1. მუდმივად და ხანგრძლივად (10 წელი და ზევით) შესანახი დასრულებული საქმეები სამი წლის განმავლობაში რჩება საკრებულოს აპარატში საცნობარო მუშაობისათვის, ხოლო შემდეგ ბარდება დაწესებულების არქივს, ამასთან, თუ ამის შესაძლებლობა არ არსებობს, ინახება საკრებულოს აპარატში. დროებით (10 წლის ჩათვლით) შესანახი საქმეები საუწყებო არქივს შეიძლება გადაეცეს საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. დოკუმენტების მომზადება არქივში ჩასაბარებლად მოიცავს:
ა) დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის მოწყობას;
ბ) საქმეთა გაფორმებას;
გ) საქმეთა აღწერების შედგენას;
დ) დოკუმენტებისა და საქმეების გასანადგურებლად გამოყოფის აქტების შედგენას