ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.11.2014
ძალის დაკარგვა 05.03.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016254
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის, ურბანული დაგეგმარებისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.10.2014
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №44
2014 წლის 7 ნოემბერი
ქ. რუსთავი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულება თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის, ურბანული დაგეგმარებისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N28 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე
დანართი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების, სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები
1. ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახური შექმნილია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე და ფუნქციონირებს მის შესაბამისად.
2. მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის დებულებებით და ამ დებულებით.
3. მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახური წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით.
4. მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
5. მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურს აქვს ბლანკი, ტვიფრი და ბეჭედი, რომელზეც აღნიშნულია სამსახურის სახელწოდება, აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა რეკვიზიტები. ბეჭდით სარგებლობის ფარგლები განსაზღვრულია საკრებულოს განკარგულებით დამტკიცებული შესაბამისი წესით.
6. მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახური ადგილსამყოფელია: საქართველო, 3700 ქალაქი რუსთავი, კოსტავას გამზირი №20.
თავი II
მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახური განყოფილებები, ფუნქციები, მიზნები და ძირითადი მიმართულებები.
მუხლი 2🔗.
მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახური განყოფილებები და მათი ფუნქციები
1. მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახური იქმნება შემდეგი განყოფილებები:
ა) ქონების მართვის განყოფილება.
ბ) ეკონომიკური განვითარების განყოფილება;
2. ქონების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ქონების (მათ შორის 50% მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა) მართვის საკითხებზე წინადადებების მომზადებას;
ბ) მუნიციპალიტეტისათვის უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფას;
გ) წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან/და მიკუთვნებული ქონების მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის შესახებ, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება მუნიციპალიტეტისათვის გადაცემას;
დ) მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვასთან და/ან საჯარო რეესტრში განსახორციელებელ რეგისტრაციასთან დაკავშირებით საჯარო ადმისტრაციული წარმოების ჩატარებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით:
ე) მუნიციპალიტეტისათვის გადმოცემული ქონების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე, საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებად რეგისტრაციის ორგანიზებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის შედგენას, შესაბამისი პროექტების მომზადებას;
ზ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მომზადება, გაცემას.
თ) ქონების მოვლა-პატრონობის, მართლზომიერი სარგებლობის, განკარგვის და მიზნობრივი გამოყენების საკითხებზე წინადადებების, რეკომენდაციების და დასკვნების მომზადებას;
ი) მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით (აღნაგობა, უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) გადაცემასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტის პროექტების, ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადებას კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით;
კ) მუნიციპალიტეტის ქონების რეალიზაციის მიზნით აუქციონის ორგანიზებას და შედეგების გაფორმების უზრუნველყოფას;
ლ) მუნიციპალიტეტისათვის ქონების აუქციონის ფორმით და/ან სხვა ფორმის განკარგვის, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემდგომ აუქციონის პირობების და/ან ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლს, აღნიშნულ საკითხებზე წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას;
მ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მოთხოვნის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტისა და მისი წილობრივი მონაწილობით დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში მისაღები ქონების ღირებულებითი შეფასების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საწარმოთა კაპიტალში ცვლილების ასახვის კოორდინაციას;
ნ) საწარმოთა დაფუძნების, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის საკითხების განხილვა და კოორდინაცია და ამ საკითხებთან დაკავშირებული სათანადო წინადადებებისა და დოკუმენტაციის პროექტების მომზადებას. არაეფექტური და წამგებიანი საწარმოების გამოვლენა და შემდგომში რეაგირების მიზნით სათანადო წინადადებების შემუშავებას;
ო) ქალაქი რუსთავის მუცინიპალიტეტის საწარმოებში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დამფუძნებლისათვის მინიჭებული (პარტნიორი/აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელების საკითხების განხილვას და კოორდინაციას;
პ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლეებისათვის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას, შესაბამისი დოკუმენტების -მომზადებას.
ჟ) განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებული კორესპონდენციათა განხილვას;
რ) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის წლიური სტატისტიკურ მონაცემთა მომზადებას;
ს) ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე და კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ცალკეული დავალებების შესრულებას.
ტ) სამსახურის ეფექტური მუშაობის მიზნით წინადადებების მომზადება გასატარებელი ცვლილებებისა და სიახლეების დასანერგად.
უ) სამსახურის უფროსის დავალებების შესრულებასა და კონტროლის განხორციელებას.
3. ეკონომიკური განვითარების განყოფილების უზრუნველყოფს:
ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მიზნით სტრატეგიული დაგეგმვას;
ბ) ქალაქის საშუალო და მოკლევადიანი ეკონომიკური განვითარების პროგრამების შედგენას, პროექტების შემუშავებას და განხორციელებას;
გ) ქალაქის ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას;
დ) ქალაქის ეკონომიკური შესაძლებლობების წარმოჩენას და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების რეგულირებას;
ე) სამუშაო ადგილების მოძიების მიზნით შესაბამისი პროექტების შემუშავებას;
ვ) ტურიზმის განვითარებას;
ზ) ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული პროექტების მართვა-კოორდინაციას;
ი) თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
კ) ქალაქში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
ლ) საერთაშორისო პროექტების განსახორციელებლად პარტნიორების მოძიებას;
მ) რეგიონალური პროექტების დაგეგმვას და განხორციელების ხელშეწყობას;
ნ) საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში, ბაზრობებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას.
ო) სამსახურის უფროსის დავალებების შესრულებასა და კონტროლის განხორციელებას.
მუხლი 3🔗.
მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახური საქმიანობის მართვა-ორგანიზება:
1. მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო სამსახურის შესაბამის განყოფილებებს-განყოფილების უფროსები.
2. მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქის მერი.
3. მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას.
ბ) პასუხს აგებს მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურზე დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) ამ დებულებით განსაზღვრული მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებს და ქალაქის მერს წარუდგენს ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმის პროექტებს;
დ) განსაზღვრავს მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციულ წესს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
ე) უქმნის მერიის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად;
ვ) ორგანიზებას უწევს მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე;
თ) მერს წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს;
ი) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ღებულობს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/და სხვა საფუძველზე;
კ) მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;
მ) მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახროციელებს მოქმედი კანომდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
4. მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურის უფროსის მოადგილე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.
5. განყოფილებას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.
თავი III
მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახური უფლებები და მოვალეობები
მუხლი 4🔗.
მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახური უფლებამოსილებებია:
1.დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, მერიისა და საკრებულოს აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში, მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია;
ბ) მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი.
გ) მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ.
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით ან დავალებით, ადმინისტრაციის დებულებითა და ქალაქის მერის ბრძანებით ან/და დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 5🔗.
მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურის მოვალეობები:
1. მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახური ვალდებულია:
ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ქალაქის მერს ან/და საკრებულოს.
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, პასუხი აგოს თავისი ფუნქციების არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, დადგენილ ვადებში განიხილოს და პასუხი გასცეს მათ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
დ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
თავი IV
მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები
მუხლი 6🔗.
მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროა:
1. მერიის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურის საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების ძირითადი წყაროა ქალაქ რუსთავის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.
თავი V
დასკვნითი დებულებები
მუხლი 7🔗
1.ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.თუ ამ დებულების რომელიმე ნორმა რაიმე გარემოების ძალით ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა) რომელიც ძალაშია და რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა მიზანი.
3.იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.
4.ადმინისტრაციის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საფუძველია საკრებულოს დადგენილება.