„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2631
სარეგისტრაციო კოდი
010.120.000.05.001.002.166
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 3, 16/01/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №8, ივნისი, 1993 წელი,  მუხ. 127) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უცხოელები, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან სხვა კანონიერ საფუძველზე 3 თვეზე მეტი ვადით, ითვლებიან საქართველოში დროებით მყოფებად და ვალდებული არიან დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციაში გაატარონ თავიანთი მოქმედი უცხოური პასპორტები ან მათი შემცვლელი დოკუმენტები და ქვეყანაში მათი ყოფნის ვადის ამოწურვისას გაემგზავრონ საქართველოდან.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 მუხლი:

     „მუხლი 321. უცხოელის საქართველოდან გასვლის ზოგადი მოთხოვნა

თუ 2006 წლის 1 ივნისამდე უცხოელი საქართველოს ტერიტორიას დატოვებს მისი კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 10 დღის განმავლობაში, მას არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2006 წლის 30 იანვრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 28 დეკემბერი.

№2631–რს

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.12.2005.
როდის იქნა მიღებული „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2631. სარეგისტრაციო კოდი — 010.120.000.05.001.002.166.
რამდენი მუხლისგან შედგება „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №2631, 28.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.120.000.05.001.002.166 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/25696/