„ემიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ემიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ემიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, ივლისი, 1993 წ., მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოქალაქე საქართველოდან ემიგრაციაში მიდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაცემული პასპორტით.“.
2. მე-7 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პასპორტის მისაღებად შუამდგომლობა დაინტერესებულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაქვს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.“;
ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. სახელმწიფო ორგანოების, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და უწყებების მონაცემები საქართველოს მოქალაქის საქართველოდან ემიგრაციასთან დაკავშირებით
საქართველოს მოქალაქის მიერ ემიგრანტის სტატუსის მოსაპოვებლად შუამდგომლობის განხილვისათვის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მოთხოვნით სახელმწიფო ორგანოები, ორგანიზაციები, დაწესებულებები და უწყებები ვალდებული არიან წარუდგინონ მას მონაცემები ამ კანონის მე-12 მუხლში მითითებული გარემოებების შესახებ.“.
4. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. ემიგრაციის სტატისტიკა
ემიგრაციის სტატისტიკას აწარმოებს სააგენტო.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 30 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 28 დეკემბერი.
№2632–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ემიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.12.2005.
- როდის იქნა მიღებული „ემიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „ემიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2632. სარეგისტრაციო კოდი — 010.140.010.05.001.002.167.
- სად არის „ემიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ემიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №2632, 28.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.140.010.05.001.002.167 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/25702/