1. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში საკრებულოს აპარატში და მერიაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მონაწილეობის უფლება აქვს საქართველო მოქალაქეს, რომელიც:
ა) ქმედუნარიანია - არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება მისი შეზღუდულქმედუნარიან პირად ან ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ;
ბ) ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;
გ) მიაღწია 18 წლის ასაკს;
დ) აქვს საშუალო განათლება მაინც.
2.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილია საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის დროს დაადგინოს სხვა ასაკი და მოთხოვნები
3. შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნულ პირს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავა