„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№111/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016148
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №111/04

2014 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ცნობა დირექტორთა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ნასამართლობის შესახებ. ამ ქვეპუნქტის საფუძველზე ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.“.

2. მე-2 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. მისამართის ცვლილების ან/და ახალი ფილიალის/სერვისცენტრის გახსნის შემთხვევაში მისომ უნდა წარმოადგინოს ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის  „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი დოკუმენტაცია.“.

3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ვ“, და „თ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლებით, მისოს რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, მისოს მფლობელი მეწარმე სუბიექტი არ არის უფლებამოსილი ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს რეგისტრაციის გაუქმების თარიღიდან 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაცია გაუქმდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, მაშინ მისოს მფლობელი მეწარმე სუბიექტი არ არის უფლებამოსილი ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს იმ ვადის განმავლობაში, რა ვადითაც მას სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოერთვა შესაბამისი საქმიანობის უფლება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.11.2014.
როდის იქნა მიღებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 10.11.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №111/04. სარეგისტრაციო კოდი — 220090000.18.011.016148.
რამდენი მუხლისგან შედგება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.11.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №111/04, 10.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016148 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2571753/