⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.01.2022)
გაუქმებულია:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.11.2014
ძალის დაკარგვა 28.01.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №902
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016379
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 139 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.11.2014 მიღება
28.01.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №902 2014 წლის 14 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და  მე-5 მუხლის  მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“  ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ლოგოს თანდართული ნიმუში. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე დანართი სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ლოგო სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ლოგო არის ლაჟვარდისფერ (ლურჯი) არშიიანი ჰერალდიკური ფარი, რომელზე გამოსახულ  ორ ლომსაც ხელთ უპყრია გლობუსის ფორმის მსოფლიოს გამომხატველი სიმბოლო. აღნიშნულ სიმბოლოზე შემოხვეულია გლობალური ქსელი. ემბლემის ცენტრში, ნაცრისფერ ფონზე გამოსახულია ფარი მასში მოთავსებული ციფრებით (ინფორმაციული და სატელეკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოების სიმბოლო).