შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 31.10.2014
ძალაში შესვლა 31.10.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №31/21
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016293
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/11/2014
matsne.gov.ge 563 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2014 მიღება
31.10.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით   ხელმოწერილია _____________________ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის სახელით     ხელმოწერილია _____________________
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს მთავრობასა და ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 09.02.2023 „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 29.09.2014 საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 27.01.2015 "საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% საქართველოს მთავრობას და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90%

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობა (შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი) მიიჩნევენ რა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას ურთიერთსასარგებლოდ ორივე ქვეყნისათვის; გამოთქვამენ რა სურვილს გააძლიერონ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის დარგში; აცნობიერებენ რა, რომ ამგვარი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს უკვე არსებული მეგობრული ურთიერთობების განვითარებას თანხმდებიან შემდეგზე:  მუხლი 1🔗 თანამშრომლობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, ხორბლის წარმოების, ბოსტნეულისა და ხილის მოყვანის, მცენარეთა დაცვის, კარანტინის, სურსათის უვნებლობის, მავნებლებთან ბრძოლის, მესაქონლეობის, მეფრინველეობის, ვეტერინარული ზედამხედველობის, ცხოველთა ჯანმრთელობის, ასევე მევენახეობა-მეღვინეობისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სფეროებში თანამშრომლობა განხორციელდება შემდეგი საშუალებებით: ა) მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკურ და ბიოლოგიურ მასალებზე მუშაობის პროცესში მიღებული გამოცდილების გაზიარება; ბ) კონსულტანტთა და ექსპერტთა გაცვლა; გ) სტაჟირების, სემინარების, კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზება; დ) სამმხრივი თანამშრომლობა (სხვა დონორ ქვეყნებთან ან საერთაშორისო დამფინანსებელ წყაროებთან) ბაზარზე ორიენტირებული ფერმების, წარმოებისა და მოსავლის გადამუშავების ჩათვლით, განვითარებისა და საბაზრო სისტემის სფეროში ქვერეგიონალური პროექტების შემუშავების მიზნით; ე) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ლოჯისტიკური ცენტრების მოწყობის სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარება და ამ დარგში ერთობლივი კერძო საინვესტიციო პროექტების წახალისება; ვ) ენოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; ზ) სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცვლა; თ) სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა და შესაძლო ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელება. მუხლი 2🔗  თითოეული მხარე, თავის ქვეყანაში მოქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, უზრუნველყოფს კანონიერი საშუალებების გამოყენებას წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მოპოვებულ ყველა სახის მასალაზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის მიზნით. არც ერთი მხარე არ გადასცემს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მოპოვებულ კომერციული ღირებულების მქონე კონფიდენციალურ ინფორმაციას მესამე მხარეს იმ მხარის წერილობითი ნებართვის გარეშე, რომლისგანაც მოპოვებულ იქნა აღნიშნული ინფორმაცია. ის მხარე, რომელიც კონფიდენციალურ ინფორმაციას უმჟღავნებს სხვა მხარეს, ვალდებულია ამგვარ ინფორმაციაზე გააკეთოს მკაფიო აღნიშვნა: კონფიდენციალური. მუხლი 3🔗 პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამშრომლობის განხორციელებისა და უწყვეტი კონტაქტების უზრუნველყოფის მიზნით, ორივე ხელშემკვრელი მხარის წარმომადგენლებისაგან შეიქმნება ერთობლივი კომისია. კომისია შეიკრიბება საჭიროებისამებრ, მონაცვლეობით თბილისსა და იერუსალიმში, თუ ხელშემკვრელ მხარეთა მიერ სხვა შეთანხმება არ იქნება მიღწეული. შეხვედრების თარიღი შეთანხმდება დიპლომატიური არხების მეშვეობით. ერთობლივი კომისია შეიმუშავებს შემდგომი პერიოდის სამუშაო გეგმას, უზრუნველყოფს ხელმძღვანელობას, შეაფასებს მიმდინარე საქმიანობას, ხელს შეუწყობს ორმხრივ თანამშრომლობას და განსაზღვრავს მის ფინანსურ მხარეს. მუხლი 4🔗  თუ მხარეები წერილობით სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, თითოეული მხარე თავად დაფარავს იმ ხარჯებს, რომლებიც მას წარმოეშობა წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით. მუხლი 5🔗 ამ შეთანხმების მიხედვით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სამინისტრო დაინიშნებიან როგორც მაკოორდინირებელი ორგანოები. მუხლი 6🔗 მხარეები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ თანამშრომლობის განხორციელებას წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, თავიანთი ეროვნული კანონმდებლობისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომლებიც მათ მიმართ ვრცელდება. მუხლი 7🔗  ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებათა გზით. მუხლი 8🔗 წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს ხუთი წლის ვადით და ძალაში შედის დიპლომატიური ნოტების გაცვლის დღიდან, რომლის მეშვეობითაც ხელშემკვრელი მხარეები წერილობით ატყობინებენ ერთმანეთს მათ მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი ყველა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ. თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე მოქმედებას არ შეუწყვეტს შეთანხმებას მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის არანაკლებ ექვსი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, შეთანხმება ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთი წლის ვადით. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა გავლენას არ იქონიებს უკვე დაწყებული საქმიანობის დამთავრებაზე. შეთანხმებაში შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები ან დამატებები ხელშემკვრელ მხარეთა შეთანხმებით. შეთანხმებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაში შევა მე-8 მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. შესრულებულია ქალაქ თბილისში, 2014 წლის 23 ივნისს, რომელიც შეესაბამება 5774 წლის __ __________ ებრაული კალენდრით, ორ დედნად - თითოეული ქართულ, ებრაულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილია _____________________ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის სახელით ხელმოწერილია _____________________