# სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ

- ტიპი: საქართველოს მთავრობის დადგენილება
- მიმღები ორგანო: საქართველოს მთავრობა
- დოკუმენტის ნომერი: №615
- მიღების თარიღი: 03.11.2014
- კონსოლიდირებული რედაქცია: 18.12.2018
- სარეგისტრაციო კოდი: 120050000.10.003.018235
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2565856
- წყარო: https://legali.ge/law/2565856/

> ეს არის 18.12.2018 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთ თვეში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ შემდეგი ბრძანებების გამოცემა:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;

ბ) სამხედრო სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული ოქმებისა და დისციპლინური საქმისწარმოებისათვის სხვა საჭირო დოკუმენტების ნიმუშების დამტკიცების თაობაზე;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

[https://legali.ge/law/2565856/muxli-2/](https://legali.ge/law/2565856/muxli-2/)

---

## მუხლი 1. სამხედრო სადისციპლინო წესდების ამოცანები და მიზნები

_თავი I — ზოგადი დებულებები_

1. სამხედრო სადისციპლინო წესდების (შემდგომში - წესდება) ამოცანაა სახელმწიფო მმართველობის  დადგენილი წესის, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წესრიგისა და სამხედრო დისციპლინის დაცვა, დისციპლინური გადაცდომის თავიდან აცილების უზრუნველყოფა, სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის უზრუნველყოფა, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის ზუსტი და განუხრელი დაცვით, მოქალაქეთა და  სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების, პატივისა და ღირსების გათვალისწინებით, საერთო და სამხედრო ცხოვრების წესების პატივისცემით, დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელების მიზნით, წესდება განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედება წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და რომელი - ღირსეულ საქციელს, რა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან რა სახის წახალისება უნდა იქნეს გამოყენებული და რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ, აგრეთვე, რა წესით შეიძლება დაეკისროს დისციპლინის დამრღვევ სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო ღირსეული საქციელის ჩამდენ სამხედრო მოსამსახურეს - წახალისება.

3. წესდება გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლით და საქართველოს კანონმდებლობით საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან.

4. წესდების მიზანია, დაიცვას სამხედრო მოსამსახურის ღირსება და განამტკიცოს სამხედრო დისციპლინა, აგრეთვე, სამხედრო მოსამსახურის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის თავიდან აცილება, სამხედრო დისციპლინის დაცვა და ღირსეული საქციელისათვის მათი წახალისება.

5. სამხედრო დისციპლინა ეფუძნება სამხედრო მოსამსახურეების მიერ მოვალეობების განუხრელ შესრულებას, პირადი პასუხისმგებლობის მაღალ შეგნებას და მუდმივ საბრძოლო მზადყოფნას, სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-1-2/](https://legali.ge/law/2565856/muxli-1-2/)

---

## მუხლი 3. დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება ან ღირსეული საქციელისათვის წახალისების შეფარდება

_თავი I — ზოგადი დებულებები_

1. სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება ან ღირსეული საქციელისათვის წახალისება შეეფარდება ამ წესდებით დადგენილი წესის მიხედვით.

2. დისციპლინურ გადაცდომებთან და წახალისებასთან დაკავშირებული საქმეების წარმოება ხორციელდება ამ წესდებითა და კანონმდებლობის ზუსტი დაცვით.

3. უფლებამოსილი დაწესებულებები და თანამდებობის პირები სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს დააკისრებენ ან წახალისებებს შეუფარდებენ მათი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი დაცვით.

4. სამხედრო მოსამსახურეს არ შეიძლება დაეკისროს რამდენიმე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან  შეეფარდოს წახალისება ერთი და იმავე ქმედებისთვის.

5. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებისას ან წახალისების შეფარდებისას კანონმდებლობის დაცვა უზრუნველყოფილია  სისტემატური კონტროლით, გასაჩივრების უფლებითა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა საშუალებები

[https://legali.ge/law/2565856/muxli-3-2/](https://legali.ge/law/2565856/muxli-3-2/)

---

## მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

_თავი I — ზოგადი დებულებები_

წესდებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საქართველოს სამხედრო ძალები – შეიარაღებული ფორმირება, რომელიც შექმნილია კანონმდებლობით, ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, აგრეთვე, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით.  საქართველოს სამხედრო ძალები შედგება საქართველოს შეიარაღებული ძალებისაგან, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისაგან – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისაგან;

ბ) შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება:

ბ.ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

ბ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

გ) უფროსები (მეთაურები) და მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირები – სამსახურებრივი მდგომარეობისა და სამხედრო წოდების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეები სხვათა მიმართ შეიძლება იყვნენ უფროსები ან მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირები. უფროსებს უფლება აქვთ, უბრძანონ მათ დაქვემდებარებაში მყოფ პირებს და შეამოწმონ ბრძანების შესრულება. უფროსები, რომელთაც სამხედრო მოსამსახურეები სამსახურებრივად ემორჩილებიან არიან პირდაპირი უფროსები. სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივად უახლოეს უფროსს ეწოდება უშუალო უფროსი. სამხედრო წოდების მიხედვით, უფროსები არიან სამხედრო წოდებით ზემდგომნი სამხედრო წოდებით ქვემდგომების მიმართ;

დ) ექსტრემალური სიტუაცია – სიტუაცია, რომელშიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება;

ე) ხელფასი – თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის დანამატები;

ვ) არაერთგზის ჩადენილი დისციპლინური გადაცდომა – დისციპლინური გადაცდომისათვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების პერიოდში, ერთჯერ ან მეტჯერ ჩადენილი იმავე სახის დისციპლინური გადაცდომა;

ზ) სასწავლებელი - სამხედრო სასწავლებელი, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

თ) დისციპლინური წელი – იუნკერთათვის ყოველი სასწავლო წლის დაწყებიდან მომდევნო სასწავლო წლის  დაწყებამდე პერიოდი, ხოლო მსმენელთათვის  - სწავლის დაწყებიდან დასრულებამდე პერიოდი;

ი) დისციპლინური ქულა – სასწავლებლის ყველა იუნკერს/მსმენელს სასწავლო წლის/კურსის (დისციპლინური წელი) დასაწყისში მიეცემა 100 საკრედიტო ქულა, რომელიც იუნკერის/მსმენელის მიერ ჩადენილი სხვადასხვა სახის დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, შემცირდება განსაზღვრული წესით;

კ) სტიპენდია - იუნკერზე გაცემული თანხა;

ლ) სამხედრო მოსამსახურე - საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას;

მ) სამხედრო დისციპლინა - სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებებით გათვალისწინებული წესების მკაცრი და ზუსტი დაცვა.

თავი II

წესდების მოქმედების ფარგლე

[https://legali.ge/law/2565856/muxli-4-2/](https://legali.ge/law/2565856/muxli-4-2/)

---

## მუხლი 5. წესდების მოქმედება დროში

_თავი II — წესდების მოქმედების ფარგლები_

1. სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა უნდა დაეკისროს ან ღირსეული საქციელისათვის წახალისება უნდა შეეფარდოს იმ სამხედრო სადისციპლინო წესდებით, რომელიც მოქმედებს აღნიშნული ქმედების ჩადენის დროს.

2. ქმედების ჩადენის დრო არის დრო, როდესაც მოქმედებდა სამხედრო მოსამსახურე. შედეგის დადგომის დროს მნიშვნელობა არ აქვ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-5/](https://legali.ge/law/2565856/muxli-5/)

---

## მუხლი 6. წესდების უკუძალა

_თავი II — წესდების მოქმედების ფარგლები_

1. წესდების ნორმას, რომელიც აუქმებს დისციპლინურ გადაცდომას ან ამსუბუქებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას, აქვს უკუძალა. წესდების ნორმას, რომელიც აწესებს დისციპლინურ პასუხიმგებლობას ან ამკაცრებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას დისციპლინური გადაცდომისათვის, უკუძალა არ აქვს.

2. წესდების ნორმას, რომელიც აწესებს წახალისების სახეს ღირსეული საქციელისათვის ან აუქმებს მას, უკუძალა არ აქვ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-6/](https://legali.ge/law/2565856/muxli-6/)

---

## მუხლი 7. წესდების მოქმედების ფარგლები

_თავი II — წესდების მოქმედების ფარგლები_

1. წესდების მოქმედება ვრცელდება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, აგრეთვე, მის საზღვრებს გარეთ, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. წესდება არ ვრცელდება ღირსების შემლახავი საქციელისათვის სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის პროცედურებზე.

3. პროფესიული განვითარების კურსებზე მივლინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო (პროფესიული) ან კადრის სამხედრო მოსამსახურეებზე მივლინების პერიოდში ვრცელდება მსმენელებზე მოქმედი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები და წახალისების სახეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამ პირებზე უნდა გავრცელდეს საკონტრაქტო (პროფესიული) ან კადრის სამხედრო მოსამსახურეებზე მოქმედი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები და წახალისების სახეები.

თავი III

ღირსეული საქციე

[https://legali.ge/law/2565856/muxli-7/](https://legali.ge/law/2565856/muxli-7/)

---

## მუხლი 8. სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი ღირსეული საქციელის ცნება

_თავი III — ღირსეული საქციელი_

სამხედრო მოსამსახურის ღირსეულ საქციელად ჩაითვლება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წესრიგის, სამხედრო დისციპლინის, მოქალაქისა და სამხედრო მოსამსახურის უფლება-მოვალეობების, სახელმწიფო მმართველობის მიერ დადგენილი წესის დასაცავად ჩადენილი ქმედება, რომელიც გამოიწვევს სამხედრო სამსახურში და საზოგადოებაში სამხედრო მოსამსახურის მკვეთრად დადებით შეფასებას და რომლისთვისაც ამ წესდებით გათვალისწინებულია წახალისებ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-8/](https://legali.ge/law/2565856/muxli-8/)

---

## მუხლი 9. ღირსეული საქციელის ჩვეულებრივი და განსაკუთრებული გარემოებები

_თავი III — ღირსეული საქციელი_

1. ღირსეული საქციელის ჩვეულებრივი გარემოებებია:

ა) მშვიდობიანობის პერიოდი;

ბ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დრო;

გ) უფროსის (მეთაურის) ბრძანების შესრულება;

დ) შვებულებაში ყოფნის პერიოდი.

2. ღირსეული საქციელის განსაკუთრებული გარემოებებია:

ა) საბრძოლო მოქმედებების ან საბრძოლო სამსახურის (ამოცანის) შესრულების დრო;

ბ) სხვა სახელმწიფოში ყოფნის დრო;

გ) საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის დრო;

დ) ექსტრემალურ სიტუაციაში მოქმედება;

ე) საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების დრო.

თავი IV

წახალისე

[https://legali.ge/law/2565856/muxli-9/](https://legali.ge/law/2565856/muxli-9/)

---

## მუხლი 11. წახალისების სახეები

_თავი IV — წახალისება_

ღირსეული საქციელისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი სახეები:

ა) მადლობა;

ბ) ადრე დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნა;

გ) საპატიო სიგელი;

დ) ფასიანი საჩუქარი;

ე) ფულადი ჯილდო;

ვ) სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილიდან მოკლევადიანი დათხოვნა;

ზ) სამხედრო მოსამსახურის ოჯახისათვის მადლობის წერილის გაგზავნა;

თ) სამხედრო ნაწილის გაშლილ საბრძოლო დროშასთან გადაღებული პირადი ფოტოსურათის გადაცემა;

ი) ქვედანაყოფის/სამხედრო ნაწილის/გემის/სასწავლებლის საპატიო დაფაზე ფოტოსურათის გაკვრა;

კ) ქვედანაყოფის/სამხედრო ნაწილის/გემის/სასწავლებლის საპატიო წიგნში სამხედრო მოსამსახურის სახელის შეტანა;

ლ) „წარჩინებული მებრძოლის“ სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

მ) „წარჩინებული სპეციალისტის“ სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

ნ) უწყებრივი მედლით დაჯილდოება;

ო) მორიგი სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭება - ამ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით;

პ)  იარაღით დაჯილდოება;

ჟ) სახელმწიფო ჯილდოებით - ორდენებით და მედლებით დაჯილდოებ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-11/](https://legali.ge/law/2565856/muxli-11/)

---

## მუხლი 13. ადრე დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნა

_თავი IV — წახალისება_

1. ადრე დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნა, როგორც წახალისების სახე, ფორმდება ბრძანებით. წახალისების ამგვარი სახით სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მოეხსნას, მხოლოდ, ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნის უფლება აქვს იმ უფროსს (მეთაურს), რომელმაც გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, აგრეთვე, სხვა პირდაპირ უფროსს (მეთაურს), რომელსაც აქვს შესაბამისი სადისციპლინო უფლება.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული წახალისების სახე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ წესდების 57-ე -118-ე მუხლებით გათვალისწინებული ღირსეული საქციელისათვის, თუ იგი ჩადენილია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების პერიოდში.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა,  სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შესაძლებელია მოეხსნას სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-13/](https://legali.ge/law/2565856/muxli-13/)

---

## მუხლი 16. ფულადი ჯილდო

_თავი IV — წახალისება_

1. ფულადი ჯილდოთი წახალისება ხდება შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე.

2. ფულადი ჯილდოს ოდენობა არ უნდა იყოს დასაჯილდოებელი სამხედრო მოსამსახურის ხელფასის 20%-ზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს დასაჯილდოებელი სამხედრო მოსამსახურის  ერთი თვის ხელფას

[https://legali.ge/law/2565856/muxli-16/](https://legali.ge/law/2565856/muxli-16/)

---

## მუხლი 17. სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილიდან მოკლევადიანი დათხოვნა

_თავი IV — წახალისება_

1. სამხედრო მოსამსახურის სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილიდან  მოკლევადიანი დათხოვნა, როგორც წახალისების სახე, ფორმდება ბრძანებით.

2. სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილიდან  მოკლევადიანი დათხოვნა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღე-ღამე

[https://legali.ge/law/2565856/muxli-17/](https://legali.ge/law/2565856/muxli-17/)

---

## მუხლი 20. ქვედანაყოფის/სამხედრო ნაწილის/გემის/სასწავლებლის საპატიო დაფაზე ფოტოსურათის გაკვრა

_თავი IV — წახალისება_

1. ქვედანაყოფის/სამხედრო ნაწილის/გემის/სასწავლებლის საპატიო დაფაზე ფოტოსურათის გაკვრა, როგორც წახალისების სახე, ფორმდება ბრძანებით.

2. აღნიშნული წახალისების  სახე მოქმედებს წახალისებული სამხედრო მოსამსახურის სხვა ქვედანაყოფში/სამხედრო ნაწილში/გემზე/სასწავლებელში გადასვლამდე ან/და დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებამდ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-20/](https://legali.ge/law/2565856/muxli-20/)

---

## მუხლი 21. ქვედანაყოფის/სამხედრო ნაწილის/გემის/სასწავლებლის საპატიო წიგნში სამხედრო მოსამსახურის სახელის შეტანა

_თავი IV — წახალისება_

1. ქვედანაყოფის/სამხედრო ნაწილის/გემის/სასწავლებლის საპატიო წიგნში სამხედრო მოსამსახურის სახელის შეტანა, როგორც წახალისების სახე, ფორმდება ბრძანებით.

2. აღნიშნული წახალისების სახე მოქმედებს ქვედანაყოფის/სამხედრო ნაწილის/გემის/სასწავლებლის  არსებობის მანძილზ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-21/](https://legali.ge/law/2565856/muxli-21/)

---

## მუხლი 24. უწყებრივი მედლით დაჯილდოება

_თავი IV — წახალისება_

1. უწყებრივი მედლით დაჯილდოება, როგორც წახალისების სახე, ფორმდება ბრძანებით.

2. უწყებრივი მედლის ნიმუშს ამტკიცებს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების  ხელმძღვანელი.

შენიშვნა:

უწყებრივი მედლით დაჯილდოება ხორციელდება ამ წესდებით დადგენილი წესით, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში – შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით დადგენილი წესი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-24/](https://legali.ge/law/2565856/muxli-24/)

---

## მუხლი 26. იარაღით დაჯილდოება

_თავი IV — წახალისება_

1. ჯილდოდ შეიძლება გადაცემული იქნეს ცეცხლსასროლი (გარდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა) სამსახურებრივ-საშტატო  იარაღი და ცივი იარაღი (დაშნა, ხმალი და სხვ).

2. იარაღით ჯილდოვდებიან ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება ჯილდოდ გადაეცეთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.

3. იარაღით დაჯილდოებას აწარმოებს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, დაჯილდოების აქტი ფორმდება ბრძანების სახით.

4. იარაღით დაჯილდოება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-26/](https://legali.ge/law/2565856/muxli-26/)

---

## მუხლი 27. სახელმწიფო ჯილდოებით - ორდენებით და მედლებით დაჯილდოება

_თავი IV — წახალისება_

1. კანონმდებლობით დაწესებული სახელმწიფო ჯილდოებით - ორდენებით და მედლებით ჯილდოვდებიან სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც გამოიჩინეს გმირობა, მამაცობა ქვეყნის დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში, განსაკუთრებული პირადი წვლილი მიუძღვით სახელმწიფოს მშენებლობაში.

2. სახელმწიფო ჯილდოებით - ორდენებით და მედლებით დაჯილდოება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი V

წახალისების წე

[https://legali.ge/law/2565856/muxli-27/](https://legali.ge/law/2565856/muxli-27/)

---

## მუხლი 30. წახალისების გარდაუვალობა

_თავი V — წახალისების წესი_

სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ამ წესდებით გათვალისწინებულ ღირსეულ საქციელს ჩაიდენს, წახალისების შესაბამისი სახე უნდა შეეფარდოს წესდების ზუსტი დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებით, უფლებამოსილ პირს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ წესდებით დადგენილი წესით.

