კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.11.2014
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 010260040.35.149.016221
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2014
matsne.gov.ge 2,749 სიტყვა · ~14 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (3)
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ბუღაძე კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
კანდიდატის სახელი და გვარი
სუსტი 0-50 ქულა საშუალო 50-75 ქულა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო -საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 06.10.2014 აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 07.11.2014 ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის და ატესტაცისიის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 06.11.2014 ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 29.01.2015 ქურთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 20.10.2014

დოკუმენტის ტექსტი

კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №54 2014 წლის 7 ნოემბერი ქ. კასპი კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ     საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 36​1 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკუროს-საატესტაციო კომისიის დებულება“. დანართი №1 შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს კანდიდატის შეფასების, მოხელის დახასიათებისა და საატესტაციო ფურცლის ფორმები დანართი №2-ის, დანართი №3-ის და დანართი №4-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ინსტრუქციისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 ნოემბრის N28 დადგენილება (სსმ. ვებგვერდი, 25/11/2013; 010260040.35.149.016160). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ბუღაძე დანართი №1 კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო 1. ადგილობრივი   თვითმმართველობის   მოხელეთა   საკონკურსო-საატესტაციო    კომისიის   (შემდგომში -კომისია)   დებულება   აწესრიგებს   საკრებულოს   აპარატისა   და გამგეობის   მოხელეთა   კონკურსის   ან/და ატესტაციის პროცესს. 2. კასპის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისია იქმნება და საქმიანობს აღნიშნული დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსი (შემდგომში - კონკურსი) -საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაცია (შემდგომში  -  ატესტაცია)- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან; გ) კომისია - საკონკურსო-საატესტაციო კომისია, მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც მუშაობს როგორც კონკურსის პროცესში, ასევე ატესტაციის დროს.; დ) დაწესებულება  - თვითმმართველობის  ორგანო, რომელშიც ტარდება კონკურსი ან/და ატესტაცია. გამგეობა ან საკრებულოს აპარატი; ე) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-6 მუხლის თანახმად განსაზღვრული პირი, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 52-ე მუხლში მოცემული პირებისა. მუხლი 3🔗. კონკურსის ან/და ატესტაციის პრინციპები: კონკურსის ან/და ატესტაციის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) სამართლიანობა; გ) საჯაროობა; დ) გამჭვირვალობა; ე) არადისკრიმინაციულობა; ვ) ობიექტურობა; ზ) მიუკერძოებლობა; თ) კოლეგიალურობა ი) კორექტულობა; თავი II კომისია მუხლი 4🔗. კომისიის მიზანი და ფუნქციები 1.  კომისიის  საქმიანობის  მიზანია  დასაკავებელი  თანამდებობისადმი  წაყენებულ  მოთხოვნებთან კონკურსანტის ან დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან მოხელის შესაბამისობის შეფასება. 2. კომისიის ფუნქციებია: ა) ჩაატაროს კონკურსი ან ატესტაცია ამ დებულებით დადგენილი წესით; ბ) პირის პროფესიული  ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა  და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურის წარმართვა; გ) კონკურსის შედეგების მიხედვით, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენა ან წარდგენაზე უარის თქმა; დ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის/ატესტაციას  დაქვემდებარებული მოხელის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა. მუხლი 5🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა 1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს განკარგულებით ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულო. როგორც წესი კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება მუნიციპალიტეტის გამგებელი.  3. საკონკურსო-საატესტაციო  კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. 4. საკონკურსო-საატესტაციო  კომისიის  შემადგენლობაში  შედიან,  ასევე,  მოხელეთა პროფესიული  კავშირის წევრები და დამოუკიდებელი სპეციალისტები. დამოუკიდებელი  სპეციალისტი არ შეიძლება სამსახურებრივად  დაკავშირებული იყოს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან. კომისიის შემადგენლობაში შესაძლებელია მონაწილეობდნენ ადამიანური რესურსების მართვისთვის პასუხისმგებელი პირები. 5.  საკონკურსო-საატესტაციო   კომისიის  თავმჯდომარე  კომისიის  წევრებისგან  ნიშნავს  კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის კომისიის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში. 6. პირი არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო-საატესტაციო  კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევა კონკურსის შემთხვევაში და შეფასება ატესტაციის შემთხვევაში. 7. კომისიის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა. 8. შესაძლებელია კომისიის მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურება და იგი არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მოხელეთა ანაზღაურების საშუალო თვიურ ოდენობას. 9. კომისიის წევრი ვალდებულია,  კონკურსის ან/და ატესტაციის დაწყებამდე წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის ობიექტურად  შეფასებასა და მის მიმართ გადაწყვეტილების  მიუკერძოებლად  გამოტანაში. ასეთ შემთხვევაში კომისიის   წევრი,   ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს დასახელებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული, კომისიისათვის ცნობილი გახდება კონკურსის ან/და ატესტაციის მიმდინარეობისას, კომისიის შესაბამისი  წევრის მიერ გაკეთებული შეფასებები არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. მუხლი 6🔗. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა 1. პროფესიული პრინციპის მიხედვით, კომისია შეიძლება დაკომპლექტდეს სპეციალიზებული შემადგენლობით. 2. კომისიის სპეციალიზებულ შემადგენლობას და მის თავმჯდომარეს ნიშნავს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. 3. სპეციალიზებული კომისიის საქმიანობა ხორციელდება ამ დებულებით განსაზღვრული პრინციპებითა და პროცედურებით. მუხლი 7🔗. კომისიის მუშაობის წესი 1. კომისიის მუშაობის წესს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე, ამ დებულებიდან გამომდინარე. 2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ  არანაკლებ სამი/წევრისა. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა უბრალო უმრავლესობით. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმების თანაბრად განაწილების  შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. 5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 6. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის/მოადგილე. მუხლი 8🔗. საპრეტენზიო კომისია 1. კონკურსისა ან/და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, დაწესებულების ხელმძღვანელის (გამგებელი) ბრძანებით, იქმნება საპრეტენზიო კომისია. 2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს: ა) საკრებულოს თავმჯდომარე, როდესაც კონკურსი ან/და ატესტაცია ტარდება საკრებულოს აპარატში; ბ) გამგებელი, როდესაც კონკურსი ან/და ატესტაცია ტარდება გამგეობაში; გ) მუნიციპალიტეტის გამგებელი, როდესაც კონკურსი ან/და ატესტაცია ტარდება, როგორც   საკრებულოს აპარატში, ისე გამგეობაში. 3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში  შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის ან/და ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში. 4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება  წევრთა ნახევარზე მეტი,  კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო  უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. 7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ  საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. 8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 9. კონკურსის შემთხვევაში პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული   ეტაპის   შედეგების   გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო  დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. 10. ატესტაციის შემთხვევაში მოხელეს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება 3 (სამი) სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შედგება ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. 11. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით. მუხლი 9🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის აპარატი (სამდივნო) 1. კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია შექმნას კომისიის აპარატი (სამდივნო) (შემდგომში-აპარატი). 2. აპარატი კომისიის საქმიანობის ორგანიზების და ეფექტური წარმართვის მიზნით: ა) უზრუნველყოფს კონკურსსა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას; ბ) კონკურსანტების განცხადების მიღებას; გ) ამოწმებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატების მიერ წარმოდგენილი  დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას; დ) ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის დავალებებს; ვ) უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში შემოსული კორესპონდენციის   აღრიცხვას და სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზის შექმნას. 3. აპარატის შემადგენლობაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, შედიან ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ადამიანის რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სამსახურის თანამშრომლები. 4. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აპარატის ცალკეული ფუნქციების შესასრულებლად გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური  ბაზა და ადამიანური რესურსი. 5. კონკურსის ან ატესტაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აპარატი წყვეტს საქმიანობას. თავი III კონკურსი მუხლი 10🔗. კონკურსის მიზანი და ამოცანები 1. კონკურსის  მიზანია, ვაკანტური  თანამდებობის  მოთხოვნათა  გათვალისწინებით,  შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. 2. კონკურსის ამოცანები: ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) ვაკანტურ  თანამდებობაზე  დასანიშნი  კანდიდატების   შერჩევის  და  მათი  თანამდებობებზე  დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის,   ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება; დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა. მუხლი 11🔗. კონკურსის გამოცხადება 1. საჯარო კონკურსს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად კომისია უზრუნველყოფს ვაკანტური თანამდებობისთვის შეტყობინების მომზადებას, რომელიც ვრცელდება საჯარო სამსახურის ბიუროს  მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. 3. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს მუნიციპალიტეტი. 4. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობის დასახელებას; ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს; გ) შესასრულებელ სამუშაოს; დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას; ვ) შესაბამისი კომისიის მისამართს; ზ) კონკურსის ეტაპებს; თ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას; ი) კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმას; კ) დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, აისახოს სხვა ინფორმაციაც. მუხლი 12🔗. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა 1. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 2. შეტყობინების გამოქვეყნებიდან კანდიდატს ეძლევა არანაკლებ ათდღიანი ვადა განცხადების წარსადგენად. 3. კანდიდატს შეუძლია განცხადებაში შეიტანოს ცვლილება განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე. 4. კანდიდატს უფლება აქვს ერთდროულად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს ხუთ ვაკანსიაზე. მუხლი 13🔗. კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირი 1. კონკურსში  მონაწილეობის  უფლება აქვს საქართველოს  ქმედუნარიანიან  მოქალაქეს, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საკრებულოს მიერ დადგენილ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. მუხლი 14🔗. კონკურსის ჩატარების პროცედურა 1. კონკურსს ატარებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისია. 2. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს ოთხ (არანაკლებ სამ) შემდეგ ეტაპს:: ა) განცხადების გადარჩევა; ბ) წერითი დავალება; გ) ტესტირება; დ) გასაუბრება. 3. კონკურსის ჩატარების ფორმებს განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო  კომისია. მუხლი 15🔗. განცხადების გადარჩევა 1. განცხადების გადარჩევა წარმოადგენს პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით და სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმებას. 2. კომისიის  დავალებით  და მასთან  შეთანხმებით,  განცხადების  გადარჩევა  უნდა უზრუნველყოს კომისიის სამდივნომ, რაც დასტურდება კომისიის სხდომის ოქმით სადაც შედიან სამდივნოს წევრებიც და კომისიის წევრების ხელმოწერით. მუხლი 16🔗. წერითი დავალება 1.   წერითი დავალება შეიძლება ჩატარდეს კომისიის გადაწყვეტილებით თავისუფალი ფორმით. წერილობითი დავალება შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი უნარ-ჩვევების, ასევე პროფესიულ საკითხებს. 2.  წერითი დავალების ფორმას, შეფასების კრიტერიუმებს და აუცილებელ ქულათა მინიმალურ ზღვრულ ოდენობას კონკურსის გამოცხადებისთანავე ადგენს და ამტკიცებს კომისია. 3. დადებითი შეფასების მისაღებად და შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატმა უნდა დააგროვოს კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი). მუხლი 17🔗. ტესტირება 1. ტესტირება შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი უნარ-ჩვევების, ასევე პროფესიულ ტესტს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს. ტესტირება წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრული ფორმით შედგენილ წერილობით ან ელექტრონულ დავალებას. 2. ტესტირებაში გამსვლელი მინიმალურ ზღვრულ ოდენობას კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ადგენს და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 3.  დადებითი შეფასების მისაღებად და შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატმა  უნდა დააგროვოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ტესტირებაში გამსვლელი აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი). მუხლი 18🔗. გასაუბრება 1. კომისიამ კანდიდატებთან გასაუბრებისას უნდა გამოიყენოს კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს, მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. 2. კომისიის  წევრები  ვალდებული არიან გასაუბრების შედეგების შესაფასებლად გამოიყენონ დანართ №2-ში მოცემული შეფასების სქემა მუხლი 19🔗. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა და კონკურსის შედეგები 1. კომისია  კანდიდატების  მიერ  ყველა  ეტაპის  გავლის  შემდეგ  თავის  სხდომაზე  განიხილავს  საკითხს მათ დაუსწრებლად. 2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დასანიშნი პირის აზრს. 3. კონკურსის შედეგების მიხედვით ქულათა სისტემით ან კომისიის წევრთა ინდივიდუალური შეფასებებით, საკონკურსო–საატესტაციო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობასთან  დაკავშირებით  იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას. ა) დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიტატს; ბ) უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. 4. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას,  ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს - კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ. 5. კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის  ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულია უფრო მცირე ვადა, კომისია უფლებამოსილია გაზარდოს იგი ვადის ამოწურვამდე. ასეთ შემთხვევაში, თავდაპირველად განსაზღვრული და გაზრდილი ვადის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. 6. კომისია, კონკურსის  დასრულებიდან  (გადაწყვეტილების  მიღებიდან)  ერთ კვირაში, ბიუროში წარუდგენს ინფორმაციას ჩატარებული კონკურსის შესახებ: ვაკანტური თანამდებობების დასახელების, შესული განცხადებების რაოდენობის, კონკურსის ეტაპების, პროცედურების და კონკურსის შედეგების მითითებით. მუხლი 20🔗. კონკურსის შედეგების გასაჩივრება პირს უფლება აქვს, კონკურსის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი   არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ სასამართლოში. თავი IV მოხელის ატესტაცია მუხლი 21🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი 1. ატესტაციას ექვემდებარება მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი). 2. ატესტირებას არ ექვემდებარება მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით. 3. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 (ექვსი) თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება მომავალ წელს ატესტაციას. 4. მოხელე, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს „საჯარო  სამსახურის  შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ  შემთხვევებში, ატესტაციას გადის სამსახურებრივი  ურთიერთობის გარძელების შემდეგ. მუხლი 22🔗. ატესტაციის მიზნები ატესტაციის მიზანია: ა) მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან; ბ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება; გ) საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; დ) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა; ე) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა; ვ) მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა. მუხლი 23🔗. ატესტაციის ჩატარების დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 2. ატესტაციას    დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების   გრაფიკს ამზადებს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სამსახური და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი. 3. ატესტაციის  გრაფიკი,  ინფორმაცია  ატესტაციის  ჩატარების  პრინციპების,  პროცედურების,  ფორმებისა  და პირობების შესახებ, ასევე, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და ფორმა ატესტაციას დაქვემდებარებულ   პირს  და  საჯარო  სამსახურის  ბიუროს  უნდა  ეცნობოს  ატესტაციის  დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო- საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 24🔗. ატესტაციის ჩატარების პროცედურა 1. ატესტაციას ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ სამსახურში წარადგენს დახასიათებას დანართი №3-ის მიხედვით. იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე. 3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას. 4. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სამსახური. 5. ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი ფორმით: ა) სხვადასხვა სახის ტესტირება; ბ) წერითი დავალება; გ) გასაუბრება. 6. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, შესაბამისი შეფასების ფორმულარებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 7. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის  შესახებ, ამოწმებს ატესტაციას  დაქვემდებარებული პირის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. 8. ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს. 9. ატესტაციაზე  არასაპატიო  მიზეზით  მოხელის  გამოუცხადებლობის  შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით იგი იღებს ამ დებულების 26–ე მუხლის მე–4 პუნქტის „დ“–ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას. მუხლი 25🔗. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, ატესტაციას დაქვემდებარებული პირის დაუსწრებლად, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია  კომისიის  სხდომის თავმჯდომარის ხმა. საჭიროების შემთხვევაში კომისია ისმენს მოხელისა და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს.  2. ატესტაციის შედეგების მიხედვით, კომისიას გამოაქვს ერთ–ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა: ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. 3. საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ. მუხლი 26🔗. ატესტაციის შედეგები 1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს  დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 2.  ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს დებულების დანართი N4-ით განსაზღვრულ საატესტაციო ფურცელში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე  და წევრები.  საატესტაციო  ფურცელი  ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის პირად საქმეს. 3. მოხელე საატესტაციო ფურცლის შევსებიდან ორ დღეში ეცნობა და ხელს აწერს მას. 4. კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, დაწესებულების ხელმძღვანელი ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში მოხელის პირად საქმეში ასახვით, შესაბამისად იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს: ა) მოხელისთვის სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭება/ჩამორთმევა; ბ) მოხელის დაწინაურება ან დაქვეითება; გ) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლება; დ) მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება; ე)  მოხელის  მიმართ  ატესტაციის  შედეგის  პირად  საქმეში  ასახვა  (იმ  შემთხვევაში,  თუ  მოხელე  შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას). 5. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობის დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, დამნიშვნელ პირს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან. 6. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს მოახსენებს და საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგენს ინფორმაციას ატესტაციის პროცესის დასრულებიდან (კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში. მუხლი 27🔗. ატესტაციის შედეგების გასაჩივრება ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს, ატესტაციის შედეგები გაასაჩივროს   საპრეტენზიო კომისიაში, ხოლო შემდეგ სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული  სარჩელი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარადგინოს სასამართლოში. დანართი №2 კანდიდატთა პროფესიული უნარების შეფასების ფორმა   --------------------------------------------------------------------------------------შესარჩევი კონკურსი (თანამდებობის დასახელება) № კანდიდატის სახელი და გვარი პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება შემფასებლის კომენტარი სუსტი 0-50 ქულა საშუალო 50-75 ქულა ძლიერი 75-100 ქულა 1. 2. 3. 4. შეფასებისას ქულათა სისტემის გამოყენების შემთხვევაში იწერება შესაბამისი ქულები შემფასებლის სახელი, გვარი --------------------------------------------------------------------- ხელმოწერა:   -----------------------------------------------------------           ------------------------------- წელი/თვე/რიცხვი. დანართი №3 მოხელის დახასიათება სახელი, გვარი  -------------------------------------------------------------------------------------------------------- დაკავებული თანამდებობა  ----------------------------------------------------------------------------------------- საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები დადებითი და უარყოფითი მხარეები წახალისება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების, სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ ხელმოწერა ------------------------- თარიღი ----------------------------- დანართი №4 საატესტაციო ფურცელი მოხელის სახელი, გვარი  ------------------------------------------------------------------------------- დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის თარიღი --------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა, ხარისხი) შრომის საერთო სტაჟი (მ/შ საჯარო სამსახურში) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია შენიშვნა: თარიღი -------------------------------------------------------- კომისიის თავმჯდომარე  ------------------------------------ კომისიის წევრები  --------------------------------------------