განჩნება შპს „River Georgia Group“-ის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/16282-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე 2/16282-14     

 

 

    გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

       საქართველოს სახელით

 

 

         მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

   გაუქმების შესახებ

 

2014 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

        თბილისის საქალაქო სასამართლო

    მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

 

განმცხადებელი: შპს ”River Georgia Group” (ს/კ 404860174)

წარმომადგენელი: ინგა გაბრიელიანი

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

 

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ”River Georgia Group” - ის გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

 

 

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 18 სექტემბერს განცხადებით მომართა შპს ”River Georgia Group”-ის წარმომადგენელმა ინგა გაბრიელიანმა   და ითხოვა შპს ”River Georgia Group”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ  შპს ”River Georgia Group”-ის კრედიტორს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახური, რომლის მიმართ კომპანიის დავალიანება ჯამში შეადგენს 6 314,04 (ექვსი ათას სამას თოთხმეტი მთელი ოთხი მეასედი) ლარს. განმცხადებლის მითითებით, საწარმოს დღეის მდგომარეობით შეწყვეტილი აქვს საქმიანობა და არ გააჩნია ვადამოსული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. კომპანიას საბანკო ანგარიშებზე თანხა არ ერიცხება. განმცხადებლის მითითებით, საწარმოს სახელზე არ ირიცხება არც მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და არც უძრავი ქონება.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს ”River Georgia Group” - s უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ”River Georgia Group” - ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებ ი თ. მითითებული კანონის თანახმად, თუ ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს და გააუქმებს მის რეგისტრაციას.

 

 

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საწარმოს გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 24 სექტემბერს.  შესაბამისად, კანონით დადგენილი ვადა ამოიწურა 2014 წლის 24 ოქტომბერს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს ”River Georgia Group” - ის კრედიტორებს სასამართლოსათვის არ მოუმართავთ. აღნიშნული კი შპს ”River Georgia Group” - ის გაკოტრებულად  გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების  საფუძველია.

 

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ”River Georgia Group” (ს/კ 404860174) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

 

2.   განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

 

3. შპს ”River Georgia Group”-ს (ს/კ 404860174) დაევალოს აღნიშნული განჩინების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.

 

4 . განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი,№6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ  კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

 

მოსამართლე:                                                                          ბესიკ სისვაძე