ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისიის საჯარო აუქციონში და პირობებიან საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა, ნასყიდობის ხელშეკრულებების და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.11.2014
ძალის დაკარგვა 28.11.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.175.016035
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისიის საჯარო აუქციონში და პირობებიან საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა, ნასყიდობის ხელშეკრულებების და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმების დამტკიცების შესახებ
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2014 წლის 6 ნოემბერი
ქ. მცხეთა
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისიის საჯარო აუქციონში და პირობებიან საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “ 61-ე მუხლის მეორე პუნქტის და 120-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისიის საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდდეს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისიის პირობებიან საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდდეს საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ნასყიდობის ხელშეკრულებების ტიპური ფორმები, დანართი №4-ის და №5-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი
დანართი №1
ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისია
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №
„-------” „-------------------” ქ. მცხეთა
1. წინამდებარე ოქმი გაიცა
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები.
2. მასზე, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი ---------------------- /--------------------------------------------------/ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
3. შემდგომში პრივატიზების მიზნით ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისიის მიერ 20 წლის „-------” „-------------------------------” მოწყობილ აუქციონზე მის მიერ
შემოთავაზებული ფასის --------------------- /-----------------------------------------------/ ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში - მყიდველი) და მას წინამდებარე ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამის რეესტრიდან/მარეგისტრირებელი
ორგანოდან, მათ შორის, ინფორმაცია ქონების დატვირთვის თოაბაზე) ------- შემდგომში - ქონება
4. მყიდველი ვალდებულია:
აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საპრივატიზებო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე №
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. მყიდველს გადახდილი „ბე“ ეთვლება ანგარიშწორებისას.
6. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით დატვირთოს ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება.
7. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საპრივატიზებო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი "ბე" არ დაუბრუნდება.
8. წინამდებარე ოქმის გაფორმების შემდგომ, გამარჯვებულსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
9. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების მოწმობა.
10. მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის ქონების საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის, საკუთრების მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
11. წინამდებარე ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
12. წინამდებარე ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად; ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
13. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წიანმდებარე ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს მას.
14. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება თან ერთვის:
ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენილის მეშვეობით - წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კომისიის თავმჯდომარე / / / /
ხელმოწერა სახელი გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) / / / /
ხელმოწერა სახელი გვარი
ბ. ა.
დანართი №2
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისია
პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №
ქ. მცხეთა
„-------” „-------------------”
1. წინამდებარე ოქმი გაიცა
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
_________________________________________________________________________
_________________________________________________________________________
აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები.
2. მასზე, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი -------------------------- /----------------------------------------------------/ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
3. შემდგომში პრივატიზების მიზნით ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისიის მიერ 20 წლის „-------” „---------------------------” მოწყობილ აუქციონზე მის მიერ
შემოთავაზებული ფასის --------------------- /-----------------------------------------------------/ ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში - მყიდველი) და მას წინამდებარე ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამის რეესტრიდან/მარეგისტრირებელი
ორგანოდან, მათ შორის, ინფორმაცია ქონების დატვირთვის თაობაზე ) ------- შემდგომში - ქონება
4. მყიდველი ვალდებულია:
აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საპრივატიზებო თანხა) გადაიხადოს:
__________________________________________
________
_________________________________________________________________________
_________________________________________________________________________
_________________________________________________________________________
5. მყიდველს გადახდილი „ბე“ ეთვლება ანგარიშწორებისას.
6. მყიდველი ვალდებულია ჯეროვნად და დადგენილ ვადაში შეასრულოს შემდეგი პირობები:

7. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით დატვირთოს ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება.
8. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საპრივატიზებო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი "ბე" არ დაუბრუნდება.
9. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადსტურებამდე, ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო წინამდებარე ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ უნდა ეცნობოს გამყიდველს.
10. აღნიშნული ოქმის საფუძველზე გამარჯვებულსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის იდება ნასყიდობის ხელშკრულება.
11. წინამდებარე ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
12. წინამდებარე ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მყიდველის მიერ წინამდებარე ოქმის სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%.
13. წინამდებარე ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (წინამდებარე ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
14. მყიდველის მიერ საპრივატიზებო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების მოწმობა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
15. მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
16. მყიდველი ვალდებულია წინამდებარე ოქმით ნაკისრი ვალდებულებები, საკუთრების მოწმობის გაცემის შემდეგ აგრეთვე დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში.
17. წინამდებარე ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
18. წინამდებარე ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
19. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს მას.
20. წინამდებარე ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება თან ერთვის:
ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენილის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კომისიის თავმჯდომარე / / / /
ხელმოწერა სახელი გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) / / / / ხელმოწერა სახელი გვარი
ბ. ა.
დანართი №3
ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
საკუთრების მოწმობა
№ ------------
ეძლევა _____________________________________________________________________________
(მესაკუთრე და მისი მისამართი)
_____________________________________________________________________ მასზე,
რომ მას გადაეცა საკუთრებაში ____________________________________________________
(ქონების დასახელება და მისამართი)
საკადასტრო კოდი ____________________________ მიწის ფართობი ________________________
შენობა–ნაგებობის ფართობი _______________________________________________________
საფუძველი _____________________________________________________________________
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და ნასყიდობის ხელშეკრულების თარიღი და ნომერი
_____________________________________________________________________________________
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად. ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე ეგზემპლარი ინახება ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. მოწმობა ძალაშია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან და ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
გაცემულია 20 წელს „–––„ ––––––––––––––
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე
დანართი №4
ნასყიდობის ხელშეკრულება
(პირობებით გამოცხადებული აუქციონის საფუძველზე)
ქალაქი მცხეთა
------ -------------- წელი
ხელშეკრულების მხარეები:
ერთი მხრივ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე ------- ------- (პ/ნ---------) (შემდგომში ,,გამყიდველი“) და მეორე მხრივ, მოქალაქე ------- (პ/ნ-----------), (შემდგომში ,,მყიდველი”) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისიის --- წლის ---- ------- № პირობებით გამოცხადებული აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1🔗. ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში „გამყიდველი“ „მყიდველს“, რომელიც არის ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ---- --- --- წელს მოწყობილ საჯარო აუქციონიში გამარჯვებული პირი, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისიის --- წლის ---- ------- № პირობებით გამოცხადებული აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე გადასცემს ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ------------------------------------- ქონებას, შემდგომში „ხელშეკრულების საგანი“.
1.2. პრივატიზებული ქონება არის ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრება, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ------------- წლის ამონაწერით.
1.3. ქონების მახასიათებლებია:
მიწის საკადასტრო კოდი: № ---------------------------
სარეგისტრაციო ზონა: მცხეთა
მისამართი: ქალაქი მცხეთა --------------------
დაზუსტებული ფართობი: -----------------
შენობა-ნაგებობების მახასიათებლებია:-----------
ფართი კვ.მ---------
1.4 „ხელშეკრულების საგანი“ მყიდველს გადაეცემა შემდეგი საპრივატიზებო პირობებით:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
1.5 წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება „გამყიდველის“ მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
1.6 „გამყიდველი“ აცხადებს, რომ „ხელშეკრულების საგანი“ უფლებრივად უნაკლოა და შეესაბამება აუქციონის განაცხადში აღნიშნულ პირობებს, რასაც „მყიდველი“ არ ხდის სადავოდ და წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერით ადასტურებს.
1.7 ამ მუხლის მიზნებისათვის უფლებრივად უნაკლო მდგომარეობის ქვეშ „მხარეები“ გულისხმობენ იმას, რომ მესამე პირს არ შეუძლია წაუყენოს მოთხოვნები „მყიდველს“ „ხელშეკრულების საგნის“ გამო.
მუხლი 2🔗. ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების წესი
2.1 „მყიდველი“ ვალდებულია საჯარო აუქციონზე დაფიქსრირებული ქონების გამოსასყიდი საბოლოო საპრივატიზებო თანხა გადაიხადოს ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისისიის № აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში განსაზღვრული პირობებით: აუქციონის ჩატარებიდან ------------------- შემდეგ საბანკო ანგარიშზე №
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------
2.2 “ მყიდველს“ გადახდილი „ბე“ ეთვლება ანგარიშწორებისას.
2.3. თუ „მყიდველი“ დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საპრივატიზებო თანხას და არ შესრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ საპრივატიზებო პირობებს აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი "ბე" არ დაუბრუნდება.
მუხლი 3🔗. ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა
3.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ ხელმოწერისა და ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისისიის № აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან და ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემულ -- --- წლის საკუთრების მოწმობასთან ერთად საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ.
3.2 ხელშეკრულება მოქმედებს საკუთრების მოწმობის მოქმედების ვადით.
მუხლი 4🔗. მხარეთა უფლება-მოვალეობები
4.1. „გამყიდველს“ უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს „მყიდველისგან“ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
ბ) წინამდებარე ხელშეკრულების პირობების „მყიდველის“ მიერ უხეშად დარღვევის შემთხვევაში, ასევე სხვა პატივსადები მიზეზების არსებობისას მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა;
გ) „მყიდველის“ მიერ საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადახდისა და მასზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე „ხელშეკრულების საგნის“ გასხვისების, დაგირავების ან/და სხვაგვარად დატვირთვის გამოყენების შემთხვევაში მოითხოვოს მისი დაუყოვნებლივი შეწყვეტა;
დ) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, საკუთრების მოწმობის გაცემამდე ქონების „მყიდველის“ ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში, გონივრულ ვადაში „მყიდველს“ მოსთხოვოს გადაცემული ქონების აღდგენა, ზიანის ანაზღაურება, ასევე, მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა.
ე) „მყიდველზე“ საკუთრებაში გადასვლამდე „გამყიდველს“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს დაათვალიეროს და შეამოწმოს „ხელშეკრულების საგანი“, მიიღოს მასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
4.2. „გამყიდველი “ ვალდებულია:
ა) „მყიდველს“ გადასცეს უფლებრივად უნაკლო ნივთი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით.
ბ) თუ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი, რომელიც აუქცინოს გამოცხადებისა და ხელშეკრულების დადებისას არ ყოფილა „მყიდველისთვის“ ცნობილი, დაუყოვნებლივ გამოასწოროს იგი თავისი ხარჯებით უმნიშვნელო ნაკლი მხედველობაში არ მიიღება;
4.3. „მყიდველს “ უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს „გამყიდველს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადახდის შემდეგომ საკუთრების მოწმობის გონივრულ ვადაში გაცემა.
ბ) გააუმჯობესოს „ხელშეკრულების საგანი“ „გამყიდველის“ თანხმობით საკუთრებაში გადაცემამდე;
4.4. „მყიდველი“ ვალდებულია:
ა) გადაიხადოს გადასახადი წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით დადგენილი ოდენობით და დაიცვას ამავე მუხლით გაწერილი ანგარიშსწორების წესები;
ბ) შეასრულოს ყველა პიროება დადგენილ ვადაში;
გ) საკუთარი სახსრებით დაფაროს საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენისათვის გაწეული საზღაური;
დ) „გამყიდველის“ მიერ „მყიდველზე“ საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, „მყიდველის“ მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო წინამდებარე ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ უნდა ეცნობოს „გამყიდველს“.
მუხლი 5🔗. მხარეთა პასუხისმგებლობა და ფორსმაჟორი
5.1. მხარეები წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5.2 წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
5.3 თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში - გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
5.4 საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
5.5 მყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს.
5.6. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (წინამდებარე ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
5.7. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მხარეთა პასუხისმგებლობა არ დგება დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხევაში, თუკი ის პირდაპირ გავლენას ახდენს მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;
5.8 წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის, „დაუძლეველი ძალის“ ქვეშ მხარეები გულისხმობენ გარემოებებს (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, საომარი მდგომარეობა), რომელთა დადგომა ან/და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ.
მუხლი 6🔗. ხელშეკრულების შეწყვეტა
6.1. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) დადგენილ ვადაში საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობა;
ბ) ხელშეკრულების პირობების დარღვევა;
გ) ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზი უარის თქმა.
6.2. ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობისას, „მყიდველს“ „ბეს“ თანხა არ უბრუნდება და ხელშეკრულება უქმდება.
მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები
7.1. ხელშეკრულება იდება ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 (სამი) იდენტურ ეგზემპლარად. აქედან, თითო ეგზემპლარი გადაეცემა თითო მხარეს, ხოლო ერთი ეგზემპლარი ბარდება საჯარო რეესტრს.
7.2. მხარეები მიიღებენ ყველა ზომას, რათა მოლაპარაკების გზით გადაჭრილი იქნეს ყველა დავა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად - საერთო სასამართლოს მეშვეობით.
7.3. ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე სასარჩელო ხანდსაზმულობის ვადაა 3 (სამი) წელი.
7.4. საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე ხელშეკრულებით, წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერა
დანართი №5
ნასყიდობის ხელშეკრულება
ქალაქი მცხეთა -------- ----------- წელი
ხელშეკრულების მხარეები
ერთი მხრივ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე ------- ------- (პ/ნ---------) (შემდგომში - გამყიდველი) და მეორე მხრივ მოქალაქე ------- (პ/ნ-----------), (შემდგომში - მყიდველი) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისისიის --- წლის ---- ------- № აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე.
მუხლი 1🔗. ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში „გამყიდველი“, „მყიდველს“, რომელიც არის ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ---- --- --- წელს მოწყობილ საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისისიის --- წლის ---- ------- № აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე გადასცემს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ------------------------------------- ქონებას, შემდგომში „ხელშეკრულების საგანი“.
1.2. პრივატიზებული ქონება არის ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრება, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ------------- წლის ამონაწერით.
1.3. ქონების მახასიათებლებია:
მიწის საკადასტრო კოდი: № ---------------------------
სარეგისტრაციო ზონა: მცხეთა
მისამართი: ქალაქი მცხეთა --------------------
დაზუსტებული ფართობი: -----------------
შენობა-ნაგებობების მახასიათებლებია:-----------
ფართი კვ.მ---------
1.4. „გამყიდველი“ აცხადებს, რომ „ხელშეკრულების საგანი“ უფლებრივად უნაკლოა და შეესაბამება აუქციონის განაცხადში აღნიშნულ პირობებს რასაც „მყიდველი“ არ ხდის სადავოდ და წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერით ადასტურებს.
1.5 ამ მუხლის მიზნებისათვის უფლებრივად უნაკლო მდგომარეობის ქვეშ „მხარეები“ გულისხმობენ იმას, რომ მესამე პირს არ შეუძლია წაუყენოს მოთხოვნები „მყიდველს“ „ხელშეკრულების საგნის“ გამო.
მუხლი 2🔗. ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების წესი
2.1 „მყიდველი“ ვალდებულია საჯარო აუქციონზე დაფიქსირებული ქონების გამოსასყიდი საბოლოო საპრივატიზებო თანხა გადაიხადოს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისისიის № აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში განსაზღვრული პირობებით: აუქციონის ჩატარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე
№ --------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.2 „მყიდველს“ გადახდილი „ბე“ ეთვლება ანგარიშწორებისას.
2.3 თუ „მყიდველი“ დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საპრივატიზებო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი "ბე" არ დაუბრუნდება.
მუხლი 3🔗. ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა
3.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ ხელმოწერისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისისიის № აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან და ქ. მცხეთის მუნიციპლატეტის მერის მიერ გაცემულ -- --- წლის საკუთრების მოწმობასთან ერთად საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ.