თავი VI

დისციპლინური გადაცდო

[https://legali.ge/law/2565856/muxli-30/](https://legali.ge/law/2565856/muxli-30/)

---

## მუხლი 31. დისციპლინური გადაცდომის ცნება

_თავი VI — დისციპლინური გადაცდომა_

დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება სამხედრო მოსამსახურის მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის და/ან სამხედრო სამსახურის წესის, საკუთრების, სამხედრო მოსამსახურეებისა და მოქალაქეთა უფლება-მოვალეობების, სახელმწიფო მმართველობის მიერ დადგენილი წესის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომას არ ითვალისწინებ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-31/](https://legali.ge/law/2565856/muxli-31/)

---

## მუხლი 32. უკიდურესი აუცილებლობა

_თავი VI — დისციპლინური გადაცდომა_

დისციპლინურ გადაცდომად არ მიიჩნევა ამ წესდებით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც სამხედრო მოსამსახურემ ჩაიდინა უკიდურესი აუცილებლობის ვითარებაში იმ საფრთხის ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა სახელმწიფოებრივ, საზოგადოებრივ წესრიგს ან სამხედრო სამსახურის წესს, საკუთრებას, სამხედრო მოსამსახურეთა ან მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, სახელმწიფო მმართველობის მიერ დადგენილ წესს და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია სხვა საშუალებებით, ამასთან, მიყენებული ზიანი, აცდენილ ზიანთან შედარებით, ნაკლებმნიშვნელოვანი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-32/](https://legali.ge/law/2565856/muxli-32/)

---

## მუხლი 33. აუცილებელი მოგერიება

_თავი VI — დისციპლინური გადაცდომა_

1. დისციპლინურ გადაცდომად არ მიიჩნევა ამ წესდებით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც სამხედრო მოსამსახურემ ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, იმ საფრთხის ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა სახელმწიფოებრივ, საზოგადოებრივ წესრიგს ან სამხედრო სამსახურის წესს, საკუთრებას, სამხედრო მოსამსახურეთა ან მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, სახელმწიფო მმართველობის მიერ დადგენილ წესს, მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვისას ხელმყოფისათვის ზიანის მიყენების გზით, თუ, ამასთან, არ მოხდა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება.

2. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედების აშკარა შეუსაბამობას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათსა და საშიშროებასთა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-33/](https://legali.ge/law/2565856/muxli-33/)

---

## მუხლი 34. ფსიქიკური აშლილობა

_თავი VI — დისციპლინური გადაცდომა_

დისციპლინური პასუხისმგებლობა არ ეკისრება იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დროს იმყოფებოდა დროებით ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში, ე.ი. არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

თავი VII

დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომე

[https://legali.ge/law/2565856/muxli-34/](https://legali.ge/law/2565856/muxli-34/)

---

## მუხლი 35. დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზნები

_თავი VII — დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები_

1. დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანია სამხედრო მოსამსახურის დისციპლინის დაცვა, სამართლიანობის აღდგენა, ახალი გადაცდომის თავიდან აცილება და დისციპლინის დამრღვევი სამხედრო მოსამსახურის რესოციალიზაცია.

2. დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანი არ არის სამხედრო მოსამსახურის პიროვნული ღირსების დამცირებ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-35/](https://legali.ge/law/2565856/muxli-35/)

---

## მუხლი 36. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები

_თავი VII — დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები_

დისციპლინის დამრღვევ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) რიგგარეშე სამ განწესამდე დანიშვნა;

ე) მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევა;

ვ) გაფრთხილება არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის გამო;

ზ) ადმინისტრაციული პატიმრობა;

თ) ხელფასიდან  დაქვითვა;

ი) სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება;

კ) სამსახურიდან დათხოვნა;

ლ) საკრედიტო ქულის დაკლება;

მ) სასწავლებლიდან გარიცხვ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-36/](https://legali.ge/law/2565856/muxli-36/)

---

## მუხლი 37. შენიშვნა

_თავი VII — დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები_

1. შენიშვნა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, ფორმდება ბრძანებით. იგი გამოიყენება მცირედმნიშვნელოვანი დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი სამხედრო მოსამსახურის მიმართ. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაა ექვსი თვე შესაბამისი ბრძანების ძალაში შესვლიდან.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მოხსნილად ითვლება ექვსი თვის შემდეგ, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ ვადის განმავლობაში არ ჩაიდენს იგივე ან სხვა დისციპლინურ გადაცდომა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-37/](https://legali.ge/law/2565856/muxli-37/)

---

## მუხლი 38. საყვედური

_თავი VII — დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები_

1. საყვედური, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, ფორმდება ბრძანებით. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაა ექვსი თვე შესაბამისი ბრძანების ძალაში შესვლიდან.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა  მოხსნილად ითვლება ექვსი თვის შემდეგ თუ სამხედრო მოსამსახურე ამ ვადის განმავლობაში არ ჩაიდენს იგივე ან სხვა დისციპლინურ გადაცდომა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-38/](https://legali.ge/law/2565856/muxli-38/)

---

## მუხლი 39. სასტიკი საყვედური

_თავი VII — დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები_

1. სასტიკი საყვედური, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, ფორმდება ბრძანებით. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაა ერთი წელი შესაბამისი ბრძანების ძალაში შესვლიდან.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მოხსნილად ითვლება ერთი წლის შემდეგ, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ ვადის განმავლობაში არ ჩაიდენს იგივე ან სხვა დისციპლინურ გადაცდომა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-39/](https://legali.ge/law/2565856/muxli-39/)

---

## მუხლი 40. რიგგარეშე სამ განწესამდე დანიშვნა

_თავი VII — დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები_

1. რიგგარეშე სამ განწესამდე დანიშვნა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გამოიყენება მხოლოდ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ და ფორმდება ბრძანებით. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაა ექვსი თვე შესაბამისი ბრძანების ძალაში შესვლიდან და მოხსნილად ითვლება ექვსი თვის შემდეგ, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ ვადის განმავლობაში არ ჩაიდენს იგივე ან სხვა დისციპლინურ გადაცდომას.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებისას, განწესი სრულდება 10 დღის ვადაში და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სახით გამოყენებულ განწესში არ იგულისხმება სამხედრო მოსამსახურის ყარაულში ან საბრძოლო მორიგეობაზე დანიშვნ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-40/](https://legali.ge/law/2565856/muxli-40/)

---

## მუხლი 41. მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევა

_თავი VII — დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები_

1. მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, ფორმდება ბრძანებით, გამოიყენება სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურისა და სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის  მიმართ და შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევას. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაა ექვსი თვე შესაბამისი ბრძანების ძალაში შესვლიდან.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მოხსნილად ითვლება ექვსი თვის შემდეგ, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ ვადის განმავლობაში არ ჩაიდენს იგივე ან სხვა დისციპლინურ გადაცდომა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-41/](https://legali.ge/law/2565856/muxli-41/)

---

## მუხლი 42. გაფრთხილება არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის გამო

_თავი VII — დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები_

1. გაფრთხილება არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის გამო, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, ფორმდება ბრძანებით.

2. ამ მუხლით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაა ერთი წელი შესაბამისი ბრძანების ძალაში შესვლიდან. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მოხსნილად ითვლება ერთი წლის შემდეგ, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ ვადის განმავლობაში არ ჩაიდენს იგივე ან სხვა დისციპლინურ გადაცდომა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-42/](https://legali.ge/law/2565856/muxli-42/)

---

## მუხლი 43. ადმინისტრაციული პატიმრობა

_თავი VII — დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები_

1. ადმინისტრაციული პატიმრობა (ჰაუპტვახტში მოთავსება) გამოიყენება სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წესის ცალკეული დარღვევისათვის, ვადით 30 დღე-ღამემდე. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაა ერთი წელი დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა სამხედრო სამსახურის ვადაში არ ეთვლება და შესაბამისად, ხელფასი არ მიეცემათ.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობა (ჰაუპტვახტში მოთავსება) არ გავრცელდება საზღვარგარეთ სამშვიდობო მისიებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, მათ მიერ ამ წესდებით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის (ადმინისტრაციული პატიმრობის ნაწილში). ასეთ შემთხვევებში, ადმინისტრაციული პატიმრობის (ჰაუპტვახტში მოთავსება) ნაცვლად დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვრება ერთი თვის განმავლობაში ხელფასიდან 20%-ის დაქვითვ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-43/](https://legali.ge/law/2565856/muxli-43/)

---

## მუხლი 44. ხელფასიდან დაქვითვა

_თავი VII — დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები_

1. ხელფასიდან დაქვითვა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გამოიყენება სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ.

2. სხვადასხვა დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - ხელფასიდან დაქვითვის ერთდროულად დაკისრების ან ხელფასიდან დაქვითვის მოქმედების პერიოდში ხელფასიდან დაქვითვის ხელახლა დაკისრების პირობის წარმოქმნის შემთხვევაში, ჯამდება თითოეული დისციპლინური გადაცდომისათვის გათვალისწინებული ხელფასიდან დასაქვითი თანხა, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს ხელფასის 30 პროცენტს.

3. ხელფასიდან დაქვითვა ფორმდება შესაბამისი ბრძანებით და აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაა ერთი წელი შესაბამისი ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემხვევაში, თუ ხელფასიდან დასაქვითი თანხა აღემატება 30 პროცენტს, მისი გადანაწილება განხორციელდება მომდევნო თვეებზ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-44/](https://legali.ge/law/2565856/muxli-44/)

---

## მუხლი 45. სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება

_თავი VII — დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები_

1. სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება ფორმდება ბრძანებით.

2. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენება ექვსი თვის ვადით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა  მოხსნილად ითვლება ექვსი თვის შემდეგ, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ ვადის განმავლობაში არ ჩაიდენს იგივე ან სხვა დისციპლინურ გადაცდომა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-45/](https://legali.ge/law/2565856/muxli-45/)

---

## მუხლი 48. სასწავლებლიდან გარიცხვა

_თავი VII — დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები_

სასწავლებლიდან გარიცხვა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევაში და მხოლოდ სასწავლებლის  იუნკერის/მსმენლის მიმართ.

შენიშვნა: განსაკუთრებულ შემთხვევად განიხილება აგრეთვე ისეთი დისციპლინური გადაცდომა, რომლისთვისაც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გათვალისწინებულია საკრედიტო ქულის შემცირება და თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება გამოიწვევს იუნკერის/მსმენლის 100 საკრედიტო ქულის ამოწურვას, ამ შემთხვევაში, იუნკერის/მსმენლის მიმართ გავრცელდება მხოლოდ ამ წესდების 48-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

თავი VIII

დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრე

[https://legali.ge/law/2565856/muxli-48/](https://legali.ge/law/2565856/muxli-48/)

---

## მუხლი 49. დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების ზოგადი წესი

_თავი VIII — დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება_

1. დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება ხდება ამ წესდებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება ხდება წერილობითი ბრძანებით ან დადგენილებით. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოცხადება მეთაურებისათვის (უფროსებისათვის) მათ დაქვემდებარებაში მყოფ პირთა თანდასწრებით აკრძალული

[https://legali.ge/law/2565856/muxli-49/](https://legali.ge/law/2565856/muxli-49/)

---

## მუხლი 50. დისციპლინური გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი

_თავი VIII — დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება_

დისციპლინური გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება:

ა) დისციპლინური გადაცდომის მონანიება;

ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიერ დისციპლინური გადაცდომის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფილობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება;

გ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენაზე ნებაყოფილობით ხელის აღება;

დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში;

ე) სხვა გარემოებები, რომლებიც კონკრეტულ ვითარებაში შესაძლებელია მიჩნეულ იქნენ დისციპლინური გადაცდომის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებება

[https://legali.ge/law/2565856/muxli-50/](https://legali.ge/law/2565856/muxli-50/)

---

## მუხლი 51. დისციპლინური გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი

_თავი VIII — დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება_

დისციპლინური გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებად ითვლება:

ა) დისციპლინური გადაცდომის გამომწვევი ქცევის განგრძობა, მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად;

ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადაში;

გ) დაქვემდებარებაში მყოფი პირების ჩაბმა სამართალდარღვევაში;

დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ;

ე) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა სხვა განსაკუთრებული გარემოებების პირობებში;

ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა არაფხიზელ მდგომარეობაშ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-51/](https://legali.ge/law/2565856/muxli-51/)

---

## მუხლი 55. მოვალეობის შესრულება, რომლის შეუსრულებლობისათვის დაკისრებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა

_თავი VIII — დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება_

დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება არ ათავისუფლებს დისციპლინური გადაცდომის ჩამდენს იმ მოვალეობის შესრულებისაგან, რომლის შეუსრულებლობისათვის მას დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-55/](https://legali.ge/law/2565856/muxli-55/)

---

## მუხლი 56. წესდებით გათვალისწინებული წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სისრულეში მოყვანის წესი

_თავი VIII — დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება_

1. წახალისება სისრულეში უნდა იქნეს მოყვანილი დაუყოვნებლივ.

2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა სისრულეში უნდა იქნეს მოყვანილი დაუყოვნებლივ, განსაკუთრებულ შემთხვევაში - მისი გამოცხადების დღიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. ამასთან, პირი, რომლის მიზეზითაც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ იქნა სისრულეში მოყვანილი, პასუხს აგებს ამ წესდებით დადგენილი წესით.

თავი IX

სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციე

[https://legali.ge/law/2565856/muxli-56/](https://legali.ge/law/2565856/muxli-56/)

---

## მუხლი 58. მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულება

_თავი IX — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

1. დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულება, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ დაკისრებული მოვალეობის სისტემატურად მაღალხარისხოვნად შესრულება – წახალისდება მადლობით.

2. იგივე ქმედება ჩადენილი  განსაკუთრებულ გარემოებებში, წახალისდება - საპატიო სიგელით ან სამხედრო მოსამსახურის ოჯახისათვის მადლობის წერილის გაგზავნი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-58/](https://legali.ge/law/2565856/muxli-58/)

---

## მუხლი 59. სამხედრო წესდებების, სამხედრო საქმისა და სამხედრო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების სრულყოფილი თეორიული შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენება

_თავი IX — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

სამხედრო წესდებების, სამხედრო საქმისა და სამხედრო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების სრულყოფილი თეორიული შესწავლა და მათი პრაქტიკაში გამოყენება - წახალისდება მადლობით ან  „წარჩინებული მებრძოლის“ სამკერდე ნიშნი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-59/](https://legali.ge/law/2565856/muxli-59/)

---

## მუხლი 60. ცეცხლსასროლი იარაღის სრულყოფილი შესწავლა

_თავი IX — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

1. ცეცხლსასროლი იარაღის სრულყოფილი შესწავლა, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ მასზე ტაბელით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღის მოვლის, შენახვის და გამოყენების წესების სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა -  წახალისდება მადლობით ან საპატიო სიგელით.

2. იგივე ქმედება ჩადენილი განსაკუთრებულ გარემოებებში, წახალისდება    „წარჩინებული სპეციალისტის“ სამკერდე ნიშნი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-60/](https://legali.ge/law/2565856/muxli-60/)

---

## მუხლი 61. საბრძოლო ტექნიკის სრულყოფილი შესწავლა

_თავი IX — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

1. საბრძოლო ტექნიკის სრულყოფილი შესწავლა, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ მასზე თანამდებობით გათვალისწინებული საბრძოლო ტექნიკის მოვლის, შენახვის და გამოყენების წესების სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა - წახალისდება მადლობით ან საპატიო სიგელით.

2. იგივე ქმედება ჩადენილი განსაკუთრებულ გარემოებებში, წახალისდება „წარჩინებული სპეციალისტის“ სამკერდე ნიშნი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-61/](https://legali.ge/law/2565856/muxli-61/)

---

## მუხლი 63. ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულება

_თავი IX — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულება, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი აღნიშნული ნორმატივების საუკეთესო მაჩვენებლებით შესრულება - წახალისდება  „წარჩინებული მებრძოლის“ სამკერდე ნიშნით ან სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილიდან  მოკლევადიანი დათხოვნი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-63/](https://legali.ge/law/2565856/muxli-63/)

---

## მუხლი 65. სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და წარმატების მიღწევა

_თავი IX — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და წარმატების მიღწევა - წახალისდება ქვედანაყოფის/სამხედრო ნაწილის/გემის/სასწავლებლის საპატიო დაფაზე ფოტოსურათის გაკვრით ან საპა­ტიო სიგელი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-65/](https://legali.ge/law/2565856/muxli-65/)

---

## მუხლი 67. სამაშველო სამსახურისათვის დახმარების გაწევა

_თავი IX — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

1. შვებულებაში, დათხოვნაში ან სხვა კანონიერი საფუძვლით სამსახურში არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ სამაშველო სამსახურისათვის დახმარების გაწევა - წახალისდება მადლობით ან საპატიო სიგელით.

2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა - წახალისდება უწყებრივი მედლი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-67/](https://legali.ge/law/2565856/muxli-67/)

---

## მუხლი 68. დანაშაულის აღკვეთისას სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა

_თავი IX — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

1. დანაშაულის აღკვეთისას სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა - წახალისდება მადლობით ან საპატიო სიგელით.

2. იგივე ქმედება ჩადენილი განსაკუთრებულ გარემოებებში, წახალისდება - სამხედრო მოსამსახურის ოჯახისათვის მადლობის წერილის გაგზავნით ან ქვედანაყოფის/სამხედრო ნაწილის/გემის/სასწავლებლის საპატიო დაფაზე ფოტოსურათის გაკვრი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-68/](https://legali.ge/law/2565856/muxli-68/)

---

## მუხლი 69. სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობა

_თავი IX — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ უანგაროდ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობა წახალისდება - მადლობით.

