⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.04.2018)
გაუქმებულია:

,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 9 ოქტომბრის №48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მიღების თარიღი 10.11.2014
ძალის დაკარგვა 30.04.2018
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.127.016153
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/11/2014
matsne.gov.ge 303 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.11.2014 მიღება
30.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 9 ოქტომბრის №48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №53 2014 წლის 10 ნოემბერი ქ. ზესტაფონი      ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 9 ოქტომბრის №48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 9 ოქტომბრის №48 დადგენილების (სსმ.ვებგვერდი, 16/10/2014;სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.127.016148) №1 დანართში: 1)  მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  ,, მუხლი 5🔗. აპარატის მთავარი სპეციალისტი - იურიდიულ საკითხებში 1. საკრებულოს აპარატის მთავარ  სპეციალისტს - იურიდიულ საკითხებში ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) იურისტად  მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამის ,,კოდექსი“  ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.“ 2) №1 დანართს დაემატოს მე-9 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, მუხლი 9🔗. გამოსაცდელი ვადა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებისათვის გამოსაცდელი ვადა განისაზღვროს 3 თვით.“ მუხლი 2🔗 შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 9 ოქტომბრის №48 დადგენილების (სსმ.ვებგვერდი, 16/10/2014;სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.127.016148)  N2 დანართში: 1)  N2 დანართს დაემატოს მე-9 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, მუხლი 9🔗.  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსს, იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტს, წამყვან სპეციალისტს, უფროს სპეციალისტს და სპეციალისტს აუცილებლად მოეთხოვება იურიდიული უმაღლესი განათლება.“ 2 )  №2 დანართს დაემატოს მე-10 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, მუხლი 10🔗. გამოსაცდელი ვადა  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეებისათვის გამოსაცდელი ვადა განისაზღვროს 3 თვით.“ მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღრაძე