1. სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის მიერ სასწავლებლის ტერიტორიის (სასწავლო სამეურნეო შენობა-ნაგებობების) დაბინძურება, აგრეთვე, სასწავლო ინვენტარზე, სასწავლებლის შენობა–ნაგებობებზე და მსმენლისათვის/იუნკერისათვის მინდობილ სხვა ქონებაზე ნებართვის გარეშე წარწერების, სანიშნების გაკეთება, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 10 საკრედიტო ქულამდე გამოკლებას.
2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 10 საკრედიტო ქულიდან 30 საკრედიტო ქულამდე გამოკლებას ან მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევას და დაზიანების აღმოფხვრას პირადი სახსრები