ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 06.11.2014
ძალის დაკარგვა 19.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.175.016032
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ტერიტორია K | IMG |
| I. ქ. მცხეთა მ.შ 1. ცენტრალური 2. შუალედური 3. პერიფერიული | 0.63 - - |
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2014 წლის 6 ნოემბერი
ქ. მცხეთა
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ’’ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1 და №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი
დანართი №1
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG X ITL X C X K, სადაც:
ა) CN - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნორმატიული ფასი.
ბ) IMG - არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქალაქ მცხეთისათვის შეადგენს 0,63-ს;
გ) ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;
გ) ა) ცენტრალური ზონისათვის - 70.02;
გ) ბ) შუალედური ზონისათვის - 63.65;
გ) გ) პერიფერიული ზონისათვის - 57.29;
დ) C - არის საქ. საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 421 -ს;
ტერიტორია K
IMG
ITL
C
K
შუალედური ზონის
ნორმატიული
ფასის %
N
CN
ლარი
I. ქ. მცხეთა მ.შ
1. ცენტრალური
2. შუალედური
3. პერიფერიული
0.63
-
-
1.1
1
0.9
0.24
-
-
421
-
-
110
100
90
70.02
63,65
57,29
დანართი №2
ქალაქ მცხეთის ერთსაფეხურიანი ზონირება
1. ცენტრალურ ზონაში (ბებრისციხიდან სადგურის ხიდამდე) მიწის ნორმატიული ფასი – 70.02 ლარი.
2. შუალედურ ზონაში (ღართიკარი და სადგურის დასახლება) მიწის ნორმატიული ფასი – 63.65 ლარი.
3. პერიფერიულ ზონაში (ნარეკვავი, არმაზი) მიწის ნორმატიული ფასი - 57.29 ლარი.