„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- სახელმწიფო რეესტრის შესახებ 01.06.2004
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 16.06.2004, მუხ. 50) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. მე-10 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (შემდგომში – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო).“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სამოქალაქო რეესტრის სააგენტო აწარმოებს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო რეესტრს.“.
2. მე-11 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ეროვნული სააგენტოსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქმიანობის მეთოდურ ხელმძღვანელობას და მათ მიმართ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციების შესრულებას;“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:
„მუხლი 121. სამოქალაქო რეესტრის სააგენტო
1. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
2. სამოქალაქო რეესტრის სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.
3. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო.
5. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დაფინანსების წყაროები განისაზღვრება ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
6. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სარეგისტრაციო და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი გადასახდელების ოდენობა დგინდება საკანონმდებლო აქტებით.
7. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ფუნქციებია:
ა) დაბადების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის, მამის სახელის, გვარის, მოქალაქეობის შეცვლისა და გარდაცვალების ფაქტების რეგისტრაცია;
ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება, შეცვლა, აღდგენა და გაუქმება;
გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობებისა და ცნობების გაცემა;
დ) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;
ე) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, შესაბამისი პირადობისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა;
ვ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა და შეცვლა;
ზ) საინფორმაციო ბარათის გაცემა;
თ) საქართველოს მოქალაქეებზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობების გაცემა;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
4. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
5. მე-15 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:
„41. საქართველოს მთავრობამ არა უგვიანეს 2006 წლის 10 თებერვლისა უზრუნველყოს ამ კანონიდან გამომდინარე სათანადო ცვლილებებისა და დამატებების შეტანა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში.
42. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ არა უგვიანეს 2006 წლის 10 თებერვლისა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.“;
ბ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:
„ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ – არა უგვიანეს 2006 წლის 10 თებერვლისა;
ზ) სამოქალაქო რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ – არა უგვიანეს 2006 წლის 10 თებერვლისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 30 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 28 დეკემბერი.
№2627-რს