3.2 ხელშეკრულება მოქმედებს საკუთრების მოწმობის მოქმედების ვადით.
მუხლი 4🔗. მხარეთა უფლება-მოვალეობები
4.1 „გამყიდველს“ უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს „მყიდველისგან“ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
ბ) წინამდებარე ხელშეკრულების პირობების „მყიდველის“ მიერ უხეშად დარღვევის შემთხვევაში, ასევე სხვა პატივსადები მიზეზების არსებობისას მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა;
გ) „მყიდველის“ მიერ საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადახდისა და მასზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე „ხელშეკრულების საგნის“ გასხვისების, დაგირავების ან/და სხვაგვარად დატვირთვის გამოყენების შემთხვევაში მოითხოვოს მისი დაუყოვნებლივი შეწყვეტა;
დ) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, საკუთრების მოწმობის გაცემამდე ქონების „მყიდველის“ ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში, გონივრულ ვადაში „მყიდველს“ მოათხოვოს გადაცემული ქონების აღდგენა, ზიანის ანაზღაურება, ასევე, მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა.
ე) „მყიდველზე“ საკუთრებაში გადასვლამდე „გამყიდველს“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს დაათვალიეროს და შეამოწმოს „ხელშეკრულების საგანი“, მიიღოს მასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
4.2. „გამყიდველი“ ვალდებულია:
ა) „მყიდველს“ გადასცეს უფლებრივად უნაკლო ნივთი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით:
ბ) თუ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი, რომელიც აუქცინოს გამოცხადებისა და ხელშეკრულების დადებისას არ ყოფილა „მყიდველისთვის“ ცნობილი, დაუყოვნებლივ გამოასწოროს იგი თავისი ხარჯებით. უმნიშვნელო ნაკლი მხედველობაში არ მიიღება.
4.3. „მყიდველს“ უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს „გამყიდველს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადახდის შემდეგომ საკუთრების მოწმობის გონივრულ ვადაში გაცემა;
ბ) გააუმჯობესოს „ხელშეკრულების საგანი“ „გამყიდველის“ თანხმობით საკუთრებაში გადაცემამდე.
4.4. „მყიდველი“ ვალდებულია:
ა) გადაიხადოს გადასახადი წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით დადგენილი ოდენობით და დაიცვას ამავე მუხლით გაწერილი ანგარიშსწორების წესები;
ბ) საკუთარი სახსრებით დაფაროს საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენისათვის გაწეული საზღაური;
მუხლი 5🔗. მხარეთა პასუხისმგებლობა და ფორსმაჟორი
5.1. მხარეები წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5.2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მხარეთა პასუხისმგებლობა არ დგება დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხევაში, თუკი ის პირდაპირ გავლენას ახდენს მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;
5.3. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის, „დაუძლეველი ძალის“ ქვეშ მხარეები გულისხმობენ გარემოებებს (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, საომარი მდგომარეობა), რომელთა დადგომა ან/და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ.
მუხლი 6🔗. ხელშეკრულების შეწყვეტა
6.1. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) დადგენილ ვადაში საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობა;
ბ) ხელშეკრულების პირობების დარღვევა;
გ) ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა.
6.2. ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობისას, „მყიდველს“ „ბეს“ თანხა არ უბრუნდება და ხელშეკრულება უქმდება.
მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები
7.1. ხელშეკრულება იდება ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 (სამი) იდენტურ ეგზემპლარად. აქედან, თითო ეგზემპლარი გადაეცემა თითო მხარეს, ხოლო ერთი ეგზემპლარი ბარდება საჯარო რეესტრს.
7.2. მხარეები მიიღებენ ყველა ზომას, რათა მოლაპარაკების გზით გადაჭრილი იქნეს ყველა დავა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად - საერთო სასამართლოს მეშვეობით.
7.3. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 ( სამი) წელი.
7.4. საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე ხელშეკრულებით, წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერა