ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი პირების დახმარების მიზნით გასატარებელი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ
მიღების თარიღი 24.10.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1918
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017911
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/11/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.10.2014 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1122 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 9 მაისის - ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი პირების დახმარების მიზნით გასატარებელი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:0in; line-height:110%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
span.BodyTextChar { }
p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;}
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1918
2014 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი პირების დახმარების მიზნით გასატარებელი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ
1. ეთხოვოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, არა უგვიანეს 2014 წლის 10 ნოემბრისა, შექმნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მიუსაფარ პირთა პრობლემებზე მომუშავე დროებითი კომისია.
2. დაევალოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს, მონაწილეობა მიიღონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მიუსაფარ პირთა პრობლემებზე მომუშავე დროებითი კომისიის მუშაობაში.
3. დაევალოს:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შპს „ქურთის საავადმყოფოსთან“ (პირველადი სამედიცინო (ამბულატორიული) დახმარება, პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტები, სამედიცინო პერსონალის მორიგეობა) და საერთაშორისო ჰუმანიტარულ კავშირ „კათარზისთან“ (გათბობა, კვება, საყოფაცხოვრებო და პირადი ჰიგიენის ნივთები, ადმინისტრაციული კონტროლი, სანიტარიული მომსახურება) შესაბამისი მომსახურებების გაგრძელება 2014 წლის 1 ოქტომბრიდან და ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონიძიებების დაფინანსება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიუსაფარ პირთა დროებითი თავშესაფრის (მოსკოვის გამზირის მიმდებარე ტერიტორია) (შემდგომში - დროებითი თავშესაფარი) ფუნქციონირებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების და საყოფაცხოვრებო მომსახურებების შესყიდვის განხორციელებამდე;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროებითი თავშესაფრის ტერიტორიაზე პატრულირების გაგრძელება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ლილოს ტერიტორიაზე მიუსაფარ პირთა მუდმივმოქმედი დროებითი თავშესაფრის (შემდგომში - მუდმივმოქმედი დროებითი თავშესაფარი) სრულად ამოქმედებამდე;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დროებითი თავშესაფრის გამართული ფუნქციონირებისათვის, დროებით თავშესაფარში საკვების დამზადების, ინვენტარით უზრუნველყოფის, დეზინფექციისა და სხვა ღონისძიებების განხორციელება მუდმივმოქმედი დროებითი თავშესაფრის სრულად ამოქმედებამდე.
4. ეთხოვოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, არა უგვიანეს 2014 წლის 10 ნოემბრისა, უზრუნველყოს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
ა) დროებითი თავშესაფრის გამართული ფუნქციონირებისა და მართვის სამოქმედო ინსტრუქციის შემუშავება;
ბ) დროებით თავშესაფარში მცხოვრები და ახლად ჩასახლებული პირების საჭიროებისათვის ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო შესყიდვა.
5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს უფლება, ამ განკარგულების მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო შესყიდვა შპს „ქურთის საავადმყოფოსა“ და საერთაშორისო ჰუმანიტარულ კავშირ „კათარზისისაგან“, აგრეთვე, დროებითი თავშესაფრის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია, ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე დააყენოს საკითხი დამატებითი თანხების გამოყოფის თაობაზე.
7. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მიუსაფარ პირთა პრობლემებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2013-2014 წლებში მიუსაფარი პირების დახმარების მიზნით გასატარებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის #1946 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი