⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.09.2022)
გაუქმებულია:

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვის, სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურეობის და სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლების (მოსაკრებელის) გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 07.11.2014
ძალის დაკარგვა 09.09.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.171.016036
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,521 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.11.2014 მიღება
09.09.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვის, სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურეობის და სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლების (მოსაკრებელის) გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №36 2014 წლის 7 ნოემბერი ქ. ოზურგეთი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვის, სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურეობის და სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლების (მოსაკრებელის) გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს   24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვის, სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურეობის და სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლების (მოსაკრებელის) გადახდის წესი და ოდენობა.“ თანახმად დანართისა.  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე დანართი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ) ნებართვის, სახელმწი ფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურეობის და სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების ) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის ) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლების (მოსაკრებელის)   გადახდის წესი და ოდენობა თავი I ზოგადი დებულება მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის მიერ (შემდგომში – სამსახური) ასაშენებელი ობიექტის ნებართვის მოსაკრებელისა და მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის/ნაწილების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის (შემდგომში – მოსაკრებელი) შემოღების, მოსაკრებლის გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს. 2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ წესით, წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ. მუხლი 2🔗. მოსაკრებლის ცნება 1.მოსაკრებელი არის პირის მიერ ამ წესით დადგენილი ოდენობით, სამსახურის მიერ ასაშენებელი ობიექტის ნებართვისათვის ან მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) მომსახურების ვადების დაჩქარებისათვის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა 1.მოსაკრებლის შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა ხდება ამ წესით. 2. ამ წესით დადგენილი მოსაკრებელი მოიცავს ასაშენებელი ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს. 3. ამ წესით დადგენილი მოსაკრებელი მოიცავს დაჩქარებული მომსახურებისთვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს. 4. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა მათი დაფუძნებული იურიდიული პირებისა, თავისუფლდებიან ამ წესით დაწესებული მოსაკრებლის გადახდისგან. მუხლი 4🔗. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვის მოსაკრებელი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრისათვის განისაზღვროს 1(ერთი) ლარით. თავი II დაჩქარებული მომსახურება მუხლი 5🔗. დაჩქარებული მომსახურება 1. დაჩქარებული მომსახურება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს სამსახურის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ამ წესით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა. 2. სამსახური თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის მიერ წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, სამსახური ამ წესით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით. 4. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ წესით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახური ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი ვადებით. მუხლი 6🔗. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს: ბ) II კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 300 მ ​2 -ს; ა.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში  – 1000 ლარი; ა.ბ) განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში  – 500 ლარი; ა.გ) განცხადების მიღებიდან 3დღის ვადაში   -  200 ლარი ბ) III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ ​2 -მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის შენობა-ნაგებობისთვის; ბ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 2000 ლარი; ბ.ბ) განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში – 1000 ლარი; ბ.გ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 500 ლარი; გ) III კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 6000 მ ​2 -ს, გარდა ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობისა; გ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 2500 ლარი; გ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 1500 ლარი; გ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 1000 ლარი; დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი აღემატება 6000 მ ​2 -ს; დ.ა) განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში – 4500 ლარი; დ.ბ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 3500 ლარი; დ.გ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში – 1000 ლარი, 2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ ​2 -მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემაზე. 3. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.  მუხლი 7🔗. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტში ცვლილების შეტანის შესახებ დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა  1. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტში ცვლილების შეტანის შესახებ დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი  შეადგენს: ა) განცხადების მიღებიდან ერთი დღის ვადაში – 200 ლარი; ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 50 ლარი. 2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ ​2 -მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ აქტში ცვლილებების შეტანის შემთხვევებზე. მუხლი 8🔗. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი 1.  პროდუქტიის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის 25​1 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რადიაციული და ბირთვული ობიექტების მშენებლობისა)  სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს : I   კლასის შენობა-ნაგებობა     -  200 ლარი; II  კლასის შენობა-ნაგებობა     -  1500 ლარი; III კლასის შენობა-ნაგებობა     -  3000 ლარი; IV კლასის შენობა-ნაგებობა     -  5000  ლარი; მუხლი 9🔗. ვადის გამოთვლა 1. სამსახურის მიერ ამ წესით დადგენილი მომსახურების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები. 2. ამ წესით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სამსახურში რეგისტრაციისა და თანხის სრულად გადახდის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. 3. სამსახური უფლებამოსილია განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს დაჩქარებული მომსახურების გარეშე დაწყებული წარმოებიდან გასული ვადა. 4. სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში აღმოფხვრის შემთხვევაში, დაწესებული დაჩქარებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება თავიდან. მუხლი 10🔗. მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები 1. ამ წესით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ წესით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებელი. დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მოსაკრებლის გადახდის დამდასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია. 2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით. 3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.  5. მოსაკრებელი ჩაირიცხება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე. მუხლი 11🔗. გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება 1. თუ მოსაკრებელი გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, მოსაკრებლის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ წესით დადგენილ განაკვეთს შორის. 2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ: ა) სამსახური სათანადო საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე; ბ) დაინტერესებული პირი განცხადების წარგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას; გ) სამსახურმა მომსახურება არ განახორციელა ამ წესით დადგენილ ვადებში ან ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ უარი განაცხადა ამ წესით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე. 3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების ათვლის დასაწყისამდე. 4. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა მეტ ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების დასასრულამდე. 5. განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს ან ხელს შეუშლის სამსახურს ექსპლუატაციაში მისაღებად წარმოდგენილი შენობა-ნაგებობის ადგილზე დათვალიერებაში, განმცხადებელს დაჩქარებული მომსახურებისათვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.  6. ამ მუხლის 1-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა დაჩქარებული მომსახურებისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.  7. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც პირველი მომართვის შემდეგ დაჩქარებული მომსახურების წესით უარი ეთქვა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე და რომელიც იმავე შენობა-ნაგებობას არა უმეტეს ორჯერ წარადგენს სამსახურში ექსპლუატაციაში მიღებაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ან ვადაში იმავე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მისაღებად მესამედ და ა. შ. დაჩქარებული მომსახურების შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება თავიდან. 8. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.