„საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების“ საიმპლემენტაციო ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მიღების თარიღი 31.10.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №614
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.018234
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე „საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვის თაობაზე „საქართველოსა და ისლანდიას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე „საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების“ საიმპლემენტაციო ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №614
2014 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების“ საიმპლემენტაციო ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მუხლი 1🔗
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2014 წლის 6 ოქტომბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების“ საიმპლემენტაციო ოქმი.
მუხლი 2🔗
საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს მოლდოვას რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი