1. სამთავრობო დაწესებულების, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (მათ შორის, გენერალური  შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და ჯარის სახეობის სამანდატო კომისიები იქმნება შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. სამანდატო კომისია დაქვემდებარების მიხედვით განიხილავს დისციპლინური გადაცდომის საქმეებს, სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების, სამსახურიდან დათხოვნის და სასწავლებლიდან გარიცხვის ნაწილში და გადაწყვეტილების მისაღებად გადასცემს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელს.

3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სამანდატო კომისიამ შეიძლება განიხილოს ამ წესდებით გათვალისწინებული სხვა დისციპლინური გადაცდომის საქმეები.

4. სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, სამანდატო კომისიაზე განუხილველად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

თავი XVIII

დისციპლინური საქმეების წარმოების ზოგადი დებულებე