1. ღირსეული საქციელის ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, შედგება ოქმი საამისოდ უფლებამოსილი მეთაურის (უფროსის) მიერ, ხოლო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები ზემოაღნიშნულ ოქმს ადგენენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურის მიერ ღირსეული საქციელის, ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამოვლენის შემთხვევაში.
2. დისციპლინურ ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი, შემდგენის თანამდებობა, წოდება, სახელი და გვარი; მონაცემები ქმედების ჩამდენი სამხედრო მოსამსახურის შესახებ, ქმედების ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს წახალისებას ან პასუხისმგებლობას ქმედებისათვის; მოწმეთა, დაინტერესებულ პირთა ან/და დაზარალებულთა (თუკი არსებობენ) გვარები და მისამართები, სამხედრო მოსამსახურის ახსნა-განმარტება; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
3. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და ქმედების ჩამდენი; მოწმეები და დაზარალებულნი (თუკი არსებობენ).
4. იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. გადაცდომის ჩამდენს უფლება აქვს, წარმოადგინოს ოქმისათვის თანდართული ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
5. ოქმის შედგენისას, დისციპლინის დამრღვევ სამხედრო მოსამსახურეს განემარტება წესდების 293-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში.
6. ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს დისციპლინური საქმე.
7. თუ დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი სამხედრო მოსამსახურე სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას, მაშინ ოქმი არ შედგებ