ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.11.2014
ძალის დაკარგვა 05.03.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016255
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,082 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.11.2014 მიღება
05.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №45 2014 წლის 7 ნოემბერი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის  სამსახურის დებულება თანდართული დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე დანართი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I   ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. მერიის  არქიტექტურის სამსახურის ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები 1.ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახური  შექმნილია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  მერიის დებულების საფუძველზე და ფუნქციონირებს მის შესაბამისად. 2. მერიის არქიექტურის სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე  ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის დებულებებით და ამ დებულებით. 3. მერიის არქიტექტურის სამსახური  წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით. 4. მერიის არქიტექტურის სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 5. მერიის არქიტექტურის სამსახური აქვს ბლანკი, ტვიფრი და ბეჭედი, რომელზეც აღნიშნულია სამსახურის სახელწოდება, აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა რეკვიზიტები. ბეჭდით სარგებლობის ფარგლები განსაზღვრულია საკრებულოს განკარგულებით დამტკიცებული შესაბამისი წესით. 6. მერიის არქიტექტურის სამსახურის  ადგილსამყოფელია: საქართველო, 3700 ქალაქი რუსთავი, კოსტავას გამზირი №20. თავი II  მერიის არქიტექტურის სამსახურის    განყოფილება, ფუნქციები, მიზნები და ძირითადი მიმართულებები. მუხლი 2🔗. მერიის არქიტექტურის სამსახური ს განყოფილებები და მათი ფუნქციები მერიის არქიტექტურის სამსახური  იქმნება არქიტექტურის განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს: ა)  ურბანული ქალაქგეგმარების განვითარებას, მისი ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვას; ბ) დარგის საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შესრულებას; გ) არქიტექტურულ-გეგმარებითი სამუშოების და საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების ორგანიზებას; დ) შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაციის განხილვას. ე) ქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას; ვ) მშენებლობის ნებართვის გასაცემად ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას და დასკვნის მომზადებას; ზ) შენობა -ნაგებობის ვარგისიანად აღიარებისათვის (ექსპლუატაციაში მიღება) ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას და დასკვნის მომზადებას; თ) ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დამტკიცებული ტექნიკური დოკუმენტაციის და ფინანსირების შესაბამისად, მინაშენეზე სამშენებლო -სამონტაჟო, სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოსთვის, აგრეთვე ექსპლუატაციაში მისაღებად საჭირო ნებართვის თაობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტის მომზადებას; ი) ქალაქის დაგეგმარების, განაშენიანების, კეთილმოწყობის, გამწვანების, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, საქალაქო დიზაინის საკითხთა მარეგულირებელი ნორმების და წესების დამუშავებაში მონაწილეობა. პროექტებისა და მშენებლობის ნორმების სრულყოფისათვის საჭირო წინადადებების მომზადებას და ინიციატივების გამოჩენას ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, აგრეთვე მათი წარდგენა პროფესიული კონსულტაციის და მეთოდური მითითებების მისაღებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტში ; კ) შენობების ფასადების არქიტექტურული იერსახის განსაზღვრას; ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე) მიწათსარგებლობის შესახებ წინადადებათა მომზადებას ქალაქის მერიისათვის. მშენებლობებისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების დანიშნულებით გამოყენებაზე ქმედითი კონტროლის განხორციელებას; მ) სამსახურში არსებული საპროექტო დოკუმენტაციის  უსაფრთხოდ შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა; ნ)  წერილობითი განცხადების საფუძველზე სამსახურის უფროსის მიერ გადაწყვეტილების მიღება  ისეთი პროექტების, განცხადებების შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლებიც არ საჭიროებენ კანონით განსაზღვრული ნებართვების გაცემას. ო) არქიტექტურულ, სამშენებლო და ურბანულ სფეროში ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული და თვითმმართველობის მართვაში არსებული იურიდიული პირების საქმიანობაში მეთოდური კონსულტანტის სტატუსით მონაწილეობის მიღება. პ) სამსახურის უფროსის დავალებების შესრულებასა და კონტროლის განხორციელებას. მუხლი 3🔗. მერიის არქიტექტურის სამსახურის საქმიანობის მართვა-ორგანიზება: 1. მერიის არქიტექტურის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის  უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო სამსახურის შესაბამის განყოფილებებს-განყოფილების უფროსები. 2. მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც  კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქის მერი. 3. მერიის  არქიტექტურის სამსახურის  უფროსი: ა)  წარმართავს მერიის არქიტექტურის განვითარების სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას. ბ) პასუხს აგებს მერიის არქიტექტურის სამსახურის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე; გ)  ამ დებულებით განსაზღვრული მერიის არქიტექტურის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებს და ქალაქის მერს წარუდგენს ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმის პროექტებს; დ) განსაზღვრავს მერიის არქიტექტურის სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციულ წესს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; ე) უქმნის მერიის არქიტექტურის სამსახურის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად; ვ) ორგანიზებას უწევს არქიტექტურის სამსახურის  მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას; ზ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს მერიის არქიტექტურის სამსახურის  მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე; თ) მერს წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს; ი)  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ღებულობს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/და სხვა საფუძველზე; კ)  პასუხისმგებელია მერიის არქიტექტურის სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე; ლ)  მერიის არქიტექტურის სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი კანომდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; 4. მერიის არქიტექტურის სამსახურის   უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს მერიის არქიტექტურის სამსახურის  უფროსის მოადგილე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი. 5. განყოფილებას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი. თავი III მერიის არქიტექტურის სამსახურის უფლებები და მოვალეობები მუხლი 4🔗. მერიის არქიტექტურის სამსახურის უფლებამოსილებებია: 1.დასახული  მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, მერიისა და საკრებულოს აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში, მერიის არქიტექტურის სამსახური    უფლებამოსილია: ა)  მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია; ბ)  მერიის არქიტექტურის სამსახურის  კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი. გ)  მერიის არქიტექტურის სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ. დ)  განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით ან დავალებით, ადმინისტრაციის დებულებითა და ქალაქის მერის ბრძანებით ან/და დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 5🔗. მერიის არქიტექტურის სამსახურის მოვალეობები: 1. მერიის არქიტექტურის სამსახური ვალდებულია: ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ქალაქის მერს ან/და საკრებულოს. ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, პასუხი აგოს თავისი ფუნქციების არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, დადგენილ ვადებში განიხილოს და პასუხი გასცეს მათ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. დ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. თავი IV მერიის  არქიტექტურის სამსახურის    ქონება და დაფინანსების წყაროები მუხლი 6🔗. მერიის  არქიტექტურის სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროა: 1. მერიის არქიტექტურის სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. 2. მერიის არქიტექტურის სამსახურის საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების ძირითადი წყაროა ქალაქ რუსთავის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები. თავი V დასკვნითი დებულებები მუხლი 7🔗 1. ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. თუ ამ დებულების რომელიმე ნორმა რაიმე გარემოების ძალით ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა) რომელიც ძალაშია და რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა მიზანი. 3. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები. 4. ადმინისტრაციის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საფუძველია საკრებულოს დადგენილება.