„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2625
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.002.160
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 3, 16/01/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;

გ) ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50 პროცენტით;

დ) პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები – 50 პროცენტით;

ე) უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა;

ვ) 16 წლამდე ასაკის პირები – 50 პროცენტით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 30 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 28 დეკემბერი.

№2625–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.12.2005.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2625. სარეგისტრაციო კოდი — 230.000.000.05.001.002.160.
სად არის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №2625, 28.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.002.160 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/25660/