⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.10.2015)
გაუქმებულია:

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.11.2014
ძალის დაკარგვა 12.10.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.171.016034
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 473 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.11.2014 მიღება
12.10.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 2014 წლის 7 ნოემბერი ქ. ოზურგეთი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის,  „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებას თანდართული დებულების   მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე დანართი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თავი I ზოგადი მოთხოვნები მუხლი 1🔗. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელეს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III, IV და VI თავები).  მუხლი 2🔗. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის  მოხელეთა ძირითადი მოთხოვნები განსაზღვრულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად. თავი II მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი მუხლი 3🔗. აპარატის უფროსი  აპარატის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.  მუხლი 4🔗. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 5🔗. საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.  თავი III მუნიციპალიტეტის მერია მუხლი 6🔗. მერის თანაშემწე მერის თანაშემწეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.  მუხლი 7🔗. მერიის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსი მერიის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.  მუხლი 8🔗. მერიის სტრუქტურული ერთეულის მთავარი სპეციალისტი მერიის სტრუქტურული ერთეულის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.