2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, წახალისდება - საპატიო სიგელით ან სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილიდან მოკლევადიანი დათხოვნი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-69/](https://legali.ge/law/2565856/muxli-69/)

---

## მუხლი 73. ბრძოლისას მაღალი ინდივიდუალური სამხედრო მომზადების გამომჟღავნება

_თავი IX — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

ბრძოლისას მაღალი ინდივიდუალური სამხედრო მომზადების გამომჟღავნება, წახალისდება -  „წარჩინებული მებრძოლის“ სამკერდე ნიშნით.

შენიშვნა: ამ თავის მოქმედება, აგრეთვე, ვრცელდება სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ მოქალაქეზე, გარდა, წახალისების სახის - სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილიდან  მოკლევადიანი დათხოვნისა.

თავი X

სასწავლებლის მსმენელი/იუნკე

[https://legali.ge/law/2565856/muxli-73/](https://legali.ge/law/2565856/muxli-73/)

---

## მუხლი 76. სასწავლო პროცესში საუკეთესო შედეგების მიღწევა ან მოვალეობების სისტემატიურად ხარისხიანად შესრულება

_თავი X — სასწავლებლის მსმენელი/იუნკერი_

სასწავლო პროცესში საუკეთესო შედეგების მიღწევა, ე.ი. სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის მიერ სასწავლო პროცესში საუკეთესო შედეგის მიღწევა ან მოვალეობების სისტემატიურად ხარისხიანად შესრულება წახალისდება მადლობით ან სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილიდან მოკლევადინი დათხოვნით ან ფასიანი საჩუქრი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-76/](https://legali.ge/law/2565856/muxli-76/)

---

## მუხლი 77. სამაშველო სამსახურისათვის დახმარების გაწევა

_თავი X — სასწავლებლის მსმენელი/იუნკერი_

1. შვებულებაში, დათხოვნაში ან სხვა კანონიერი საფუძვლით სამსახურში არმყოფი სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის მიერ სამაშველო სამსახურისათვის დახმარების გაწევა - წახალისდება მადლობით ან საპატიო სიგელით.

2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, წახალისდება - უწყებრივი მედლი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-77/](https://legali.ge/law/2565856/muxli-77/)

---

## მუხლი 78. დანაშაულის აღკვეთისას სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა

_თავი X — სასწავლებლის მსმენელი/იუნკერი_

1. სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის მიერ დანაშაულის აღკვეთისას სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა წახალისდება მადლობით ან საპატიო სიგელით.

2. იგივე ქმედება ჩადენილი განსაკუთრებულ გარემოებებში, წახალისდება ქვედანაყოფის/სამხედრო ნაწილის/გემის/სასწავლებლის საპა­ტიო დაფაზე ფოტოსურათის გაკვრით ან სამხედრო მოსამსახურის ოჯახისათვის მადლობის წერილის გაგზავნი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-78/](https://legali.ge/law/2565856/muxli-78/)

---

## მუხლი 79. სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობა

_თავი X — სასწავლებლის მსმენელი/იუნკერი_

1. სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის მიერ უანგაროდ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორის ფუნქციის შესრულება წახალისდება -  მადლობით.

2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, წახალისდება - საპატიო სიგელით ან ქვედანაყოფის/სამხედრო ნაწილის/გემის/სასწავლებლის  საპატიო დაფაზე ფოტოსურათის გაკვრით.

თავი XI

სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციე

[https://legali.ge/law/2565856/muxli-79/](https://legali.ge/law/2565856/muxli-79/)

---

## მუხლი 80. მოვალეობების მაღალხარისხოვნად შესრულება

_თავი XI — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

1. მოვალეობების მაღალხარისხოვნად შესრულება, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ მოვალეობების სისტემატურად ხარისხიანი შესრულება - წახალისდება მადლობით.

2. იგივე ქმედება ჩადენილი განსაკუთრებულ გარემოებებში - წახალისდება  საპატიო სიგელი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-80/](https://legali.ge/law/2565856/muxli-80/)

---

## მუხლი 82. სამხედრო წესდებების, სამხედრო საქმისა და სამხედრო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული შესწავლა

_თავი XI — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

სამხედრო წესდებების, სამხედრო საქმისა და სამხედრო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული შესწავლა - წახალისდება მადლობით ან სამხედრო მოსამსახურის ოჯახისათვის მადლობის წერილის გაგზავნი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-82/](https://legali.ge/law/2565856/muxli-82/)

---

## მუხლი 83. ცეცხლსასროლი იარაღის სრულყოფილი შესწავლა

_თავი XI — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

ცეცხლსასროლი იარაღის სრულყოფილი შესწავლა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ მასზე ტაბელით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღის მოვლის, შენახვისა და გამოყენების წესების სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა - წახალისდება მადლობით ან  საპატიო სიგელი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-83/](https://legali.ge/law/2565856/muxli-83/)

---

## მუხლი 84. ახალი სამხედრო-საბრძოლო იარაღის და ტექნიკის სრულყოფილი შესწავლა

_თავი XI — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

ახალი სამხედრო-საბრძოლო იარაღის და ტექნიკის სრულყოფილი შესწავლა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ შეიარაღებაში ახლადშემოსული სამხედრო-საბრძოლო იარაღის ან ტექნიკის მოვლის, შენახვის და გამოყენების წესების სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა - წახალისდება საპატიო სიგელით ან სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილიდან მოკლევადიანი დათხოვნი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-84/](https://legali.ge/law/2565856/muxli-84/)

---

## მუხლი 85. საბრძოლო ტექნიკის სრულყოფილი შესწავლა

_თავი XI — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

1. საბრძოლო ტექნიკის სრულყოფილი შესწავლა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ მასზე თანამდებობით გათვალისწინებული საბრძოლო ტექნიკის მოვლის, შენახვის და გამოყენების წესების სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა - წახალისდება სამხედრო ნაწილის გაშლილ საბრძოლო დროშასთან გადაღებული პირადი ფოტოსურათით ან სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილიდან მოკლევადიანი დათხოვნით.

2. იგივე ქმედება ჩადენილი სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში, წახალისდება - „წარჩინებული სპეციალისტის“ სამკერდე ნიშნი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-85/](https://legali.ge/law/2565856/muxli-85/)

---

## მუხლი 87. ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის ნორმატივების სისტემატურად წარმატებით შესრულება

_თავი XI — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულება, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი აღნიშნული ნორმატივების სისტემატურად საუკეთესო მაჩვენებლებით შესრულება,  წახალისდება -  „წარჩინებული მებრძოლის“ სამკერდე ნიშნით ან სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილიდან მოკლევადიანი დათხოვნი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-87/](https://legali.ge/law/2565856/muxli-87/)

---

## მუხლი 88. ფიზიკური ნორმატივების წარმატებით შესრულება

_თავი XI — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

ფიზიკური ნორმატივების წარმატებით შესრულება, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ შესაბამისი ასაკისა და ქვედანაყოფისათვის დადგენილი ფიზიკური ნორმატივების საუკეთესო მაჩვენებლებით შესრულება,  წახალისდება  - საპატიო სიგელით ან ფასიანი საჩუქრი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-88/](https://legali.ge/law/2565856/muxli-88/)

---

## მუხლი 92. სამხედრო ნაწილში (ქვედანაყოფში) არსებული ტრადიციების განვითარება და ახალი ტრადიციების დანერგვა

_თავი XI — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

სამხედრო ნაწილში (ქვედანაყოფში) არსებული ტრადიციების განვითარება და ახალი ტრადიციების დანერგვა,  ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო ნაწილში (ქვედანაყოფში) კანონიერი და ზნეობრივი სამხედრო ტრადიციის განვითარება და მისდამი პირადი შემადგენლობის პატივისცემით აღზრდა, ასევე, კანონიერი და ზნეობრივი თვალსაზრისით, ახალი სამხედრო ტრადიციების დანერგვა წახალისდება ცივი იარაღით დაჯილდოები

[https://legali.ge/law/2565856/muxli-92/](https://legali.ge/law/2565856/muxli-92/)

---

## მუხლი 94. სამაშველო სამსახურისათვის დახმარების გაწევა

_თავი XI — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

1. შვებულებაში, დათხოვნაში ან სხვა კანონიერი საფუძვლით სამსახურში არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ სამაშველო სამსახურისათვის დახმარების გაწევა,  წახალისდება - მადლობით ან ფასიანი საჩუქრით.

2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის გადარჩენა,  წახალისდება  -საპატიო სიგელით  ან ცივი იარაღით დაჯილდოები

[https://legali.ge/law/2565856/muxli-94/](https://legali.ge/law/2565856/muxli-94/)

---

## მუხლი 95. სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობა

_თავი XI — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

1. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ უანგაროდ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორის ფუნქციის შესრულება წახალისდება - მადლობით ან საპატიო სიგელით.

2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, წახალისდება - ფულადი ჯილდოთ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-95/](https://legali.ge/law/2565856/muxli-95/)

---

## მუხლი 96. დანაშაულის აღკვეთისას სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა

_თავი XI — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

1. დანაშაულის აღკვეთისას სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა წახალისდება მადლობით ან სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილიდან მოკლევადიანი დათხოვნით.

2. იგივე ქმედება ჩადენილი განსაკუთრებულ გარემოებებში,  წახალისდება - სამხედრო მოსამსახურის ოჯახისათვის მადლობის წერილის  გაგზავნით ან ქვედანაყოფის/სამხედრო ნაწილის/გემის/სასწავლებლის  საპატიო დაფაზე ფოტოსურათის გაკვრი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-96/](https://legali.ge/law/2565856/muxli-96/)

---

## მუხლი 102. განსაკუთრებული დამსახურება

_თავი XI — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში წახალისებულია  წესდების მე-100 და 101-ე მუხლების შესაბამისად, - შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, წახალისდეს მორიგი სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭებით.

თავი XII

კადრის სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციე

[https://legali.ge/law/2565856/muxli-102/](https://legali.ge/law/2565856/muxli-102/)

---

## მუხლი 104. მოვალეობების მაღალხარისხოვნად შესრულება

_თავი XII — კადრის სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

1. მოვალეობების მაღალხარისხოვნად შესრულება, ე.ი. კადრის სამსახურში მყოფი პირის მიერ ფუნქციონალური მოვალეობების სისტემატურად ხარისხიანი შესრულება, წახალისდება - მადლობით.

2. იგივე ქმედება ჩადენილი განსაკუთრებულ გარემოებებში - წახალისდება,  საპატიო სიგელი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-104/](https://legali.ge/law/2565856/muxli-104/)

---

## მუხლი 107. სამხედრო ნაწილში (ქვედანაყოფში) არსებული ტრადიციების განვითარება და ახალი ტრადიციების დანერგვა

_თავი XII — კადრის სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

სამხედრო ნაწილში არსებული ტრადიციების განვითარება და ახალი ტრადიციების დანერგვა, ე.ი. კადრის სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო ქვედანაყოფში კანონიერი და ზნეობრივი სამხედრო ტრადიციის განვითარება და მისდამი პირადი შემადგენლობის პატივისცემით აღზრდა, ასევე, კანონიერი და ზნეობრივი თვალსაზრისით ახალი სამხედრო ტრადიციების დანერგვა,  წახალისდება -  უწყებრივი მედლი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-107/](https://legali.ge/law/2565856/muxli-107/)

---

## მუხლი 111. სამაშველო სამსახურისათვის დახმარების გაწევა

_თავი XII — კადრის სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

1. შვებულებაში, დათხოვნაში ან სხვა კანონიერი საფუძვლით სამსახურში არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ სამაშველო სამსახურისათვის დახმარების გაწევა,  წახალისდება - საპატიო სიგელით.

2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის გადარჩენა,  წახალისდება - ცივი იარაღით დაჯილდოები

[https://legali.ge/law/2565856/muxli-111/](https://legali.ge/law/2565856/muxli-111/)

---

## მუხლი 113. დანაშაულის აღკვეთისას სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა

_თავი XII — კადრის სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

1. დანაშაულის აღკვეთისას სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა,  წახალისდება  -  მადლობით ან საპატიო სიგელით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებულ გარემოებებში, წახალისდება - სამხედრო მოსამსახურის ოჯახისათვის მადლობის წერილის გაგზავნით ან ქვედანაყოფის/სამხედრო ნაწილის/გემის/სასწავლებლის საპატიო დაფაზე ფოტოსურათის გაკვრი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-113/](https://legali.ge/law/2565856/muxli-113/)

---

## მუხლი 118. განსაკუთრებული დამსახურება

_თავი XII — კადრის სამსახურის შემადგენლობის ღირსეული საქციელი_

სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში წახალისებულია წესდების 116-ე და 117-ე მუხლების შესაბამისად - შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, წახალისდეს მორიგი სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭებით.

თავი XIII

სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდო

[https://legali.ge/law/2565856/muxli-118/](https://legali.ge/law/2565856/muxli-118/)

---

## მუხლი 119. ყარაულის მიერ საგუშაგოზე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა

_თავი XIII — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. ყარაულის მიერ საგუშაგოზე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მხრიდან ჩადენილი ქმედება, რომელიც არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ არღვევს სამხედრო წესდებებს - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას - საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას - ადმინისტრაციულ პატიმრობა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-119/](https://legali.ge/law/2565856/muxli-119/)

---

## მუხლი 120. ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა

_თავი XIII — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მხრიდან მისთვის განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას -საყვედურს ან რიგგარეშე  სამ განწესამდე დანიშვნას.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას -  ადმინისტრაციულ პატიმრობა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-120/](https://legali.ge/law/2565856/muxli-120/)

---

## მუხლი 121. ბრძანების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება

_თავი XIII — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. ბრძანების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ დადგენილი წესით მიღებული ბრძანების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, რომელიც არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას - საყვედურს ან რიგგარეშე სამ განწესამდე დანიშვნას.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას  - ადმინისტრაციულ პატიმრობა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-121/](https://legali.ge/law/2565856/muxli-121/)

---

## მუხლი 122. მეთაურის (უფროსის) მოტყუება

_თავი XIII — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. მეთაურის (უფროსის) მოტყუება, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ მეთაურისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, როგორც პირად, ასევე, სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რამაც არსებითად არ დააზიანა სამხედრო სამსახურის ინტერესები - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს ან რიგგარეშე სამ განწესამდე დანიშვნას.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ადმინისტრაციულ პატიმრობას.

შენიშვნა: პირადი ხასიათის ინფორმაციად ჩაითვლება ინფორმაცია, რომლის მიწოდებამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-122/](https://legali.ge/law/2565856/muxli-122/)

---

## მუხლი 123. მხედრული მისალმების წესის დარღვევა

_თავი XIII — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. მხედრული მისალმების წესის დარღვევა, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ მხედრული სალმის არმიცემა ან მხედრული სალმის მიცემის დადგენილი წესების დარღვევა - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, შენიშვნას ან მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევას.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას,  საყვედურს ან რიგგარეშე სამ განწესამდე დანიშვნა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-123/](https://legali.ge/law/2565856/muxli-123/)

---

## მუხლი 124. მეთაურის (უფროსის) შემოსვლის დროს კომანდა „სმენის“ გაუცემლობა

_თავი XIII — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. მეთაურის (უფროსის) შემოსვლის დროს კომანდა  „სმენის“ გაუცემლობა, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო წესდებებით გათვალისწინებული შესაბამისი მოქმედების შეუსრულებლობა - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, შენიშვნას.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს ან  რიგგარეშე სამ განწესამდე დანიშვნა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-124/](https://legali.ge/law/2565856/muxli-124/)

---

## მუხლი 125. სამწყობრო კომანდების დარღვევა ან შეუსრულებლობა

_თავი XIII — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამწყობრო კომანდების დარღვევა ან შეუსრულებლობა - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, შენიშვნას.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს ან რიგგარეშე სამ განწესამდე დანიშვნა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-125/](https://legali.ge/law/2565856/muxli-125/)

---

## მუხლი 126. სამხედრო ნაწილში დაგვიანება

_თავი XIII — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის სამხედრო ნაწილში საპატიო მიზეზის გარეშე დადგენილ დროზე ორ საათამდე გამოუცხადებლობა -  გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს ან მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევას.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ადმინისტრაციულ პატიმრობა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-126/](https://legali.ge/law/2565856/muxli-126/)

---

## მუხლი 127. სამხედრო ქვედანაყოფის თვითნებური მიტოვება

_თავი XIII — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

სამხედრო ქვედანაყოფის  თვითნებური მიტოვება, აგრეთვე, ნაწილში დანიშვნის, ნაწილიდან დათხოვნის ან გადაყვანის დროს, მივლინებიდან, შვებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან სამსახურში საპატიო მიზეზის გარეშე ორ  დღე-ღამემდე ვადით გამოუცხადებლობა - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ადმინისტრაციულ პატიმრობას.

შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება  წესდების 126-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაშ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-127/](https://legali.ge/law/2565856/muxli-127/)

---

## მუხლი 130. ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან ალკოჰოლური სასმელის შეტანა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე

_თავი XIII — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან ალკოჰოლური სასმელის შეტანა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ადმინისტრაციულ პატიმრობა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-130/](https://legali.ge/law/2565856/muxli-130/)

---

## მუხლი 134. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან სხვა ნივთების სხვა პირებისათვის მიცემა ან მიყიდვა

_თავი XIII — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან სხვა ნივთების სხვა პირებისათვის მიცემა ან მიყიდვა, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-134/](https://legali.ge/law/2565856/muxli-134/)

---

## მუხლი 135. სამხედრო აღჭურვილობის მოუვლელობა

_თავი XIII — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამხედრო აღჭურვილობის მოუვლელობა, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო აღჭურვილობის შენახვის, მოხმარების და სხვ. წესების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება,  გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის ან რამაც გამოიწვია სამხედრო აღჭურვილობის დაკარგვა, დაზიანება ან განადგურება - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ადმინისტრაციულ პატიმრობა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-135/](https://legali.ge/law/2565856/muxli-135/)

---

## მუხლი 136. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა

_თავი XIII — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, შენიშვნას.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს ან რიგგარეშე სამ განწესამდე დანიშვნა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-136/](https://legali.ge/law/2565856/muxli-136/)

---

## მუხლი 137. სამსახურებრივი ნიშნების ტარება უფლებამოსილებათა გარეშე

_თავი XIII — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

სამსახურებრივი ნიშნების ტარება უფლებამოსილებათა გარეშე, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკის, ინსიგნიების ან ღილკილოების ტარება უფლებამოსილებათა გარეშე - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს ან რიგგარეშე სამ განწესამდე დანიშვნა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-137/](https://legali.ge/law/2565856/muxli-137/)

---

## მუხლი 138. სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი ვარცხნილობის ტარება

_თავი XIII — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი ვარცხნილობის ტარება, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი თმის ვარცხნილობა, გაუპარსავი ყოფნა, წვერ-ულვაშის მიუღებელი ვარცხნილობები გამოიწვევს - დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას,  შენიშვნას.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს ან რიგგარეშე სამ განწესამდე დანიშვნა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-138/](https://legali.ge/law/2565856/muxli-138/)

---

## მუხლი 142. არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა

_თავი XIII — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო ფორმის ტანსაცმლით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ადმინისტრაციულ პატიმრობა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-142/](https://legali.ge/law/2565856/muxli-142/)

---

## მუხლი 143. აზარტული თამაში

_თავი XIII — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის) ტერიტორიაზე აზარტული თამაში - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს ან  რიგგარეშე სამ განწესამდე დანიშვნას.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ადმინისტრაციულ პატიმრობა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-143/](https://legali.ge/law/2565856/muxli-143/)

---

## მუხლი 144. არაეთიკური ქცევა სამხედრო ნაწილში, მწყობრში, სამხედრო მოსამსახურეთა კრებაზე, სემინარზე, სწავლებაზე, კონფერენციასა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში

_თავი XIII — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

არაეთიკური ქცევა სამხედრო ნაწილში, მწყობრში, სამხედრო მოსამსახურეთა კრებაზე, სემინარზე, სწავლებაზე, კონფერენციასა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ე.ი. სამხედრო მოსამსახურის მიერ მიუღებელი ფრაზებით, ჟესტიკულაციით ან ჟარგონებით საუბარი, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს ან რიგგარეშე სამ განწესამდე დანიშვნა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-144/](https://legali.ge/law/2565856/muxli-144/)

---

## მუხლი 145. დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა

_თავი XIII — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის) ტერიტორიაზე დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ტექნიკის ან საბრძოლო მასალების გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რასაც შეიძლება გამოეწვია მძიმე შედეგი - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ადმინისტრაციულ პატიმრობა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-145/](https://legali.ge/law/2565856/muxli-145/)

---

## მუხლი 148. ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის წესების დარღვევა

_თავი XIII — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის წესების დარღვევა, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ მასზე ტაბელით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ან მოვლის წესების დარღვევა, რასაც შეიძლება მოყვეს მისი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ადმინისტრაციულ პატიმრობა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-148/](https://legali.ge/law/2565856/muxli-148/)

---

## მუხლი 149. ცეცხლსასროლი იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენება

_თავი XIII — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

არადანიშნულებისამებრ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა არადანიშნულებისამებრ, რასაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგი - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ადმინისტრაციულ პატიმრობა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-149/](https://legali.ge/law/2565856/muxli-149/)

---

## მუხლი 151. დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა

_თავი XIII — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს ან მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-151/](https://legali.ge/law/2565856/muxli-151/)

---

## მუხლი 152. ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის დადგენილი ნორმატივების შეუსრულებლობა

_თავი XIII — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის ნორმატივების შეუსრულებლობა, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი საცეცხლე ნორმატივების შეუსრულებლობა - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-152/](https://legali.ge/law/2565856/muxli-152/)

---

## მუხლი 153. სასწავლო პერიოდის არადამაკმაყოფილებლად დამთავრება

_თავი XIII — სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სასწავლო პერიოდის არადამაკმაყოფილებლად დამთავრება - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს ან რიგგარეშე სამ განწესამდე დანიშვნას.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევას.

შენიშვნა: ამ თავის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ რეზერვისტებზე.

თავი XIV

სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდო

[https://legali.ge/law/2565856/muxli-153/](https://legali.ge/law/2565856/muxli-153/)

---

## მუხლი 154. მხედრული მისალმების წესის დარღვევა

_თავი XIV — სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდომა_

1. მხედრული მისალმების წესის დარღვევა, ე.ი. სასწავლებლის   მსმენლის/იუნკერის მიერ მხედრული სალმის არმიცემა ან მხედრული სალმის მიცემის დადგენილი წესების დარღვევა, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 5 საკრედიტო ქულის გამოკლებას.

2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 10 საკრედიტო ქულის გამოკლებას ან მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-154/](https://legali.ge/law/2565856/muxli-154/)

---

## მუხლი 155. სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი ვარცხნილობის ტარება

_თავი XIV — სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი ვარცხნილობის ტარება, ე.ი. სასწავლებლის  მსმენლის/იუნკერის მიერ სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი თმის ვარცხნილობა, გაუპარსავი ყოფნა, წვერ-ულვაშის მიუღებელი ვარცხნილობები, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას - 5 საკრედიტო ქულის გამოკლებას.

2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 10 საკრედიტო ქულის გამოკლებას ან მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-155/](https://legali.ge/law/2565856/muxli-155/)

---

## მუხლი 156. პირადი ნივთების მოუვლელობა

_თავი XIV — სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდომა_

1. სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის მიერ პირადი ნივთების მოუვლელობა, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას - 5 საკრედიტო ქულის გამოკლებას.

2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 10 საკრედიტო ქულის გამოკლებას ან მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-156/](https://legali.ge/law/2565856/muxli-156/)

---

## მუხლი 157. სასწავლებლის ტერიტორიის დაბინძურება

_თავი XIV — სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდომა_

1. სასწავლებლის  მსმენლის/იუნკერის მიერ სასწავლებლის ტერიტორიის (სასწავლო სამეურნეო შენობა-ნაგებობების) დაბინძურება, აგრეთვე, სასწავლო ინვენტარზე, სასწავლებლის შენობა–ნაგებობებზე და მსმენლისათვის/იუნკერისათვის მინდობილ სხვა ქონებაზე ნებართვის გარეშე წარწერების, სანიშნების გაკეთება, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 10 საკრედიტო ქულამდე გამოკლებას.

2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 10 საკრედიტო ქულიდან 30 საკრედიტო ქულამდე გამოკლებას ან მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევას და დაზიანების აღმოფხვრას პირადი სახსრები

[https://legali.ge/law/2565856/muxli-157/](https://legali.ge/law/2565856/muxli-157/)

---

## მუხლი 158. თამბაქოს მოწევა

_თავი XIV — სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდომა_

1. სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის მიერ თამბაქოს მოწევა, გარდა ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 10 საკრედიტო ქულის გამოკლებას.

2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 20 საკრედიტო ქულის გამოკლებას ან მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-158/](https://legali.ge/law/2565856/muxli-158/)

---

## მუხლი 159. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა

_თავი XIV — სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდომა_

1. სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის  მიერ სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა  გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 5 საკრედიტო ქულის გამოკლებას.

2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს  დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 10 საკრედიტო ქულის გამოკლებას ან მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-159/](https://legali.ge/law/2565856/muxli-159/)

---

## მუხლი 160. არაეთიკური ქცევა სამხედრო ნაწილში, მწყობრში, მეცადინეობებზე, სემინარზე, კრებაზე, სწავლებაზე, კონფერენციასა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში

_თავი XIV — სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდომა_

1. არაეთიკური ქცევა სამხედრო ნაწილში, მწყობრში, მეცადინეობებზე, სემინარზე, კრებაზე, სწავლებაზე, კონფერენციასა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ე.ი. სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის მიერ მიუღებელი ფრაზებით, ჟესტიკულაციით ან ჟარგონებით საუბარი, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას - 5 საკრედიტო ქულიდან 10 საკრედიტო ქულამდე გამოკლებას.

2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 10 საკრედიტო ქულიდან 30 საკრედიტო ქულამდე გამოკლებას ან მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევას.

შენიშვნა: არაეთიკურ ქცევად აგრეთვე ჩაითვლება ისეთი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლებლის ეთიკის კოდექსი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-160/](https://legali.ge/law/2565856/muxli-160/)

---

## მუხლი 161. სიმულაცია

_თავი XIV — სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდომა_

1. სიმულაცია, ე.ი. სასწავლებლის  მსმენლის/იუნკერის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცრუ მოქმედებები, აგრეთვე, საკუთარი სხეულის განზრახ დაზიანება, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 15 საკრედიტო ქულის გამოკლებას ან მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევას.

2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 30 საკრედიტო ქულის გამოკლება

[https://legali.ge/law/2565856/muxli-161/](https://legali.ge/law/2565856/muxli-161/)

---

## მუხლი 162. ბრძანების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება

_თავი XIV — სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდომა_

1. ბრძანების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ე.ი. სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის  მიერ დადგენილი წესით მიღებული ბრძანების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, რომელიც არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს,  გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 30 საკრედიტო ქულის გამოკლებას ან მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევას.

2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას  –  50 საკრედიტო ქულის გამოკლება

[https://legali.ge/law/2565856/muxli-162/](https://legali.ge/law/2565856/muxli-162/)

---

## მუხლი 163. მეთაურის (ზემდგომის/ინსტრუქტორის) მოტყუება

_თავი XIV — სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდომა_

1. მეთაურის (ზემდგომის/ინსტრუქტორის)  მოტყუება, ე.ი. სასწავლებლის  მსმენლის/იუნკერის მიერ მეთაურისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, როგორც პირად, ისე, სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით, რამაც არსებითად არ დააზიანა სამხედრო სამსახურის ინტერესები, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას –  30 საკრედიტო ქულის გამოკლებას ან მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევას.

2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას –  50 საკრედიტო ქულის გამოკლება

[https://legali.ge/law/2565856/muxli-163/](https://legali.ge/law/2565856/muxli-163/)

---

## მუხლი 164. სამხედრო აღჭურვილობის ან/და სხვა მინდობილი ქონების მოუვლელობა

_თავი XIV — სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამხედრო აღჭურვილობის ან/და სხვა მინდობილი ქონების მოუვლელობა, ე.ი. სასწავლებლის  მსმენლის/იუნკერის მიერ სამხედრო აღჭურვილობის ან/და სხვა მინდობილი ქონების შენახვის, მოხმარების და სხვა წესების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ან გამოიწვია მათი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას - 10 საკრედიტო ქულის გამოკლებას ან/და დაზიანებული/დაკარგული ნივთის ანაზღაურებას.

2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას - 20 საკრედიტო ქულის გამოკლებას ან/და დაზიანებული/დაკარგული ნივთის ღირებულების ანაზღაურება

[https://legali.ge/law/2565856/muxli-164/](https://legali.ge/law/2565856/muxli-164/)

---

## მუხლი 165. სასწავლებელში ლექციაზე/მოწყობაზე/ შეკრებაზე  დაგვიანება

_თავი XIV — სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდომა_

1. სასწავლებელში ან ლექციაზე/მოწყობაზე/შეკრებაზე დაგვიანება, ე.ი. სასწავლებლის  მსმენლის/იუნკერის მიერ არასაპატიო მიზეზით სასწავლო დროის პერიოდში დაგვიანება, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას -  5-დან - 20-მდე საკრედიტო ქულის გამოკლებას.

2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 20-დან 50-მდე საკრედიტო ქულის გამოკლებას ან მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევას.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის მიხედვით,  სასწავლებელში დაგვიანებად ითვლება გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 15 წუთიდან 2 საათამდე დაგვიანება;

2. ამ მუხლის მიხედვით, ლექციაზე/მოწყობაზე/შეკრებაზე დაგვიანებად ითვლება დადგენილ დროზე 15 წუთამდე დაგვიანებ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-165/](https://legali.ge/law/2565856/muxli-165/)

---

## მუხლი 166. სასწავლებელში გამოუცხადებლობა

_თავი XIV — სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდომა_

1. სასწავლებელში გამოუცხადებლობა, ე.ი. სასწავლებლის  მსმენლის/იუნკერის მიერ არასაპატიო მიზეზით ერთ სასწავლო/სამუშაო დღის ვადით სასწავლებელში  გამოუცხადებლობა, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას - 30 საკრედიტო ქულამდე გამოკლებას ან მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევას.

2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას –  50 საკრედიტო ქულის გამოკლება

[https://legali.ge/law/2565856/muxli-166/](https://legali.ge/law/2565856/muxli-166/)

---

## მუხლი 167. სასწავლებლის (სამსახურის) თვითნებური მიტოვება

_თავი XIV — სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდომა_

სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის მიერ სასწავლებლის (სამსახურის) თვითნებური მიტოვება, აგრეთვე, ქვედანაყოფში/სამხედრო ნაწილში დანიშვნისას, შვებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან სასწავლებელში (სამსახურში) საპატიო მიზეზის გარეშე ორ დღე-ღამემდე ვადით გამოუცხადებლობა, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას - სასწავლებლიდან გარიცხვას.

შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ წესდების 165-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის შემთხვევებზ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-167/](https://legali.ge/law/2565856/muxli-167/)

---

## მუხლი 168. ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა

_თავი XIV — სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდომა_

1. სასწავლებლის  მსმენლის/იუნკერის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა, რასაც არ მოჰყვა მძიმე შედეგი, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას - 30 საკრედიტო ქულის გამოკლებას.

2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას - 50 საკრედიტო ქულის გამოკლებას ან სასწავლებლიდან გარიცხვა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-168/](https://legali.ge/law/2565856/muxli-168/)

---

## მუხლი 169. აზარტული თამაში

_თავი XIV — სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდომა_

1. სასწავლებლის (სამსახურის)  ტერიტორიაზე აზარტული თამაში გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას - 20 საკრედიტო ქულის გამოკლებას ან მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევას.

2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას - 40 საკრედიტო ქულის გამოკლება

[https://legali.ge/law/2565856/muxli-169/](https://legali.ge/law/2565856/muxli-169/)

---

## მუხლი 172. ჩხუბი

_თავი XIV — სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდომა_

ჩხუბი, ე.ი. სასწავლებლის  მსმენლის/იუნკერის მონაწილეობა ჩხუბში – (ურთიერთდაპირისპირებული მსმენლების/იუნკრების შეხლა-შემოხლა) სასწავლებლის (სამსახურის) ტერიტორიაზე, ტერიტორიის გარეთ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რომელიც არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას - 50 საკრედიტო ქულამდე გამოკლებას ან სასწავლებლიდან გარიცხვა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-172/](https://legali.ge/law/2565856/muxli-172/)

---

## მუხლი 174. ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან ალკოჰოლური სასმელის შეტანა სასწავლებლის ტერიტორიაზე

_თავი XIV — სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდომა_

სასწავლებლის  მსმენლის/იუნკერის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან ალკოჰოლური სასმელის შეტანა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, 40 საკრედიტო ქულის გამოკლებას ან სამი მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-174/](https://legali.ge/law/2565856/muxli-174/)

---

## მუხლი 175. სამწყობრო კომანდების დარღვევა ან შეუსრულებლობა

_თავი XIV — სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამწყობრო კომანდების დარღვევა ან შეუსრულებლობა  გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 5 საკრედიტო ქულის გამოკლებას.

2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 10 საკრედიტო ქულის გამოკლებას ან მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-175/](https://legali.ge/law/2565856/muxli-175/)

---

## მუხლი 176. სამსახურებრივი ნიშნების ტარება უფლებამოსილებათა გარეშე

_თავი XIV — სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამსახურებრივი ნიშნების ტარება უფლებამოსილებათა გარეშე, ე.ი. სასწავლებლის  მსმენლის/იუნკერის მიერ სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკის, ინსიგნიების ან ღილკილოების ტარება უფლებამოსილებათა გარეშე გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას  – 5 საკრედიტო ქულის გამოკლებას.

2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას –10 საკრედიტო ქულის გამოკლება

[https://legali.ge/law/2565856/muxli-176/](https://legali.ge/law/2565856/muxli-176/)

---

## მუხლი 177. სამკაულების ტარება

_თავი XIV — სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამკაულების ტარება, ე.ი. სასწავლებლის  მსმენლის/იუნკერის მიერ, მიუღებელი მოსართავის სამკაულების (მათ შორის, პირსინგის) ტარება გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 10 საკრედიტო ქულის გამოკლებას.

2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 20 საკრედიტო ქულის გამოკლება

[https://legali.ge/law/2565856/muxli-177/](https://legali.ge/law/2565856/muxli-177/)

---

## მუხლი 178. საბუთების გაყალბება

_თავი XIV — სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდომა_

1. საბუთების გაყალბება, ე.ი. სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის მიერ შესაბამის ხელმისაწვდომ დოკუმენტაციაში მცდარი მონაცემების შეტანა, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 15 საკრედიტო ქულის გამოკლებას.

2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 30 საკრედიტო ქულის გამოკლება

[https://legali.ge/law/2565856/muxli-178/](https://legali.ge/law/2565856/muxli-178/)

---

## მუხლი 179. ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის წესების  დარღვევა

_თავი XIV — სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდომა_

1. ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის წესების დარღვევა, ე.ი. სასწავლებლის  მსმენლის/იუნკერის მიერ მასზე ტაბელით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ან მოვლის წესების დარღვევა, რასაც შეიძლება მოჰყვეს მისი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 10 საკრედიტო ქულის გამოკლებას.

2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 20 საკრედიტო ქულის გამოკლება

[https://legali.ge/law/2565856/muxli-179/](https://legali.ge/law/2565856/muxli-179/)

---

## მუხლი 180. დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა

_თავი XIV — სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდომა_

1. დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, ე.ი. სასწავლებლის  მსმენლის/იუნკერის მიერ სასწავლებლის ტერიტორიაზე დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რასაც შეიძლება გამოეწვია მძიმე შედეგი, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 30  საკრედიტო ქულის გამოკლებას.

2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 50 საკრედიტო ქულის გამოკლებას ან მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-180/](https://legali.ge/law/2565856/muxli-180/)

---

## მუხლი 181. ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა

_თავი XIV — სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის დისციპლინური გადაცდომა_

1. ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა, ე.ი. სასწავლებლის  მსმენლის/იუნკერის მისთვის განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 5 საკრედიტო ქულის გამოკლებას.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 10 საკრედიტო ქულის გამოკლებას ან მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევას.

თავი XV

სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდო

[https://legali.ge/law/2565856/muxli-181/](https://legali.ge/law/2565856/muxli-181/)

---

## მუხლი 182. ყარაულის მიერ საგუშაგოზე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. ყარაულის მიერ საგუშაგოზე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, ე.ი. ქმედება, რომელიც არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ არღვევს სამხედრო წესდებებს - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს ან ხელფასიდან 5 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-182/](https://legali.ge/law/2565856/muxli-182/)

---

## მუხლი 183. ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მხრიდან მისთვის განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას - საყვედურს ან ხელფასიდან 5 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას - სასტიკ საყვედურს ან ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით  დაქვეითება

[https://legali.ge/law/2565856/muxli-183/](https://legali.ge/law/2565856/muxli-183/)

---

## მუხლი 184. ბრძანების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. ბრძანების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ დადგენილი წესით მიღებული ბრძანების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, რომელიც არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სასტიკ საყვედურს ან  ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით  დაქვეითება

[https://legali.ge/law/2565856/muxli-184/](https://legali.ge/law/2565856/muxli-184/)

---

## მუხლი 185. მეთაურის (უფროსის) მოტყუება

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. მეთაურის (უფროსის) მოტყუება, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ მეთაურისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, როგორც პირად, ასევე, სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რამაც არსებითად არ დააზიანა სამხედრო სამსახურის ინტერესები - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს ან ხელფასიდან 5 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ადმინისტრაციულ პატიმრობას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით.

შენიშვნა: პირადი ხასიათის ინფორმაციად ჩაითვლება ინფორმაცია, რომლის მიწოდებამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-185/](https://legali.ge/law/2565856/muxli-185/)

---

## მუხლი 186. მხედრული მისალმების წესის დარღვევა

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. მხედრული მისალმების წესის დარღვევა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ მხედრული სალმის არმიცემა ან მხედრული სალმის მიცემის დადგენილი წესების დარღვევა - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სასტიკ საყვედურ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-186/](https://legali.ge/law/2565856/muxli-186/)

---

## მუხლი 187. მეთაურის (უფროსის) შემოსვლის დროს კომანდა „სმენის“ გაუცემლობა

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

მეთაურის (უფროსის) შემოსვლის დროს კომანდა „სმენის“ გაუცემლობა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო წესდებებით გათვალისწინებული შესაბამისი მოქმედების შეუსრულებლობა - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-187/](https://legali.ge/law/2565856/muxli-187/)

---

## მუხლი 189. სიმულაცია

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

სიმულაცია, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცრუ მოქმედებები, აგრეთვე, საკუთარი სხეულის დაზიანება განზრახი ქმედებებით - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას ადმინისტრაციულ პატიმრობას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება

[https://legali.ge/law/2565856/muxli-189/](https://legali.ge/law/2565856/muxli-189/)

---

## მუხლი 190. სიმთვრალე

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სიმთვრალე, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის სამსახურში ყოფნისას ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სასტიკ საყვედურს ან ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას,  სამსახურიდან დათხოვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ ვრცელდება იმ სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფ პირზე, რომელიც დათხოვნის პერიოდში განგაშის დროს სამსახურში გამოცხადდა ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვე

[https://legali.ge/law/2565856/muxli-190/](https://legali.ge/law/2565856/muxli-190/)

---

## მუხლი 191. ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან ალკოჰოლური სასმელის შეტანა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან ალკოჰოლური სასმელის შეტანა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ან სამხედრო სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება

[https://legali.ge/law/2565856/muxli-191/](https://legali.ge/law/2565856/muxli-191/)

---

## მუხლი 192. ჩხუბი

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. ჩხუბი, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მონაწილეობა ჩხუბში სამხედრო ტერიტორიაზე - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ადმინისტრაციულ პატიმრობას.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სამსახურიდან დათხოვნა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-192/](https://legali.ge/law/2565856/muxli-192/)

---

## მუხლი 195. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან სხვა ნივთების სამოქალაქო პირებისათვის მიცემა ან მიყიდვა

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან სხვა ნივთების სამოქალაქო პირებისათვის მიცემა ან მიყიდვა, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ადმინისტრაციულ პატიმრობა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-195/](https://legali.ge/law/2565856/muxli-195/)

---

## მუხლი 196. პირადი ნივთების მოუვლელობა

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. პირადი ნივთების მოუვლელობა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ სამსახურებრივი პირადი ნივთების შენახვის, მოხმარებისა და სხვა წესების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, შენიშვნას.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სამსახურებრივი პირადი ნივთების  დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-196/](https://legali.ge/law/2565856/muxli-196/)

---

## მუხლი 197. სამხედრო აღჭურვილობის მოუვლელობა

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამხედრო აღჭურვილობის მოუვლელობა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო აღჭურვილობის შენახვის, მოხმარებისა და სხვა წესების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 5 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით.

3. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სამხედრო აღჭურვილობის დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-197/](https://legali.ge/law/2565856/muxli-197/)

---

## მუხლი 198. სამსახურებრივი სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებების, ოპტიკური ხელსაწყოების და სხვა სპეციალური საშუალებების მოუვლელობა

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ სამსახურებრივი სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებების, ოპტიკური ხელსაწყოების და სხვა სპეციალური საშუალებების შენახვის, ექსპლუატაციის და სხვა წესების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 5 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით.

3. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ სამსახურებრივი სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებების, ოპტიკური ხელსაწყოების და სხვა სპეციალური საშუალებების დაკარგვა, დაზიანება ან განადგურება, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-198/](https://legali.ge/law/2565856/muxli-198/)

---

## მუხლი 199. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სასტიკ საყვედურს ან ხელფასიდან 5 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-199/](https://legali.ge/law/2565856/muxli-199/)

---

## მუხლი 200. სამსახურებრივი ნიშნების ტარება უფლებამოსილებათა გარეშე

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამსახურებრივი ნიშნების ტარება უფლებამოსილებათა გარეშე, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკის, ინსიგნიების ან ღილკილოების ტარება უფლებამოსილებათა გარეშე - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სასტიკ საყვედურს ან ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-200/](https://legali.ge/law/2565856/muxli-200/)

---

## მუხლი 201. სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი ვარცხნილობის ტარება

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი ვარცხნილობის ტარება, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი თმის ვარცხნილობა, გაუპარსავი ყოფნა, წვერ-ულვაშის მიუღებელი ვარცხნილობები - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სასტიკ საყვედურს ან ხელფასიდან 5 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-201/](https://legali.ge/law/2565856/muxli-201/)

---

## მუხლი 202. სამკაულების ტარება

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამკაულების ტარება, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ მიუღებელი სამკაულების (მათ შორის, პირსინგის) ტარება - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სასტიკ საყვედურს ან ხელფასიდან 5 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-202/](https://legali.ge/law/2565856/muxli-202/)

---

## მუხლი 203. საბუთების გაყალბება

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

საბუთების გაყალბება, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში  მყოფი პირის მიერ შესაბამის ხელმისაწვდომ დოკუმენტაციაში მცდარი მონაცემების შეტანა, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ადმინისტრაციულ პატიმრობას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან სამსახურიდან დათხოვნა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-203/](https://legali.ge/law/2565856/muxli-203/)

---

## მუხლი 204. სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის) ტერიტორიის დაბინძურება

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის) ტერიტორიის დაბინძურება - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 5 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-204/](https://legali.ge/law/2565856/muxli-204/)

---

## მუხლი 205. არაეთიკური ქცევა სამხედრო ნაწილში, მწყობრში, სამხედრო მოსამსახურეთა კრებაზე, სემინარზე, სწავლებაზე, კონფერენციასა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. არაეთიკური ქცევა სამხედრო ნაწილში, მწყობრში, სამხედრო მოსამსახურეთა კრებაზე, სემინარზე, სწავლებაზე, კონფერენციასა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ე.ი. სამხედრო მოსამსახურის მიერ მიუღებელი ფრაზებით, ჟესტიკულაციით ან ჟარგონებით საუბარი, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 5 პროცენტის დაქვითვას  ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-205/](https://legali.ge/law/2565856/muxli-205/)

---

## მუხლი 206. ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის წესების დარღვევა

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის წესების დარღვევა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ მასზე ტაბელით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ან მოვლის წესების დარღვევა, რასაც შეიძლება მოყვეს მისი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-206/](https://legali.ge/law/2565856/muxli-206/)

---

## მუხლი 207. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება არადანიშნულებისამებრ

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება არადანიშნულებისამებრ, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა არადანიშნულებისამებრ, რასაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგი - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ადმინისტრაციულ პატიმრობას.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სამსახურიდან დათხოვნა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-207/](https://legali.ge/law/2565856/muxli-207/)

---

## მუხლი 208. ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა, რასაც არ გამოუწვევია მძიმე შედეგი - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას - ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-208/](https://legali.ge/law/2565856/muxli-208/)

---

## მუხლი 209. არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო ფორმის ტანსაცმლით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას - სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან სამსახურიდან დათხოვნა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-209/](https://legali.ge/law/2565856/muxli-209/)

---

## მუხლი 210. აზარტული თამაში

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის) ტერიტორიაზე აზარტული თამაში - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-210/](https://legali.ge/law/2565856/muxli-210/)

---

## მუხლი 211. დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის) ტერიტორიაზე დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რასაც შეიძლება გამოეწვია მძიმე შედეგი - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს ან ხელფასიდან 5 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, გაფრთხილებას არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის შესახე

[https://legali.ge/law/2565856/muxli-211/](https://legali.ge/law/2565856/muxli-211/)

---

## მუხლი 213. თამბაქოს მოწევა

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. თამბაქოს მოწევა, გარდა ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას,  საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 5 პროცენტის დაქვითვას  ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-213/](https://legali.ge/law/2565856/muxli-213/)

---

## მუხლი 215. სამსახურში დაგვიანება

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამსახურში დაგვიანება, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ არასაპატიო მიზეზით სამუშაო დროის პერიოდში დაგვიანება გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას,  საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 5 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით.

შენიშვნა: ამ მუხლის მიხედვით, სამსახურში დაგვიანებად ითვლება:

ა) სამსახურში გამოცხადება სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 15 წუთიდან 2 საათამდე დაგვიანებით;

ბ) სამსახურში კალენდარული წლის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 15 წუთამდე დაგვიანებით გამოცხადების მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-215/](https://legali.ge/law/2565856/muxli-215/)

---

## მუხლი 216. სამსახურში გამოუცხადებლობა

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამსახურში გამოუცხადებლობა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას,  სასტიკ საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით.

შენიშვნა: ამ მუხლის მიხედვით, სამსახურში გამოუცხადებლობად ითვლება:

ა) სამსახურში გამოცხადება სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 2 საათიდან 12 საათამდე გვიან, მაგრამ არა უგვიანეს სამუშაო დროის დასრულებისა;

ბ) კადრების განკარგულებაში ყოფნისას, უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურში გამოძახების შემთხვევაში, შეტყობინებაში მითითებულ დღეს სამუშაო დროის განმავლობაში გამოუცხადებლობ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-216/](https://legali.ge/law/2565856/muxli-216/)

---

## მუხლი 217. სამხედრო ქვედანაყოფის თვითნებური მიტოვება

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამხედრო ქვედანაყოფის თვითნებური მიტოვება ორ დღე-ღამემდე ვადით, აგრეთვე, ნაწილში დანიშვნის, ნაწილიდან დათხოვნის ან გადაყვანის დროს, მივლინებიდან, შვებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან სამსახურში საპატიო მიზეზის გარეშე ორ დღე-ღამემდე ვადით გამოუცხადებლობა – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ადმინისტრაციულ პატიმრობას.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სამსახურიდან დათხოვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.

შენიშვნა:  ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ წესდების 215-ე და 216-ე მუხლებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის შემთხვევებზ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-217/](https://legali.ge/law/2565856/muxli-217/)

---

## მუხლი 218. სამხედრო სადისციპლინო წესდების დარღვევა

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამხედრო სადისციპლინო წესდების დარღვევა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ წესდების 30-ე ან/და 56-ე მუხლების დარღვევა - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას,  საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-218/](https://legali.ge/law/2565856/muxli-218/)

---

## მუხლი 221. დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა, გამოიწვევს - დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას:

ა) ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას სამი თვის ვადით - არაერთგზის ჩადენილი პირველი ქმედებისათვის;

ბ) ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვას ექვსი თვის ვადით - არაერთგზის ჩადენილი მეორე და შემდგომი ქმედებისათვის.

შენიშვნა:

1. ფიზიკური ნორმატივები და მათი ჩაბარების პერიოდულობა დგინდება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მიერ.

2. სამხედრო მოსამსახურეზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში (მაგრამ არანაკლებ 1 თვისა), ვერ შეასრულებს დადგენილ ფიზიკურ ნორმატივებ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-221/](https://legali.ge/law/2565856/muxli-221/)

---

## მუხლი 222. ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის დადგენილი ნორმატივების შეუსრულებლობა

_თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის ნორმატივების შეუსრულებლობა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი საცეცხლე ნორმატივების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს ან ხელფასიდან 5 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-222/](https://legali.ge/law/2565856/muxli-222/)

---

## მუხლი 225. ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა, ე.ი. კადრის ოფიცრის მხრიდან მისთვის განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას - საყვედურს ან ხელფასიდან 5 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სასტიკ საყვედურს ან ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-225/](https://legali.ge/law/2565856/muxli-225/)

---

## მუხლი 226. ბრძანების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. კადრის ოფიცრის მიერ დადგენილი წესით მიღებული ბრძანების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, რაც არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სასტიკ საყვედურს ან  ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის,  გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით  ან სამსახურიდან დათხოვნა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-226/](https://legali.ge/law/2565856/muxli-226/)

---

## მუხლი 227. მეთაურის (უფროსის) მოტყუება

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. მეთაურის (უფროსის) მოტყუება, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ მეთაურისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, როგორც პირად, ასევე, სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რამაც არსებითად არ დააზიანა სამხედრო სამსახურის ინტერესები - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სასტიკ საყვედურს ან ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 15 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით ან გაფრთხილებას არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის გამ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-227/](https://legali.ge/law/2565856/muxli-227/)

---

## მუხლი 228. მხედრული მისალმების წესის დარღვევა

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. მხედრული მისალმების წესის დარღვევა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ მხედრული სალმის არმიცემა ან მხედრული სალმის მიცემის დადგენილი წესების უხეშად დარღვევა - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას,  სასტიკ საყვედურ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-228/](https://legali.ge/law/2565856/muxli-228/)

---

## მუხლი 229. მეთაურის (უფროსის) შემოსვლის დროს კომანდა „სმენის“ გაუცემლობა

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

მეთაურის (უფროსის) შემოსვლის დროს კომანდა „სმენის“ გაუცემლობა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ სამხედრო წესდებებით გათვალისწინებული შესაბამისი მოქმედების შეუსრულებლობა - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-229/](https://legali.ge/law/2565856/muxli-229/)

---

## მუხლი 231. სიმულაცია

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სიმულაცია, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ცრუ მოქმედებები, აგრეთვე, საკუთარი სხეულის დაზიანება განზრახი ქმედებებით – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას,  გაფრთხილებას არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის შესახებ.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სამსახურიდან დათხოვნა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-231/](https://legali.ge/law/2565856/muxli-231/)

---

## მუხლი 232. სიმთვრალე

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

სიმთვრალე, ე.ი. სამსახურში ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას,  სასტიკ საყვედურს ან ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით ან სამსახურიდან დათხოვნას.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც დათხოვნის პერიოდში განგაშის დროს სამსახურში გამოცხადდება ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვე

[https://legali.ge/law/2565856/muxli-232/](https://legali.ge/law/2565856/muxli-232/)

---

## მუხლი 233. ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან ალკოჰოლური სასმელის შეტანა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

კადრის ოფიცრის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან ალკოჰოლური სასმელის შეტანა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, გაფრთხილებას არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის შესახებ ან სამსახურიდან დათხოვნა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-233/](https://legali.ge/law/2565856/muxli-233/)

---

## მუხლი 234. ჩხუბი

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. ჩხუბი, ე.ი. კადრის ოფიცრის მონაწილეობა ჩხუბში სამხედრო ტერიტორიაზე გამოიწვევს - დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სასტიკ საყვედურს ან ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, გაფრთხილებას არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის გამ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-234/](https://legali.ge/law/2565856/muxli-234/)

---

## მუხლი 237. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან სხვა ნივთების სამოქალაქო პირებისათვის მიცემა ან მიყიდვა

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან სხვა ნივთების სამოქალაქო პირებისათვის მიცემა ან მიყიდვა, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სასტიკ საყვედურს ან ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-237/](https://legali.ge/law/2565856/muxli-237/)

---

## მუხლი 238. პირადი ნივთების მოუვლელობა

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. პირადი ნივთების მოუვლელობა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ სამსახურებრივი პირადი ნივთების შენახვის, მოხმარების და სხვა წესების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას,  შენიშვნას.

2. იგივე ქმედება, რამაც  გამოიწვია მათი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება,  გამოიწვევს - დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას,  საყვედურ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-238/](https://legali.ge/law/2565856/muxli-238/)

---

## მუხლი 239. სამხედრო აღჭურვილობის მოუვლელობა

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამხედრო აღჭურვილობის მოუვლელობა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ სამხედრო აღჭურვილობის შენახვის, მოხმარების და სხვ. წესების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 5 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით.

3. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სამხედრო აღჭურვილობის დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-239/](https://legali.ge/law/2565856/muxli-239/)

---

## მუხლი 240. სამსახურებრივი სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებების, ოპტიკური ხელსაწყოების და სხვა სპეციალური საშუალებების მოუვლელობა

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ სამსახურებრივი  სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებების, ოპტიკური ხელსაწყოების და სხვა სპეციალური საშუალებების შენახვის, ექსპლუატაციის და სხვა წესების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 5 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით.

3. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ სამსახურებრივი  სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებების, ოპტიკური ხელსაწყოების და სხვა სპეციალური საშუალებების დაკარგვა, დაზიანება ან განადგურება, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-240/](https://legali.ge/law/2565856/muxli-240/)

---

## მუხლი 241. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას,  სასტიკ საყვედურს ან ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-241/](https://legali.ge/law/2565856/muxli-241/)

---

## მუხლი 242. სამსახურებრივი ნიშნების ტარება უფლებამოსილებათა გარეშე

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამსახურებრივი ნიშნების ტარება უფლებამოსილებათა გარეშე, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკის, ინსიგნიების ან ღილკილოების ტარება უფლებამოსილებათა გარეშე - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას,  საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სასტიკ საყვედურს ან ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-242/](https://legali.ge/law/2565856/muxli-242/)

---

## მუხლი 243. სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი ვარცხნილობის ტარება

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი ვარცხნილობის ტარება, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი თმის ვარცხნილობა, გაუპარსავი ყოფნა, წვერ-ულვაშის მიუღებელი ვარცხნილობები - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას,  სასტიკ საყვედურს ან ხელფასიდან 5 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-243/](https://legali.ge/law/2565856/muxli-243/)

---

## მუხლი 244. სამკაულების ტარება

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამკაულების ტარება, ე.ი. კადრის ოფიცრისათვის მიუღებელი სამკაულების (მათ შორის, პირსინგის) ტარება - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას,  სასტიკ საყვედურ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-244/](https://legali.ge/law/2565856/muxli-244/)

---

## მუხლი 245. საბუთების გაყალბება

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

საბუთების გაყალბება, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ შესაბამის ხელმისაწვდომ დოკუმენტაციაში მცდარი მონაცემების შეტანა, რომელიც არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას,  გაფრთხილებას არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის შესახებ ან სამსახურიდან დათხოვნა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-245/](https://legali.ge/law/2565856/muxli-245/)

---

## მუხლი 246. სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის) ტერიტორიის დაბინძურება

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის) ტერიტორიის დაბინძურება - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სასტიკ საყვედურს, ან ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-246/](https://legali.ge/law/2565856/muxli-246/)

---

## მუხლი 247. არაეთიკური ქცევა სამხედრო ნაწილში, მწყობრში, სამხედრო მოსამსახურეთა კრებაზე, სემინარზე, სწავლებაზე, კონფერენციასა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. არაეთიკური ქცევა სამხედრო ნაწილში, მწყობრში, სამხედრო მოსამსახურეთა კრებაზე, სწავლებაზე, სემინარზე, კონფერენციაზე და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ მიუღებელი ფრაზებით, ჟესტიკულაციით ან ჟარგონებით საუბარი, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 5 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-247/](https://legali.ge/law/2565856/muxli-247/)

---

## მუხლი 248. ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის წესების დარღვევა

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის წესების დარღვევა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ მასზე ტაბელით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ან მოვლის წესების დარღვევა, რასაც შეიძლება მოყვეს მისი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 15 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-248/](https://legali.ge/law/2565856/muxli-248/)

---

## მუხლი 249. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება არადანიშნულებისამებრ

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება არადანიშნულებისამებრ, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა არადანიშნულებისამებრ, რასაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგი,  გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, გაფრთხილებას არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის შესახებ ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სამსახურიდან დათხოვნა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-249/](https://legali.ge/law/2565856/muxli-249/)

---

## მუხლი 250. ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა, რასაც არ გამოუწვევია მძიმე შედეგი,  გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას,  საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-250/](https://legali.ge/law/2565856/muxli-250/)

---

## მუხლი 251. არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ სამხედრო ფორმის ტანსაცმლით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით ან გაფრთხილებას არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის შესახებ.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სამსახურიდან დათხოვნა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-251/](https://legali.ge/law/2565856/muxli-251/)

---

## მუხლი 253. დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის) ტერიტორიაზე დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რასაც შეიძლება გამოეწვია მძიმე შედეგი - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სასტიკ საყვედურს ან ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, გაფრთხილებას არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის შესახე

[https://legali.ge/law/2565856/muxli-253/](https://legali.ge/law/2565856/muxli-253/)

---

## მუხლი 254. უკანონო ბრძანების გაცემა

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. უკანონო ბრძანების გაცემა - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას,  გაფრთხილებას არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის შესახებ ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სამსახურიდან დათხოვნა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-254/](https://legali.ge/law/2565856/muxli-254/)

---

## მუხლი 255. თამბაქოს მოწევა

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. თამბაქოს მოწევა, გარდა სპეციალურად ამისთვის გამოყოფილი ადგილისა - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას,  საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-255/](https://legali.ge/law/2565856/muxli-255/)

---

## მუხლი 257. სამსახურში დაგვიანება

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამსახურში დაგვიანება, ე.ი. კადრის ოფიცრის სამსახურში არასაპატიო მიზეზით სამუშაო დროის პერიოდში დაგვიანება - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას,  საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით.

შენიშვნა: ამ მუხლის მიხედვით, სამსახურში დაგვიანებად ითვლება:

ა) სამსახურში გამოცხადება სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 15 წუთიდან 2 საათამდე დაგვიანებით;

ბ) სამსახურში კალენდარული წლის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 15 წუთამდე დაგვიანებით გამოცხადების მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-257/](https://legali.ge/law/2565856/muxli-257/)

---

## მუხლი 258. სამსახურში გამოუცხადებლობა

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამსახურში გამოუცხადებლობა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას,  სასტიკ საყვედურს.

2.  იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 15 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით ან გაფრთხილებას არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის გამო.

შენიშვნა: ამ მუხლის მიხედვით, სამსახურში გამოუცხადებლობად ითვლება:

ა) სამსახურში გამოცხადება სამსახურში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე  2-დან 12 საათამდე დაგვიანებით, მაგრამ არა უგვიანეს სამუშაო დროის დასრულებისა;

ბ) კადრების განკარგულებაში ყოფნისას, უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურში გამოძახების შემთხვევაში, შეტყობინებაში მითითებულ დღეს სამუშაო დროის განმავლობაში გამოუცხადებლობ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-258/](https://legali.ge/law/2565856/muxli-258/)

---

## მუხლი 259. სამსახურის თვითნებური მიტოვება

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. კადრის ოფიცრის მიერ სამსახურის თვითნებური მიტოვება ორ დღე-ღამემდე ვადით, აგრეთვე, ნაწილში დანიშვნის, ნაწილიდან დათხოვნის ან გადაყვანის დროს, მივლინებიდან, შვებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან სამსახურში საპატიო მიზეზის გარეშე ორ დღე-ღამემდე ვადით გამოუცხადებლობა – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, გაფრთხილებას არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის შესახებ.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სამსახურიდან დათხოვნას.

შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ წესდების 257-ე და 258-ე მუხლებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის შემთხვევებზ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-259/](https://legali.ge/law/2565856/muxli-259/)

---

## მუხლი 260. სამხედრო სადისციპლინო წესდების დარღვევა

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. სამხედრო სადისციპლინო წესდების დარღვევა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ ამ წესდების 30-ე ან/და  56-ე მუხლების დარღვევა - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას,  საყვედურს.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 15 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-260/](https://legali.ge/law/2565856/muxli-260/)

---

## მუხლი 263. დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

1. დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას - საყვედურს.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას:

ა) ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას სამი თვის ვადით - არაერთგზის ჩადენილი პირველი ქმედებისათვის;

ბ) ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვას ექვსი თვის ვადით - არაერთგზის ჩადენილი მეორე და შემდგომი ქმედებისათვის.

შენიშვნა:

1. ფიზიკური ნორმატივები და მათი ჩაბარების პერიოდულობა დგინდება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მიერ.

2. სამხედრო მოსამსახურეზე ამ მუხლის მე-2 პუნქტი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში (მაგრამ არანაკლებ 1 თვისა), ვერ შეასრულებს დადგენილ ფიზიკურ ნორმატივებ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-263/](https://legali.ge/law/2565856/muxli-263/)

---

## მუხლი 264. ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის დადგენილი ნორმატივების შეუსრულებლობა

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის ნორმატივების შეუსრულებლობა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი საცეცხლე ნორმატივების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს ან ხელფასიდან 5 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-264/](https://legali.ge/law/2565856/muxli-264/)

---

## მუხლი 265. ატესტაციის გაუვლელობა

_თავი XVI — კადრის სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა_

ატესტაციის გაუვლელობა, ე.ი. ატესტაციის ჩაბარება არადამაკმაყოფილებელი შეფასებით - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სამსახურიდან დათხოვნას.

თავი XVII

დისციპლინური საქმეების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოები და დისციპლინური საქმეების ქვემდებარეო

[https://legali.ge/law/2565856/muxli-265/](https://legali.ge/law/2565856/muxli-265/)

---

## მუხლი 266. დისციპლინური საქმეების განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოები (თანამდებობის პირები)

_თავი XVII — დისციპლინური საქმეების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოები და დისციპლინური საქმეების ქვემდებარეობა_

დისციპლინურ საქმეებს განიხილავენ:

ა) რაიონული (საქალაქო) სასამართლოები;

ბ) სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, იმ სამხედრო მოსამსახურის მიმართ, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის სამთავრობო დაწესებულების სისტემაში (მათ შორის, შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში);

გ) სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი);

დ) სამთავრობო დაწესებულებაში შექმნილი სამანდატო კომისიებ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-266/](https://legali.ge/law/2565856/muxli-266/)

---

## მუხლი 268. სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი

_თავი XVII — დისციპლინური საქმეების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოები და დისციპლინური საქმეების ქვემდებარეობა_

1. სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი განიხილავს დისციპლინური გადაცდომის საქმეებს, გარდა ამ წესდების 267-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი), აგრეთვე, აღნიშნული აქტის საფუძველზე უფლებამოსილი პირი, განიხილავს დისციპლინური გადაცდომის საქმეებს, გარდა, ამ წესდების 267-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის

[https://legali.ge/law/2565856/muxli-268/](https://legali.ge/law/2565856/muxli-268/)

---

## მუხლი 269. სამანდატო კომისია

_თავი XVII — დისციპლინური საქმეების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოები და დისციპლინური საქმეების ქვემდებარეობა_

1. სამთავრობო დაწესებულების, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (მათ შორის, გენერალური  შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და ჯარის სახეობის სამანდატო კომისიები იქმნება შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. სამანდატო კომისია დაქვემდებარების მიხედვით განიხილავს დისციპლინური გადაცდომის საქმეებს, სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების, სამსახურიდან დათხოვნის და სასწავლებლიდან გარიცხვის ნაწილში და გადაწყვეტილების მისაღებად გადასცემს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელს.

3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სამანდატო კომისიამ შეიძლება განიხილოს ამ წესდებით გათვალისწინებული სხვა დისციპლინური გადაცდომის საქმეები.

4. სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, სამანდატო კომისიაზე განუხილველად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

თავი XVIII

დისციპლინური საქმეების წარმოების ზოგადი დებულებე

[https://legali.ge/law/2565856/muxli-269/](https://legali.ge/law/2565856/muxli-269/)

---

## მუხლი 270. დისციპლინური საქმის წარმოების ამოცანები

_თავი XVIII — დისციპლინური საქმეების წარმოების ზოგადი დებულებები_

დისციპლინური საქმის წარმოების ამოცანებია: ყოველი საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამორკვევა, მისი გადაწყვეტა კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით, გამოტანილი დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფა, აგრეთვე, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენა, დისციპლინურ გადაცდომათა თავიდან აცილება, სამხედრო მოსამსახურეთა აღზრდა კანონის დაცვის სულისკვეთებით,  კანონიერების განმტკიცებ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-270/](https://legali.ge/law/2565856/muxli-270/)

---

## მუხლი 271. დისციპლინური საქმის წარმოების დაწყების საფუძვლები

_თავი XVIII — დისციპლინური საქმეების წარმოების ზოგადი დებულებები_

1. დისციპლინური საქმის წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს:

ა) მეთაურის (უფროსის) შუამდგომლობა უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიმართ;

ბ) დაინტერესებული პირის საჩივარი ან შუამდგომლობა შესაბამისი ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელზე;

გ) დაზარალებულის საჩივარი ან შუამდგომლობა შესაბამისი ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელზე;

დ) ფიზიკური ან იურიდიული პირის საჩივარი ან შუამდგომლობა შესაბამისი ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელზე;

ე) საქარველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში - სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი) უფლებამოსილ პირთა  შუამდგომლობა დისციპლინური საქმის განმხილველი შესაბამისი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიმართ.

2. ანონიმური საჩივრები და შუამდგომლობები არ განიხილებ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-271/](https://legali.ge/law/2565856/muxli-271/)

---

## მუხლი 272. დისციპლინური საქმის წარმოების წესი

_თავი XVIII — დისციპლინური საქმეების წარმოების ზოგადი დებულებები_

1. დისციპლინური საქმის წარმოების წესი იმ ორგანოებში (თანამდებობის პირთა მიერ), რომლებიც უფლებამოსილნი არიან განიხილონ დისციპლინური საქმეები, განისაზღვრება ამ წესდებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

2. ამ თავის დებულებები, რომლებიც შეეხება დისციპლინური საქმის განხილვას სამანდატო კომისიის სხდომაზე და ამ სხდომის მიმდინარეობისას, არ ვრცელდება ბრძანებით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შემთხვევებზ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-272/](https://legali.ge/law/2565856/muxli-272/)

---

## მუხლი 273. გარემოებანი, რომლებიც გამორიცხავენ დისციპლინური საქმის წარმოებას

_თავი XVIII — დისციპლინური საქმეების წარმოების ზოგადი დებულებები_

დისციპლინური საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს და დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს:

ა) ღირსეული საქციელის ან დისციპლინური გადაცდომის არარსებობის გამო;

ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის ფსიქიკური აშლილობის გამო;

გ) თუ სამხედრო მოსამსახურე მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის ან აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში;

დ) წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდგენი აქტის გაუქმების გამო;

ე) იმ სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის გამო, რომლის მიმართ დაწყებული იყო საქმისწარმოება;

ვ) იმ სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო, რომლის მიმართ დაწყებული იყო საქმისწარმოებ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-273/](https://legali.ge/law/2565856/muxli-273/)

---

## მუხლი 274. დისციპლინური  საქმის განხილვა სამხედრო მოსამსახურეთა თანასწორობის საწყისებზე

_თავი XVIII — დისციპლინური საქმეების წარმოების ზოგადი დებულებები_

დისციპლინურ საქმეს განიხილავენ კანონისა და საქმის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის) წინაშე ყველა სამხედრო მოსამსახურის თანასწორობის საწყისებზე, წარმოშობის, სოციალური, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, რასობრივი და ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, საქმიანობის სახეობისა და ხასიათის, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა გარემოებათა მიუხედავა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-274/](https://legali.ge/law/2565856/muxli-274/)

---

## მუხლი 276. მტკიცებულებანი

_თავი XVIII — დისციპლინური საქმეების წარმოების ზოგადი დებულებები_

1. დისციპლინურ საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, ორგანო (თანამდებობის პირი) კანონით განსაზღვრული წესით, ადგენს ღირსეული საქციელის ან დისციპლინური გადაცდომის არსებობას ან არარსებობას, სამხედრო მოსამსახურის ბრალეულობას და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

2. დისციპლინური საქმის წარმოებისას მტკიცებულებად დაშვებულია:

ა) დისციპლინური  ოქმი;

ბ) წასახალისებელი ან დისციპლინურ პასუხისმგებლობაში მიცემული სამხედრო მოსამსახურის ახსნა-განმარტება;

გ) დაზარალებულის ან/და დაინტერესებული პირის ახსნა-განმარტება;

დ) მოწმეთა ახსნა-განმარტებები;

ე) ექსპერტის დასკვნა;

ვ) ნივთიერი მტკიცებულებები;

ზ) ნივთებისა და დოკუმენტების ამოღების ოქმები, აგრეთვე, სხვა დოკუმენტებ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-276/](https://legali.ge/law/2565856/muxli-276/)

---

## მუხლი 278. შესაბამისი თანამდებობის პირისათვის და საგამოძიებო ორგანოებისათვის   მასალების გადაცემა

_თავი XVIII — დისციპლინური საქმეების წარმოების ზოგადი დებულებები_

თუ საქმის განხილვის დროს ორგანო (თანამდებობის პირი) დაასკვნის, რომ დისციპლინური გადაცდომა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, იგი ვალდებულია მასალები გადასცეს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ან თანამდებობის პირს.

თავი XIX

მტკიცებულებათა სახეე

[https://legali.ge/law/2565856/muxli-278/](https://legali.ge/law/2565856/muxli-278/)

---

## მუხლი 279. დისციპლინური ოქმი

_თავი XIX — მტკიცებულებათა სახეები_

1. ღირსეული საქციელის ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, შედგება ოქმი საამისოდ უფლებამოსილი მეთაურის (უფროსის) მიერ, ხოლო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები ზემოაღნიშნულ ოქმს ადგენენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურის მიერ ღირსეული საქციელის, ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამოვლენის შემთხვევაში.

2. დისციპლინურ ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი, შემდგენის თანამდებობა, წოდება, სახელი და გვარი; მონაცემები ქმედების ჩამდენი სამხედრო მოსამსახურის შესახებ, ქმედების ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს წახალისებას ან პასუხისმგებლობას ქმედებისათვის; მოწმეთა, დაინტერესებულ პირთა ან/და დაზარალებულთა (თუკი არსებობენ) გვარები და მისამართები, სამხედრო მოსამსახურის ახსნა-განმარტება; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

3. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და ქმედების ჩამდენი; მოწმეები და დაზარალებულნი (თუკი არსებობენ).

4. იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. გადაცდომის ჩამდენს უფლება აქვს, წარმოადგინოს ოქმისათვის თანდართული ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

5. ოქმის შედგენისას, დისციპლინის დამრღვევ სამხედრო მოსამსახურეს განემარტება წესდების 293-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში.

6. ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს დისციპლინური საქმე.

7. თუ დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი სამხედრო მოსამსახურე სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას, მაშინ ოქმი არ შედგებ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-279/](https://legali.ge/law/2565856/muxli-279/)

---

## მუხლი 280. წასახალისებელი ან დისციპლინურ პასუხისმგებლობაში მიცემული სამხედრო მოსამსახურის ახსნა-განმარტება

_თავი XIX — მტკიცებულებათა სახეები_

1. წასახალისებელი ან დისციპლინურ პასუხისმგებლობაში მიცემული სამხედრო მოსამსახურის ახსნა-განმარტება არის სამხედრო მოსამსახურის მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, აგრეთვე, ინფორმაცია დისციპლინური საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მისთვის ცნობილი სხვა გარემოებების შესახებ.

2. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, მაგრამ ვალდებული არ არის, მისცეს ახსნა-განმარტებ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-280/](https://legali.ge/law/2565856/muxli-280/)

---

## მუხლი 281. დაზარალებულის ან/და დაინტერესებული პირის ახსნა-განმარტება

_თავი XIX — მტკიცებულებათა სახეები_

დაზარალებულის ან/და დაინტერესებული პირის ახსნა-განმარტება არის შეტყობინება ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს დისციპლინურ საქმეზე. დაზარალებულის ან/და დაინტერესებული პირის ახსნა-განმარტება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ ის მოწოდებული ფაქტის  წყაროს ვერ მიუთითებს, ან თუ დადგინდება, რომ მას, ფსიქიკური ავადმყოფობის, გონებრივი ჩამორჩენილობის ან მცირეწლოვნობის გამო, არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტებ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-281/](https://legali.ge/law/2565856/muxli-281/)

---

## მუხლი 282. მოწმეთა ახსნა-განმარტებები

_თავი XIX — მტკიცებულებათა სახეები_

მოწმეთა ახსნა-განმარტებები არის შეტყობინება ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს დისციპლინურ საქმეზე. მოწმის ახსნა-განმარტება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ ის მოწოდებული ფაქტის  წყაროს ვერ მიუთითებს, ან თუ დადგინდება, რომ მას, ფსიქიკური ავადმყოფობის, გონებრივი ჩამორჩენილობის ან მცირეწლოვნობის გამო, არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტებ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-282/](https://legali.ge/law/2565856/muxli-282/)

---

## მუხლი 283. ახსნა-განმარტების ზეპირი და წერილობითი ფორმა

_თავი XIX — მტკიცებულებათა სახეები_

1. დაზარალებული ან/და დაინტერესებული პირი, აგრეთვე, მოწმე, ახსნა-განმარტებას აყალიბებს ზეპირად. ახსნა-განმარტება შეაქვთ ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ აღნიშნული პირი და საქმის მწარმოებელი თანამდებობის პირი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ, წერილობით ჩამოაყალიბონ ახსნა-განმარტება.

3. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირს უჭირს სიტყვიერად აღწეროს მოვლენა, რომლის თვითმხილველიც იგი იყო, მას შეუძლია, თავისი ახსნა-განმარტების შესაბამისი ნაწილი ჩამოაყალიბოს სხვა ნიშნობრივი ფორმით, კერძოდ, ნახაზის, სქემის, ჩანახატის ან სხვა ამგვარი სახი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-283/](https://legali.ge/law/2565856/muxli-283/)

---

## მუხლი 285. ექსპერტის დასკვნა

_თავი XIX — მტკიცებულებათა სახეები_

1. ექსპერტის დასკვნა არის შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირის წერილობითი ინფორმაცია მის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიმდინარეობისა და დადგენილი ფაქტობრივი მონაცემების შესახებ.

2. ექსპერტის დასკვნაში მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს როგორც გამოკვლევით დადგენილ, ისე, ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე მიღებულ დასკვნას.

3. გამოკვლევის დროს ექსპერტის მიერ შესრულებული ფოტო და სხვა სურათი, გრაფიკი, ცხრილი, ნახაზი ექსპერტის დასკვნის შემადგენელი ნაწილია.

4. შედარებითი გამოკვლევის დროს ექსპერტის მიერ გაკეთებული ექსპერიმენტული ტყვიები, მასრები და სხვა ნიმუშები უნდა დაერთოს საქმეს, როგორც ნივთიერი მტკიცებულება.

5. ექსპერტის დასკვნა დგება იმ შემთხვევაშიც, როცა ექსპერტმა გამოკვლევა დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა კვლევის ობიექტების არასაკმარისობის ან არაკომპეტენტურობის გამო.

6. თუ გამოკვლევის დაწყებამდე ექსპერტი დარწმუნდება კვლევის ობიექტების არასაკმარისობაში ან განსახილველ საკითხთან მიმართებით საკუთარ არაკომპეტენტურობაში, იგი ადგენს აქტს იმის თაობაზე, რომ ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია და ამ აქტს, ექსპერტიზისათვის გაგზავნილ საგნებთან ერთად, უგზავნის ორგანოს, რომელმაც ექსპერტიზა დანიშნა. თუ მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე დონე ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ექსპერტს არა აქვს ამისთვის საჭირო ცოდნა, ხელსაწყოები და რეაქტივები, მას უფლება აქვს მიუთითოს, რომელ  სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში შეიძლება ასეთი ექსპერტიზის ჩატარებ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-285/](https://legali.ge/law/2565856/muxli-285/)

---

## მუხლი 286. ნივთიერი მტკიცებულება

_თავი XIX — მტკიცებულებათა სახეები_

1. ნივთიერი მტკიცებულება არის ნებისმიერი საგანი, რომელიც თავისი თვისებებითა და ნიშნებით, წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, მასზე დარჩენილი კვალით, დაკავშირებულია დისციპლინური საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ჭეშმარიტების დადგენას.

2. ნივთიერი მტკიცებულება არის დისციპლინური გადაცდომის ან ღირსეული საქციელის იარაღი, ქმედების საგანი ან მასზე დარჩენილი ქმედების კვალი, აგრეთვე, ყველა სხვა საგანი, რომელიც შეიძლება იყოს დისციპლინური გადაცდომის ან ღირსეული საქციელის აღმოჩენის საშუალება.

3. ნივთიერი მტკიცებულება საქმეზე დართვამდე უნდა შემოწმდეს და დაილუქოს დამსწრეთა თანდასწრებით. შემოწმებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს საგნის (საგნების) ინდივიდუალური, ხოლო, თუ ამის შესაძლებლობა არ არის - გვარობითი ნიშნები. შემოწმების მიმდინარეობა და შედეგები აისახება ოქმში. ლუქის მოხსნა და ნივთიერი მტკიცებულების განმეორებითი შემოწმება ხდება დამსწრეთა მონაწილეობი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-286/](https://legali.ge/law/2565856/muxli-286/)

---

## მუხლი 287. ნივთებისა და დოკუმენტების ამოღების ოქმი, აგრეთვე, სხვა დოკუმენტები

_თავი XIX — მტკიცებულებათა სახეები_

1. მტკიცებულებები დისციპლინური საქმის წარმოებისას არის წესდებით გათვალისწინებული წესით საქმის წარმოებისას შედგენილი ოქმები.

2. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს დისციპლინური საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის საჭირო ცნობებს. დოკუმენტი შეიძლება მომდინარეობდეს როგორც იურიდიული, ასევე, ფიზიკური პირისაგან.

3. დოკუმენტად ითვლება წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით, ან/და ფოტო, კინო, ვიდეო, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან ტექნიკური საშუალების გამოყენებით, თუკი ამასთანავე დაცულია წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები. დოკუმენტს აქვს მტკიცებულების მნიშვნელობა, თუ ცნობილია მისი წარმომავლობის წყარო და შესაძლებელია მისი უტყუარობის შემოწმება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა მეშვეობით.

4. თუ ამოღებული და საქმეზე დართული დოკუმენტი საჭიროა მიმდინარე აღრიცხვის, ანგარიშგებისა და სხვა მართლზომიერი მიზნებისათვის, ის ან მისი ასლი შეიძლება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს ან გადაეცეს დროებით გამოსაყენებლად, თუკი ეს საქმისათვის საზიანო არ იქნება.

თავი XX

ადმინისტრაციული დაკავება, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმე

[https://legali.ge/law/2565856/muxli-287/](https://legali.ge/law/2565856/muxli-287/)

---

## მუხლი 288. დისციპლინური საქმეების წარმოების უზრუნველყოფის ზომები

_თავი XX — ადმინისტრაციული დაკავება, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა_

1. ზემოქმედების სხვა ზომების ამოწურვის შემთხვევაში, დისციპლინურ გადაცდომათა  აღსაკვეთად, პირის დასადგენად, დისციპლინური ოქმის შესადგენად (თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ შეუძლებელია მისი ადგილზე შედგენა), საქმის დროულად და სწორად განხილვისა და დისციპლინურ საქმეებზე მიღებულ დადგენილებათა აღსრულების უზრუნველსაყოფად, დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-288/](https://legali.ge/law/2565856/muxli-288/)

---

## მუხლი 289. ადმინისტრაციული დაკავება

_თავი XX — ადმინისტრაციული დაკავება, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა_

1. ადმინისტრაციული დაკავება წარმოებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. ადმინისტრაციული დაკავების შესახებ დგება ოქმი.

2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დაკავებული პირის თხოვნით მის ადგილსამყოფელს აცნობებენ ნათესავებს, ადმინისტრაციას, სამუშაო თუ სწავლის ადგილის მიხედვი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-289/](https://legali.ge/law/2565856/muxli-289/)

---

## მუხლი 290. პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა

_თავი XX — ადმინისტრაციული დაკავება, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა_

1. პირადი გასინჯვა წარმოებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. პირადი გასინჯვა შეუძლია აწარმოოს საამისოდ უფლებამოსილმა პირმა, რომელიც გასასინჯი პირის სქესისაა, იმავე სქესის ორი პირის თანდასწრებით.

2. პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის შესახებ შედგება ოქმი, ან/და დისციპლინური დაკავების ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-290/](https://legali.ge/law/2565856/muxli-290/)

---

## მუხლი 291. ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა

_თავი XX — ადმინისტრაციული დაკავება, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა_

1. დაკავების, პირადი გასინჯვის ან ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილ ნივთებსა და დოკუმენტებს, რომლებიც წარმოადგენენ დისციპლინური გადაცდომის იარაღს ან უშუალო ობიექტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირს ჩამოართმევენ ამ წესდებით განსაზღვრული თანამდებობის პირები. ჩამორთმეულ ნივთებსა და დოკუმენტებს დისციპლინური საქმის განხილვამდე ინახავენ იმ ორგანოების (თანამდებობის პირთა) მიერ განსაზღვრულ ადგილას, რომლებსაც ნივთების და დოკუმენტების ჩამორთმევის უფლება აქვთ, ხოლო საქმის განხილვის შედეგების მიხედვით, მათ, დადგენილი წესით, გაუკეთებენ კონფისკაციას ან დაუბრუნებენ მფლობელს, ან/და გაანადგურებენ, ხოლო სასყიდლით ჩამორთმევის შემთხვევაში - რეალიზაციას გაუკეთებენ.

2. ამ წესდებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, მეთაურს (უფროსს), აგრეთვე, უფლებამოსილ თანამშრომლებს უფლება აქვთ, სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური საქმის განხილვამდე, ჩამოართვან ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე საბრძოლო მასალები, რის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი ჩამორთმეული იარაღის მარკის ან მოდელის, კალიბრის, სერიისა და ნომრის, საბრძოლო მასალების რაოდენობისა და სახეობების აღნიშვნით. იმ სამხედრო მოსამსახურის მიმართ, რომელმაც დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს, ნივთების ჩამორთმევა და პირადი გასინჯვა გამოიყენება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებშ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-291/](https://legali.ge/law/2565856/muxli-291/)

---

## მუხლი 292. ადმინისტრაციული დაკავების,  პირადი გასინჯვის, ნივთების გასინჯვისა  და  დოკუმენტების ჩამორთმევის გასაჩივრება

_თავი XX — ადმინისტრაციული დაკავება, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა_

ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და დოკუმენტების ჩამორთმევა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოებში (თანამდებობის პირთან) ან სამანდატო კომისიაში.

თავი XXI

დისციპლინური საქმის წარმოებაში მონაწილე პირე

[https://legali.ge/law/2565856/muxli-292/](https://legali.ge/law/2565856/muxli-292/)

---

## მუხლი 293. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული სამხედრო მოსამსახურეების   უფლებები  და  მოვალეობები

_თავი XXI — დისციპლინური საქმის წარმოებაში მონაწილე პირები_

დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე საქმის წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით. დისციპლინური საქმე განიხილება იმ სამხედრო მოსამსახურის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია დისციპლინურ პასუხისგებაში. ამ სამხედრო მოსამსახურის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არსებობს ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-293/](https://legali.ge/law/2565856/muxli-293/)

---

## მუხლი 294. დაზარალებული

_თავი XXI — დისციპლინური საქმის წარმოებაში მონაწილე პირები_

1. დაზარალებულად მიიჩნევა პირი, რომელსაც დისციპლინურმა გადაცდომამ მიაყენა მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი.

2. დაზარალებულს უფლება აქვს, გაეცნოს საქმის ყველა მასალას, განაცხადოს შუამდგომლობები, გაასაჩივროს დისციპლინური საქმის გამო მიღებული დადგენილება.

3. დაზარალებული შეიძლება დაიკითხოს როგორც  მოწმე,  წესდების 297-ე მუხლის შესაბამისა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-294/](https://legali.ge/law/2565856/muxli-294/)

---

## მუხლი 295. კანონიერი წარმომადგენლები

_თავი XXI — დისციპლინური საქმის წარმოებაში მონაწილე პირები_

დაზარალებულის ინტერესები, რომლებიც არასრულწლოვნები ან ისეთი პირები არიან, რომლებსაც ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო, დისციპლინურ საქმეზე თავად არ შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი უფლებები, უფლება აქვთ, დაიცვან მათმა კანონიერმა წარმომადგენლებმა (მშობლები, მშვილებლები, მეურვეები, მზრუნველები

[https://legali.ge/law/2565856/muxli-295/](https://legali.ge/law/2565856/muxli-295/)

---

## მუხლი 297. მოწმე

_თავი XXI — დისციპლინური საქმის წარმოებაში მონაწილე პირები_

1. დისციპლინურ საქმეზე მოწმედ შეიძლება გამოძახებულ იქნეს ყველა პირი, რომელმაც შესაძლოა, რამე იცოდეს ამ საქმესთან დაკავშირებით დასადგენ გარემოებათა შესახებ.

2. მოწმე მოვალეა გამოცხადდეს დანიშნულ დროს იმ ორგანოს (თანამდებობის პირის) გამოძახებით, რომლის წარმოებაშიც იმყოფება საქმე, აცნობოს, თუ რა იცის საქმის შესახებ და უპასუხოს დასმულ შეკითხვებ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-297/](https://legali.ge/law/2565856/muxli-297/)

---

## მუხლი 298. ექსპერტი

_თავი XXI — დისციპლინური საქმის წარმოებაში მონაწილე პირები_

1. დისციპლინარული გადაცდომის საქმის წარმოებისას, საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინიშნება ექსპერტი.

2. ექსპერტი მოვალეა, გამოცხადდეს გამოძახებით და მისცეს ობიექტური დასკვნა მის წინაშე დაყენებული საკითხების შესახებ.

