ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.11.2014
ძალის დაკარგვა 05.10.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №პროგრამული კოდი
სარეგისტრაციო კოდი პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელება
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| პროგრამული კოდი | პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელება |
| წლიური გეგმა | მათ შორის: კვარტალების მიხედვით |
| I კვ. | II კვ. |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 03.10.2018
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2014 წლის 7 ნოემბერი
ქ. ოზურგეთი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების
წესის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.გ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი’’. თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე
დანართი №1
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების მექანიზმს.
მუხლი 2🔗.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები
1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით;
2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა დასაბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება;
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა);
4. ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში - მერი) სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
5. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ ქვეპროგრამის/ ღონისძიების დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელების შეცვლა, პროგრამული კოდის დამატება,)პროგრამულ კლასიფიკაციაში.
6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით წარედგინება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
მუხლი 3🔗.
ქალაქის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართავს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (შემდგომში - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური) ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. მიმართვაში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილ უნდა იქნას სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე.
2. მოთხოვნა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით იმ საბიუჯეტო ორგანიზაციის, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს ასიგნებები, ხელმძღვანელის ხელმოწერით.საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მერს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე.
4. გადანაწილების თაობაზე მერის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მერი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
5. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საბიუჯეტო ორგანიზაციამ საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულების დოკუმენტი იმ ასიგნებაზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა.
6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს მერის ბრძანების პროექტს ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. ბრძანების გამოცემის შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში,ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
7. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული გეგმის ცვლილების ცნობით (დანართი №2).
დანართი №2
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
გეგმის ცვლილების ცნობა №
20----- წლის ----- ----------------
----------------------------------------------------------------------------- (საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, ორგ.კოდი)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ცვლილების საფუძველი, სამართლებრივი აქტის თარიღი, ნომერი)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ცვლილების შინაარსი)
(ლარებში)
პროგრამული კოდი
პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელება
საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი
ცვლილების თანხა +/-
(გადიდებული, შემცირებული)
წლიური გეგმა
მათ შორის: კვარტალების მიხედვით
I კვ.
II კვ.
III კვ.
IV კვ.
ჯამი
დაფარვის ან მიმართვის წყარო:
1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება
2. სარეზერვო ფონდი
3. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი
4. დანარჩენი ცვლილება
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი: