განჩინება შპს „ჯიქიას“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/395-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/395-11 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

 

2014 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი – შპს ,,ჯიქიას’’ რეაბილიტაციის მმართველი ლევან აფციაური

მოთხოვნა – კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რეაბილიტაციის მმართველის ლევან აფციაურის განცხადება კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2011 წლის 18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ჯიქიას” დირექტორმა ივანე ცაგურიამ და ითხოვა აღნიშნული საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. 2011 წლის 28 იანვრის განჩინებით განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა ირაკლი გაფრინდაშვილი, ხოლო 2011 წლის 21 სექტემბერს კრედიტორთა კრებაზე რეაბილიტაციის მმართველად დაინიშნა ლევან აფციაური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ჯიქიას’’ რეაბილიტაციის მმართველმა ლევან აფციაურმა, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: შპს „ჯიქიას“ საკუთრებაში არსებული კომერციული ფართების განაწილება კრედიტორებზე; შპს „ჯიქიას“ საკუთრებაში არსებული შპს „წყნეთი ჰაუსის" 100%-იანი წილის გაყიდვის ხელახლა განხილვა; შპს „ჯიქიას“ საკუთრებაში არსებული მიწის გაყიდვის საკითხის განხილვა; რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, თანდართული მასალები, მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.

 

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ჯიქიას’’ კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეული იქნეს 2014 წლის     7 ნოემბერს 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №2 შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. შპს „ჯიქიას“ საკუთრებაში არსებული კომერციული ფართების განაწილება კრედიტორებზე;

1.2. შპს „ჯიქიას“ საკუთრებაში არსებული შპს "წყნეთი ჰაუსის" 100%-იანი წილის გაყიდვის ხელახლა განხილვა;

1.3. შპს „ჯიქიას“ საკუთრებაში არსებული მიწის გაყიდვის საკითხის განხილვა;

1.4. რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზე www. tcc.gov.ge.  

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                  თამარ ჭუნიაშვილი