3. ექსპერტს უფლება აქვს:

ა) გაეცნოს საქმის იმ მასალებს, რომლებიც ექსპერტიზის საგანს შეეხება;

ბ) განაცხადოს შუამდგომლობები მისი დასკვნისათვის საჭირო დამატებითი მასალების გადაცემის შესახებ;

გ) ორგანოს (თანამდებობის პირის) ნებართვით, რომლის წარმოებაშიც იმყოფება დისციპლინური საქმე, პასუხისგებაში მიცემულ სამხედრო მოსამსახურეს, დაზარალებულს, მოწმეებს მისცეს შეკითხვები ექსპერტიზის საგნის შესახებ;

დ) დაესწროს საქმის განხილვა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-298/](https://legali.ge/law/2565856/muxli-298/)

---

## მუხლი 300. დისციპლინური საქმის მომზადება განსახილველად

_თავი XXII — დისციპლინური  საქმეების განხილვა_

დისციპლინური საქმის განსახილველად მომზადებისას, ორგანო (თანამდებობის პირი) წყვეტს შემდეგ საკითხებს:

ა) განეკუთვნება თუ არა აღნიშნული საქმის განხილვა მის კომპეტენციას;

ბ) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და დისციპლინური საქმის სხვა მასალები;

გ) საქმის განხილვის მონაწილე პირებს ეცნობათ თუ არა საქმის განხილვის დრო და ადგილი;

დ) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები;

ე) დაკმაყოფილდეს თუ არა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული სამხედრო მოსამსახურის, დაზარალებულის, კანონიერი წარმომადგენლების, ადვოკატის შუამდგომლობები;

ვ) დარღვეულია თუ არა ამ წესდებით გათვალისწინებული პროცედურა დისციპლინური საქმის წარმოების რომელიმე სტადიაზ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-300/](https://legali.ge/law/2565856/muxli-300/)

---

## მუხლი 303. დისციპლინური საქმეების განხილვის წესი

_თავი XXII — დისციპლინური  საქმეების განხილვა_

1. საქმის განხილვა იწყება სამანდატო კომისიის  შემადგენლობის გამოცხადებით ან აღნიშნული საქმის განმხილველი თანამდებობის პირის (მეთაურის (უფროსის)) წარდგენით.

2. სამანდატო კომისიის სხდომის თავმჯდომარე ან საქმის განმხილველი თანამდებობის პირი (მეთაური, უფროსი) აცხადებს, რომელი საქმე  განიხილება, ვის მიმართ განიხილება იგი, საქმის განხილვის მონაწილე პირებს განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს, საჯაროდ კითხულობს დისციპლინურ ოქმს, სხდომაზე მოუსმენენ საქმის განხილვის მონაწილე პირებს, გამოიკვლევენ მტკიცებულებებს და გადაწყვეტენ შუამდგომლობებ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-303/](https://legali.ge/law/2565856/muxli-303/)

---

## მუხლი 304. დისციპლინური საქმეების განხილვისას გამოსარკვევი გარემოებანი

_თავი XXII — დისციპლინური  საქმეების განხილვა_

ორგანო (თანამდებობის პირი) დისციპლინური საქმეების განხილვისას მოვალეა, დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ღირსეული საქციელი ან ბრალეულია თუ არა სამხედრო მოსამსახურე დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი წახალისებას ან დისციპლინურ პასუხისმგებლობას, არსებობს თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, აგრეთვე - გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-304/](https://legali.ge/law/2565856/muxli-304/)

---

## მუხლი 305. სამანდატო კომისიის სხდომის ოქმი

_თავი XXII — დისციპლინური  საქმეების განხილვა_

1. სამანდატო კომისია  დისციპლინური  საქმის განხილვისას ადგენს ოქმს, რომელშიც აღინიშნება:

ა) სხდომის თარიღი და ადგილი;

ბ) საქმის განმხილველი სამანდატო კომისიის  დასახელება და შემადგენლობა;

გ) განსახილველი საქმის შინაარსი;

დ) ცნობა საქმის მონაწილე პირთა გამოცხადების შესახებ;

ე) საქმის განხილვის მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებები, შუამდგომლობანი და მათი განხილვის შედეგები;

ვ) საქმის განხილვის დროს გამოკვლეული დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი;

ზ) ცნობები მიღებული დადგენილების საჯაროდ წაკითხვისა და გასაჩივრების წესისა და ვადების განმარტების შესახებ.

2. სამანდატო კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივან

[https://legali.ge/law/2565856/muxli-305/](https://legali.ge/law/2565856/muxli-305/)

---

## მუხლი 306. დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილება

_თავი XXII — დისციპლინური  საქმეების განხილვა_

1. დისციპლინური საქმის განხილვის შემდეგ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს დადგენილება საქმეზე.

2. დადგენილება უნდა შეიცავდეს: დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელებას; საქმის განხილვის თარიღს; ცნობებს იმ სამხედრო მოსამსახურის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებებს; საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას; იმ ნორმატიული აქტის მითითებას, რომელიც ითვალისწინებს წახალისებას ან დისციპლინურ პასუხისმგებლობას მოცემული ქმედებისათვის.

3. თუ დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას უფლებამოსილი ორგანოები (თანამდებობის პირები) წყვეტენ ბრალეულის მიერ ქონებრივი ზარალის ანაზღაურების საკითხს, მაშინ საქმეზე მიღებულ დადგენილებაში აღინიშნება ასანაზღაურებელი ზარალის ოდენობა, მისი ანაზღაურების ვადა და წესი.

4. ამ წესდებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებისას დაკარგული, დაზიანებული თუ სხვა პირებისათვის გადაცემული ნივთების ღირებულება ანაზღაურდება მათი პირველადი საბალანსო ღირებულების (ნივთებზე დარიცხული ცვეთა მხედველობაში არ მიიღება) გათვალისწინებით.

5. საქმეზე მიღებულ დადგენილებაში უნდა გადაწყდეს ჩამორთმეული ნივთებისა და დოკუმენტების საკითხი.

6. სამანდატო კომისია  დადგენილებას მიიღებს სხდომის მონაწილე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

7. დისციპლინურ საქმეზე მიღებულ დადგენილებას ხელს აწერს საქმის განმხილველი თანამდებობის პირი, ხოლო სამანდატო კომისიის  დადგენილებას – თავმჯდომარე და მდივან

[https://legali.ge/law/2565856/muxli-306/](https://legali.ge/law/2565856/muxli-306/)

---

## მუხლი 307. დადგენილებათა სახეები

_თავი XXII — დისციპლინური  საქმეების განხილვა_

1. დისციპლინური საქმის განხილვის შემდეგ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი დადგენილება:

ა) წახალისების სახის შეფარდების შესახებ;

ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;

გ) საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

2. დადგენილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მიიღება წესდების  273-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობის შემთხვევაშ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-307/](https://legali.ge/law/2565856/muxli-307/)

---

## მუხლი 308. საქმეზე მიღებული დადგენილების გამოცხადება და დადგენილების ასლის ჩაბარება

_თავი XXII — დისციპლინური  საქმეების განხილვა_

1. საქმეზე მიღებული დადგენილება გამოცხადდება დაუყოვნებლივ, საქმის განხილვის დამთავრებისთანავე.

2. დადგენილების ასლი სამი დღის ვადაში ჩაბარდება ან გადაეგზავნება სამხედრო მოსამსახურეს, რომლის მიმართაც არის გამოტანილი აღნიშნული დადგენილება, აგრეთვე, დაზარალებულს - მისივე თხოვნით.

3. დადგენილების ასლი ჩაბარდება ხელწერილით. დადგენილების ასლის გაგზავნის შემთხვევაში, საქმეში კეთდება სათანადო ჩანაწერ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-308/](https://legali.ge/law/2565856/muxli-308/)

---

## მუხლი 309. წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ დადგენილების შეტყობინება

_თავი XXII — დისციპლინური  საქმეების განხილვა_

ორგანო (თანამდებობის პირი), რომელიც განიხილავს ამ წესდებით გათვალისწინებულ დისციპლინურ საქმეებს, ატყობინებს საკადრო ორგანოს დამრღვევის სამუშაო ან სწავლის ადგილზე, რათა მან შესაბამისი მონაცემები შეიტანოს სამხედრო მოსამსახურის პირად საქმეში არსებულ სამსახურებრივ ბარათში, რომლის ფორმას ამტკიცებს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო, თუ წახალისების სახედ ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გამოყენებულ იქნა ფულადი სანქციები ან წახალისების სახეები, მაშინ ატყობინებს შესაბამის საფინანსო სამსახურსა

[https://legali.ge/law/2565856/muxli-309/](https://legali.ge/law/2565856/muxli-309/)

---

## მუხლი 310. წინადადებები დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების აღმოფხვრის შესახებ

_თავი XXII — დისციპლინური  საქმეების განხილვა_

საქმის განმხილველ ორგანოს (თანამდებობის პირს), დისციპლინური გადაცდომის  ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების დადგენისას, შესაბამის სამთავრობო დაწესებულებაში, სამხედრო ქვედანაყოფში და თანამდებობის პირთან შეაქვს წინადადებები ამ მიზეზებისა და პირობების აღმოსაფხვრელად საჭირო ზომების მიღების შესახებ. აღნიშნული სამთავრობო დაწესებულების ქვედანაყოფები და თანამდებობის პირები მოვალენი არიან, წინადადების მიღების დღიდან ერთი თვის განმავლობაში გატარებულ ღონისძიებათა შესახებ აცნობონ წინადადების შემტან ორგანოს (თანამდებობის პირს).

თავი XXIII

დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრე

[https://legali.ge/law/2565856/muxli-310/](https://legali.ge/law/2565856/muxli-310/)

---

## მუხლი 312. დისციპლინურ საქმეზე დადგენილების გასაჩივრების წესი

_თავი XXIII — დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრება_

1. დისციპლინურ საქმეზე დადგენილება საჩივრდება ზემდგომ სამანდატო კომისიაში, რომლის გადაწყვეტილება, საჩივრდება მხოლოდ სასამართლოში.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ამ წესდების 268-ე მუხლით გათვალისწინებულ საქმისწარმოებებზე მიღებული დადგენილებები სასამართლოში გასაჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საჩივარი შეიტანება იმ ორგანოში (თანამდებობის პირთან), რომელმაც გამოიტანა დადგენილება დისციპლინურ საქმეზე, თუკი საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შესული საჩივარი, საქმესთან ერთად, სამი დღე-ღამის განმავლობაში გადაეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომლის სახელზეც არის შეტანილი და რომელიც, ამ მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია განიხილოს აღნიშნული საჩივარ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-312/](https://legali.ge/law/2565856/muxli-312/)

---

## მუხლი 313. დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების ვადა

_თავი XXIII — დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრება_

დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, ეს ვადა შეიძლება აღადგინოს საჩივრის განსახილველად უფლებამოსილმა ორგანომ (თანამდებობის პირმა) იმ სამხედრო მოსამსახურის განცხადების საფუძველზე, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილებ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-313/](https://legali.ge/law/2565856/muxli-313/)

---

## მუხლი 314. დადგენილების აღსრულების შეჩერება საჩივრის შეტანის გამო

_თავი XXIII — დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრება_

დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ დადგენილების აღსრულებას, მაგრამ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ან შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება ვალდებულია, აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-314/](https://legali.ge/law/2565856/muxli-314/)

---

## მუხლი 317. საჩივრის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილება დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილების შესახებ

_თავი XXIII — დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრება_

1. საჩივრის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი გადაწყვეტილება:

ა) დადგენილების უცვლელად, ხოლო საჩივრის – დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;

ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გადაგზავნის შესახებ;

გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;

დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ამ წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ, ამასთან, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ უნდა გამკაცრდეს.

2. თუ დადგენილება გამოიტანა ორგანომ (თანამდებობის პირმა), რომელიც არ იყო უფლებამოსილი გადაეწყვიტა საქმე, მაშინ ასეთი დადგენილება ცხადდება არარად და საქმე განსახილველად გადაეგზავნება კომპეტენტურ ორგანოს (თანამდებობის პირს).

3. დისციპლინურ საქმეზე არსებულ დადგენილებასთან დაკავშირებული საჩივრის გამო მიღებული გადაწყვეტილების ასლი სამი დღის ვადაში გაეგზავნება იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომლის მიმართაც იყო გამოტანილი აღნიშნული დადგენილება, აგრეთვე, დაზარალებულს – მისივე თხოვნი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-317/](https://legali.ge/law/2565856/muxli-317/)

---

## მუხლი 318. დადგენილების გაუქმებისა და დისციპლინური საქმის შეწყვეტის შედეგები

_თავი XXIII — დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრება_

1.  დადგენილების გაუქმება და დისციპლინური საქმის შეწყვეტა გამოიწვევს გადახდილი ფულადი თანხების და ჩამორთმეული საგნების დაბრუნებას, აგრეთვე, ადრე მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას. თუ საგნის დაბრუნება შეუძლებელია, ანაზღაურდება მათი ღირებულება.

2. ადმინისტრაციული პატიმრობის სახით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის უკანონოდ დაკისრების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის გავლის ვადა შეუმცირდება ადმინისტრაციულ პატიმრობაში გატარებული დროის ორმაგი ოდენობით ან დაუყონებლივ მიეცემა შვებულება ადმინისტრაციულ პატიმრობაში გატარებული დროის ერთმაგი ოდენობით.

თავი XXIV

წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის  დაკისრების შესახებ დადგენილებათა აღსრულე

[https://legali.ge/law/2565856/muxli-318/](https://legali.ge/law/2565856/muxli-318/)

---

## მუხლი 319. წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ დადგენილების სავალდებულობა

_თავი XXIV — წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის  დაკისრების შესახებ დადგენილებათა აღსრულება_

დადგენილება წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის  დაკისრების შესახებ შესასრულებლად სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოების, თანამდებობის პირებისა და სამხედრო მოსამსახურეთათვი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-319/](https://legali.ge/law/2565856/muxli-319/)

---

## მუხლი 320. დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა

_თავი XXIV — წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის  დაკისრების შესახებ დადგენილებათა აღსრულება_

1. დადგენილება წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ აღსრულდება მისი გამოტანის მომენტიდან, თუკი ამ წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ დადგენილების გასაჩივრების დროს, დადგენილება აღსრულდება საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ.

3. წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა ხდება დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიე

[https://legali.ge/law/2565856/muxli-320/](https://legali.ge/law/2565856/muxli-320/)

---

## მუხლი 321. წახალისების სახის შეფარდების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ დადგენილებათა აღსრულების წესი

_თავი XXIV — წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის  დაკისრების შესახებ დადგენილებათა აღსრულება_

დადგენილება წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ აღსრულდება საამისოდ უფლებამოსილი ორგანოების (თანამდებობის პირების), სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ამ წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი

[https://legali.ge/law/2565856/muxli-321/](https://legali.ge/law/2565856/muxli-321/)

---

## მუხლი 322. წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ დადგენილების აღსრულების გადადება

_თავი XXIV — წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის  დაკისრების შესახებ დადგენილებათა აღსრულება_

იმ გარემოებათა არსებობისას, რომელთა გამო წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ დადგენილების დაუყოვნებლივ აღსრულება შეუძლებელია, დადგენილების გამომტან ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია დადგენილების აღსრულების გადადებ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-322/](https://legali.ge/law/2565856/muxli-322/)

---

## მუხლი 323. წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის  დაკისრების შესახებ დადგენილების აღსრულების შეწყვეტა

_თავი XXIV — წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის  დაკისრების შესახებ დადგენილებათა აღსრულება_

წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი) დადგენილების აღსრულებას წყვეტს შემდეგ შემთხვევებში:

ა) წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდგენი აქტის გაუქმებისას;

ბ) სამხედრო მოსამსახურის  გარდაცვალებისას, რომლის მიმართ იყო გამოტანილი დადგენილებ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-323/](https://legali.ge/law/2565856/muxli-323/)

---

## მუხლი 324. დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა

_თავი XXIV — წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის  დაკისრების შესახებ დადგენილებათა აღსრულება_

წახალისების სახის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების  შესახებ დადგენილების გამომტან ორგანოს (თანამდებობის პირს) ეკისრება აღნიშნული დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა და კონტროლი.

თავი XXV

დადგენილების აღსრულების წარმოება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-324/](https://legali.ge/law/2565856/muxli-324/)

---

## მუხლი 325. დადგენილების აღსრულების წესი და ვადები ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში

_თავი XXV — დადგენილების აღსრულების წარმოება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში_

1.  წესდებით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს დაეკისრება  ქონებრივი ზარალის ანაზღაურება.

2. დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების შესახებ აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესდებისა და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების შესახებ წარმოადგენს შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტს.

4. ქონებრივი ზარალი დამრღვევმა უნდა აანაზღაუროს მისთვის დადგენილების ჩაბარებიდან არა უგვიანეს თხუთმეტი დღისა, ხოლო დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში – საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს თხუთმეტი დღის

[https://legali.ge/law/2565856/muxli-325/](https://legali.ge/law/2565856/muxli-325/)

---

## მუხლი 326. ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების  შეუსრულებლობის შედეგები

_თავი XXV — დადგენილების აღსრულების წარმოება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში_

წესდების 325-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში, ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების შეუსრულებლობისას, დავა განიხილება  კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი XXVI

სამსახურებრივი, თანამდებობრივი და წოდებრივი შეზღუდვე

[https://legali.ge/law/2565856/muxli-326/](https://legali.ge/law/2565856/muxli-326/)

---

## მუხლი 327. შეზღუდვები

_თავი XXVI — სამსახურებრივი, თანამდებობრივი და წოდებრივი შეზღუდვები_

1. სამხედრო მოსამსახურე არ შეიძლება სამსახურებრივად და/ან წოდებრივად დაწინაურდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.

2. საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში მყოფი ოფიცრები, რომელთა სამსახურის პერიოდში მიღებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის რაოდენობა აღემატება წახალისებათა რაოდენობას, კადრის სამსახურში არ მიიღებიან. კადრის სამხედრო სამსახურში მიღებული ოფიცრის სამსახურებრივი ბარათი ნადგურდება და იწარმოება ახალი სამსახურებრივი ბარათი.

3. კადრის ოფიცრები, რომელთა კადრის სამსახურის პერიოდში მიღებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის რაოდენობა აღემატება წახალისებათა რაოდენობას, არ მიენიჭება უმაღლესი სამხედრო წოდება და არ დაინიშნება თანამდებობაზე, რომლისთვისაც გათვალისწინებულია უმაღლესი სამხედრო წოდების მინიჭებ

[https://legali.ge/law/2565856/muxli-327/](https://legali.ge/law/2565856/muxli-327/)
