ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.11.2014
ძალის დაკარგვა 04.04.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13/49
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016239
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.03.2016
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13/49
2014 წლის 4 ნოემბერი
ქ. ფოთი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების
მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის
საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2013 წლის 30 აგვისტოს №16/21 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე თოფურია
დანართი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების
მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამართლებრივ საკითხებს და მათი განხილვის წესს.
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
საზოგადოების სულიერ, მორალურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ პროგრესს განაპირობებს საზოგადოების თითოეული წევრის ღვაწლი, მისი ცხოვრების სტილი და საქმიანობა, რაც განსაზღვრავს მის ადგილს საზოგადოებაში და საზოგადოების დამოკიდებულებას მის მიმართ. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება იქნება ერთგვარი ხელშემწყობი ფაქტორი ღვაწლმოსილ პიროვნებათა დამსახურების აღიარებისა და მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისათვის.
2.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური კუთვნილებისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებებისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივი, ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ.
3.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პიროვნებას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებთათვის.
4.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება დასტურია: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობის და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარების, აგრეთვე უანგარო სიქველისა და სიმამაცისათვის მოქალაქის პატივგებისა და აღიარებისა.
5.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე წყვეტს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოსთან შეთანხმებით.
მუხლი 2🔗.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს:
ა)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
ბ)
მუნიციპალიტეტის მერს;
გ)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
დ)
დადგენილი წესით რეგისტრირებულ საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს;
ე)
საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს.
2.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წარუდგენენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს:
ა)
საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
ბ)
ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები;
გ)
კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი, ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
დ)
შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს წარდგენილის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი, ორი ფოტოსურათი და წარდგენილის წერილობითი თანხმობა.
3.
დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი.
4.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ.
5.
საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისათვის წარდგენილ კანდიდატებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი წარუდგენს საკრებულოს შესათანხმებლად.
მუხლი 3🔗.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხდება წელიწადში ერთხელ, ,,ფაზისობის“ დღესასწაულთან ან 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
2.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას ახდენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოსთან შეთანხმებით.
3.
საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხდება საზეიმო ვითარებაში.
მუხლი 4🔗.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის უფლებები
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათით, რითაც სარგებლობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქე.
2.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, საკრებულოსთან შეთანხმებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეზე (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქისა) შესაძლებელია გაიცეს ერთჯერადი ფულადი ჯილდო არა უმეტეს 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
3.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეზე გაიცემა შესაბამისი მოწმობა.