საოქმო განჩინება შპს „აბვ ჯგუფის“ კრედიტორთა კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/537
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  საქმე № 2/537

 

საოქმო  განჩინება

შპს ,,აბვ ჯგუფის” კრედიტორთა კრების შესახებ

 

2014 წლის 24 ოქტომბერი

ქ. ქუთაისი

 

  კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

  კრების მდივანი: იზოლდა ლოსაბერიძე

 

  სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

:

  1. შპს ,,აბვ ჯგუფის’’ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2014 წლის 5 დეკემბერს 12:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:

) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება;

ბ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

2.    კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3.    განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.

4.    განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

   სხდომის თავმჯდომარე:                       /გენადი მაკარიძე/

   სხდომის მდივანი:                       /იზოლდა ლოსაბერიძე/