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულება; ჩაატაროს ამ ობიექტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები; გ) მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლუატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას; დ) კანონით დადგენილი წესით დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის, მათ შორის, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამდებობის პირთა მითითებების შეუსრულებლობის ან არადროულად შესრულებისათვის; ე) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ვ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები; ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 3🔗. დასკვნითი დებულებები სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულო.  თანამდებობრივ ინსტრუქციებს და შინაგანაწესს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს გამგებელი. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება  საკრებულოს დადგენილებით.     სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, დებულებაში ცვლილებების შეტანა წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დადგენილების შესაბამისად.